facebook logo

მოგზაურობა

KARIBU - კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

როგორ მოვხვდი აფრიკაში? წელიწადის ცივ სეზონზე ყოველთვის თბილ ქვეყნებში მივემგზავრები. ამ ტრადიციას უკვე 7 წელზე მეტია მე და ჩემი მეგობრები არ ვღალატობთ, ამ ზამთარსაც, ახალ კონტინენტზე მოვინდომეთ ფეხის დადგმა და აფრიკა, კუნძული ზანზიბარი ავარჩიეთ.

ზღვა, ნავი, ბუნგალოები

ზანზიბარიზე თბილისიდან Fly Dubai დაფრინავს, საშუალოდ ბილეთის ფასი 800-900$-მდეა, მაგრამ თუ გაგიმართლა, დიდი ხანი ელოდე, ეძებე და მხოლოდ ზანზიბარზე იფიქრე, ფასდაკლებით შეიძლება ნახევარ ფასად იყიდო.

ძალიან ლამაზი ზღვა და ხის ნავი

გადაადგილების მარტივი საშუალება ტაქსია. ჰავა ტროპიკულია, თებერვალში 29-31 გრადუსია, მაგრამ ძალიან ცხელა, ნებისმიერ სასტუმროში მისვლისას, გაფრთხილებენ რომ მინიმუმ 50%-იანი მზის დამცავი საშუალება გამოიყენო, მის გარეშე მზეზე გასვლა თვით დაზიანების ტოლფასია.

გოგონა ყვითელი კაბით, ზღვის სანაპირო, თავშალი

აეროპორტიდან საათნახევრიანი მგზავრობის შემდეგ სანაპირო Nungwi -ზე აღმოვჩნდით. წარმოიდგინეთ ისეთი სანაპირო რომლსაც ვერანაირი ინსტაგრამ ეფექტი ვერ გაალამზებს იმაზე მეტად რაც არის. ესაა სანაპირო სახელად Kendwa ფირუზისფერი ზღვითა და თეთრი ქვიშით.

კლდე, ზღვის სანაპირო, ხალხი ცურავს ზღვაში, პლიაჟი

სასტუმროებიც ყველაზე კომფორტული აქ არის. სანაპიროს თუ გაუყვები, Nungwi-დან Kendwa-მდე 20 წუთია ფეხით სავალი.სასტუმროები საშუალო დონისაა, მაგრამ იქ ძვირიან და კარგ სასტუმროებად ითვლება. Nungwi-ზე ბევრია იტალიური რესტორანი და სასტუმრო, რომლებშიც მომსახურების დონე შედარებით მაღალია

სახლები ზღვის სანაპიროს პირას, ზღვაში ცურაობენ ახალგაზრდები, ხეები

აუცილებლად უნდა ესტუმროთ ასევე Paje-ს სანაპიროს, რომელიც kitesurfing-ისთვის მისწრებაა, თანაც ახალგაზრდულია და ჯერ კიდევ ტურისტულად განუვითარებელია.

პარაშუტიტ დაშვება წყალში, ზღვის სანაპირო, ქვიშის პლიაჯი, თავსაფრიანი ქალები

ამ ულამაზეს სანაპიროებს და კომფორტულ სასტუმროებს თუ გასცდები, სანაპიროს უკანა ზოლში სხვა სამყარო დაგხვდება, ჩემთვის აფრიკაში მოგზაურობისას ყველაზე შთამბეჭდავი ის სოფლები აღმოჩნდა, სადაც ხალხი ქვის სახლებში ცხოვრობს.

ერთ ქალს ტავზე ვედრო ადევს და მეორეს ბავშვი მიჰყავს ზურგზე მოკიდებული

აქვთ ბევრი სკოლები და არ აქვთ წიგნები და რვეულები, საწერად ბანანის ყუთებს და მუყაოს ნაგლეჯებს იყენებენ.

