1 თებერვლიდან შეიძინე საწვავი ან ბუნებრივი აირი ვისოლის ქსელში, თიბისის ნებისმიერი ბარათით და დასაჩუქრდი ვისოლისგან დაზღვევის 5000 ლარიანი ლიმიტით :
- ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა - 2,500 ლარიანი ლიმიტი
თუ ავტომობილის მართვისას, თქვენი ბრალეულობით დაზიანდება სხვისი ავტომობილი, ქონება ან ჯანმრთელობა, თიბისი დაზღვევა აანაზღაურებს ზარალს.
- მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევა - 2,500 ლარიანი ლიმიტი
თუ ავტომობილის მართვისას თქვენ ან მგზვარებმა მიიღეთ ჯანმრთელობის დაზიანება თიბისი დაზღვევა აანაზღაურებს მკურნალობის ხარჯებს.

მნიშვნელოვანია იცოდე:
> აქციაში მონაწილეობს თიბისის ნებისმიერი ბარათის მფლობელი ფიზიკური პირი;
> აქცია ვრცელდება ვისოლის ქსელში პროდუქტების შეძენაზე: ბენზინი, დიზელი, ბუნებრივი აირი;
> დაზღვევა გადმოგეცემა ყოველ ჯერზე, როდესაც კალენდარული თვის განმავლობაში შეიძენ არანაკლებ 250 ლარის ღირებულების საწვავს ან ბუნებრივ აირს;
> დაზღვევა მოქმედებს შენს მიერ ნებისმიერი ავტომობილის მართვისას
> დაზღვევის საჩუქრად მისაღებად თანხის დახარჯვა უნდა მოხდეს კალენდარული თვის განმავლობაში, 1 რიცხვიდან ბოლო რიცხვის ჩათვლით.
> დაზღვევა ავტომატურად აქტიურდება და მოქმედებს მომდევნო თვის 10 რიცხვიდან, 1 თვის ვადით.