facebook logo

ბლოგი

ბი ბოტი - დაზღვევის ყველაზე მარტივი ფორმულა

მოგზაურობის წინ ბევრი დეტალია გასათვალისწინებელი და თან შენც სულ გადარბენებზე ხარ. სწორედ ამ და სხვა ორომტრიალის გასამარტივებლად შევქმენით ბი ბოტი, რომელიც თვალსა და ხელს შუა გაიზარდა, დაჭკვიანდა და ჩვენი მომხმარებლების საუკეთესო მეგობარი გახდა.

ბი ბოტი უკვე წელიწადნახევარია რაც არსებობს, თანდათან ვითარდება და ამარტივებს დაზღვევის პროცესებს.

პირველი დაზღვევის შემდეგ, ბი ბოტი უკვე იმახსოვრებს საჭირო მონაცემებს, სახელს, გვარს, პირად ნომერს, დაბადების თარიღს, რაც შემდგომში დაზღვევის პროცესს კიდევ უფრო ამარტივებს. პოლისს კი პირდაპირ ჩეთში გიგზავნის.

შეგიძლია ბოტს უბრალოდ პასპორტის ან ID ბარათის ფოტო გაუგზავნო და აღარ მოგიწევს ინფორმაციის ხელით შეყვანა.

ბი ბოტის საშუალებით, შენ უკვე შენი მეგობრების დაზღვევაც შეგიძლია. ამისთვის კი მხოლოდ მათი პირადობის მოწმობის მონაცემებია საჭირო.

თუმცა ნამდვილი მეგობრობა საახალწლო საჩუქრების გარეშე არ არსებობს! ამიტომ ბი ბოტს აქვს წინასაახალწლო აქცია. 10 დეკემბრიდან თუ შენ შეიძენ სამოგზაურო დაზღვევას და აღმოჩნდები იღბლიანი მეხუთე, მეოცე, ორმოცდამეათე, მეასე ან მეორიათასე, ბოტი მარტივ შეკითხვას დაგისვამს, რომელზეც სწორი პასუხის გაცემის შემთხვევაში, შენ მოიგებ:

  • საბას ელექტრონულ წიგნს  
  • კინოთეატრის ორ ბილეთს
  • როუმინგის 150 მეგაბაიტიან ინტერნეტს
  • ურბანეარსის უსადენო ყურსასმენს
  • ელექტრო სკუტერს

დაუმეგობრდი ბი ბოტს და დასაჩუქრდი