პატარა ბავშვი ქვიშაში ერთი გოგო და მეორე ბიჭი

ადგილობრივები ძალიან თბილი და მხიარული ხალხია Hakuna matata (no problem, don’t worry be happy) გესმის ყოველი სიტყვის მერე, მართლა Hakuna matata- არის მთელი კუნძული, მათ ენაზე ლექსიკონში სიტყვა „ცუდად“ არ მოიძებნება.

ქვიშა, მანქანა, პატარა შავკანიანი ბიჭი

საუბარს Jambo-თი იწყებენ და ყველაფერს გეკითხებიან, ყველაფერი აინტერესებთ, მათთვის ინფორმაციის წყარო ხარ.

როგორც მთელ მსოფლიოში, ბავშვები ყველაზე ლაღები და ლამაზები არიან. რომლებიც ერთ კითხვას აუცილებლად თოვლზე დაგისვამენ – ოცნებობენ თოვლის ნახვაზე.

პატარა ფერადკანიანი ბავშვები დგანან ქვიშაში


კიდევ უფრო საინტერესო მასაის ტომის წარმომადგენლებთან საუბარია. რომლებიც კილიმანჯაროდან მოდიან, გაჩერებენ და უამრავ ამბავს გიყვებიან: გზაში რამდენი გველი ჰყავთ მოკლული და ა.შ.

წიტელკაბიანი ხალხი დგას ზღვის ლამაზ სანაპიროზე

ამ კუნზულზე ბევრი რამისთვის ღირს წასვლა მაგრამ ჭამა ალბათ პირველია, ჩემთვის, როგორც ყველაზე არაგურმანი ადამიანისთვის ზანზიბარი უგემრიელეს სამზარეულოსთან ასოცირდება. ტრადიციული კერძები ძირითადად ბრინჯისა და თევზისგან მზადდება.

ზღვის პროდუქტების უგემრიელესი საჭმელი

ნახევარი კილო ლობსტერი 10$-ად შეგიძლია მიირთვა, არაფერს ვამბობ კრევეტებზე და რვაფეხებზე. ასევე არატრადიციული და ევროპული კერძებიც ზღვის პროდუქტებით მზადდება: რვაფეხას ბურგერი, პასტა კრევეტებით, ნახევრად უმი ორაგული და სუში რა მოსატანია.

ცისფრად შეღებილი სახლი, საჭმელი

აუცილებლად ეწვიეთ რესტორანს House of spice, რომელიც ზანზიბარის დედაქალაქში სთოუნთ თაუნის ძველ უბანშია. შეუკვეთეთ ნებისმიერი კერძი, უბრალოდ ყველაფერი ძალიან გემრიელია!

სანაპიროებიდან დაბრუნებულები დედაქალაქში stone town-ში გავჩერდით. რადგანაც კუნძული ზანზიბარი გეოგრაფიულად ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი იყო, დედაქალაქს თითქმის ყველა ქვეყნის გავლენა ეტყობა, ევროპული, არაბული, აზიური...

წვრილი ქუჩა, ბავშვები მიდიან ველოსიპედით, ვიღაცას მოაქვს ვაშლები

თითქმის ყველა ქვეყნის დეტალს აღმოაჩენთ ამ ქალაქში, ამიტომაც ძალიან საინტერესოა თავისი ვიწრო ქუჩებით და ქაოტური რიტმით.

ორნამენტებიანი ულამაზესი ხის აივნები

ვერც წარმოვიდგენდი რომ მსოფლიოში პირველი ლიფტი Stone Town-ის მთავარ სასახლეში გაკეთდა.

სასტუმრო ძალიან ლამაზი ხის ჩუქურთმებით

დედაქალაქს ისე ნუ დატოვებთ რომ Prison Iceland და ფრედი მერკურის სახლი არ ნახოთ. ბოლოს კი, წერისას კიდევ ერთხელ ვხვდები რომ იქ ბევრი რამ დამრჩა სანახავი, აფრიკაში ისევ დავბრუნდები!

ავტორი: თეონა ხმალაძე

ფოტო: თეონა ხმალაძე