facebook logo

მოგზაურობა

5 არხი, სადაც სამოგზაურო დაზღვევის შეძენა შეგიძლია

სამოგზაურო დაზღვევა, მოგზაურობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია.

ამის მიუხედავად, ალბათ ყველას გვყავს მეგობარი, ვისაც სამოგზაურო დაზღვევა თვითმფრინავში ასვლისას ახსენდება. თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მოგზაურობის დაგეგმვისას ყველა საჭირო საბუთს ერთიანად უყრიან თავს.



ჩვენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებს მარტივად, სხვადასხვა ადგილიდან, ნებისმიერ დროს შეეძლოთ დაზღვევის შეძენა, რაც დღეს 5 სხვადასხვა არხით არის შესაძლებელი:


1. ვებგვერდი

თიბისი დაზღვევის ვებგვერდი, online.tbcinsurance.ge, სადაც რამდენიმე შეკითხვისა და მარტივი ნაბიჯების შემდგეგ, პოლისი მეილზე მოგივა.

2. ბი ბოტი

სამოგზაურო დაზღვევის შეძენა პირდაპირ მესენჯერში თუ გინდა, B Bot-ს უნდა მიწერო. მას შეუძლია შენი მონაცემები ID ბარათის ან პასპორტის ფოტოდან ამოიკითხოს.

მისი დახმარებით მეგობრების დაზღვევაც ძალიან მარტივია.

ბი ყოველ მე-5 მოგზაურსაც ასაჩუქრებს. თუ მათ შორის მოხვდი, შეიძლება მოიგო:

  • საბას ელექტრონული წიგნი
  •  კინოთეატრის ორი ბილეთი
  • როუმინგის 150 მეგაბაიტიანი ინტერნეტი
  • ურბანეარსის უსადენო ყურსასმენი
  • ელექტრო სკუტერი (NIU M+)

აქცია გრძელდება სკუტერის გათამაშებამდე. 

3) თიბისი ფეის სწრაფი გადახდის აპარატები

თუ უინტერნეტოდ ხარ და დაზღვევაც დროულად გჭირდება, მისი შეძენა მთელ საქართველოში, 3000 თიბისის გადახდის აპარატით შეგიძლია.

4) თიბისის ინტერნეტ და მობაილ ბანკი

თუ თიბისის ინტერნეტ და მობაილ ბანკით სარგებლობ, შეთავაზებების ველიდან, 1 კვირიანი, 2 კვირიანი ან 1 თვიანი სამოგზაურო დაზღვევის შეკვეთა შეგიძლია, რომლის გამოყენებასაც 1 წლის განმავლობაში ნებისმიერ დროს შეძლებ.

5) თიბისი ბანკის და თიბისი დაზღვევის ფილიალები

თუ შენთვის უფრო კომფორტული ფიზიკური მომსახურებაა, შეგიძლია ეწვიო თიბისი ბანკისა და თიბისი დაზღვევის ნებისმიერ ფილიალს, მთელი საქართველოს მასშტაბით.

 

მსგავსი ბლოგები