სახლის დაზღვევა სახლიდან გაუსვლელად. სილქნეტისა და თიბისი დაზღვევის პარტნიორობის ფარგლებში, სახლის დაზღვევა, პირდაპირ Silk TV-დან იქნება შესაძლებელი.

დაზღვევის გააქტიურება Silk TV-ის აბონენტებს ტელევიზორის მენიუში, აპლიკაციების ველიდან შეუძლიათ, რის შემდეგაც მას სილქნეტის ოპერატორი დაუკავშირდება.
Silk დაზღვევა, თქვენი ქონების შემდეგი რისკებისგან დაზღვევას ითვალისწინებს:
- მეზობელი ფართიდან შემოსული წყლით ქონების დაზიანება ან განადგურება
- კანალიზაციის, წყალგაყვანილობის, და გათბობის სისტემების მწყობრიდან გამოსვლა
- ხანძარი
- აფეთქება
- ფასადის შუშის დაზიანება, რაც გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით
სილქ დაზღვევის შეძენა ასევე შესაძლებელია სილქნეტის ქოლცენტრის საშუალებით, ცხელ ხაზზე: 2 100 100