facebook logo

სიახლე

თიბისი დაზღვევა X HELPJUICE

თიბისი დაზღვევა, თანამედროვე სადაზღვევო კომპანიაა. ჩვენი მიზიანია, ინოვაციური მიდგომების გამოყენებით, სადაზღვევო მომსახურება, ყველასათვის მარტივი და ხელმისაწვდომი გავხადოთ. 

ბოლო 2 წელიწადში, ზრდასთან ერთად, კომპანიაში საკმაოდ დიდი და მნიშვნელოვანი ინფორმაცია დაგროვდა. ჩვენ გვსურდა, რომ ეს ინფორმაცია, ერთიან ბაზაში მოგვექცია, რომლის მართვასაც მარტივად შევძლებდით. 

მივიღეთ გადაწვეტილება, რომ დაგვენერგა სისტემა, რომელის საშუალებით ჩვენი თანამშრომლები შეძლებდნენ უფრო მეტი გაეგოთ დაზღვევაზე, ჩვენს სერვისებსა და სიახლეებზე.

ბაზრის კვლევის, რამდენიმე საპილოტე ვერსიის შექმნის შემდგომ, არჩევანი შევაჩერეთ Helpjuice-ზე. 

ყველაზე მიმზიდველი ამ პლატფორმაში აღმოჩნდა ის, რომ მკითხველებსშეუძლიათ დახვეწონ სტატიების შინაარსი, შეაფასონ არსებული განმარტებები და შესთავაზონ საკუთარი. 

Helpjuice-ის დახმარებით, მარტივად ვიგებთ თუ რომელი თემაა ყველაზე საინტერესო ჩვენი თანამშრომლებისთვის, რაც გვეხმარება, ინფორმაციის სწორად დახარისხებასა და დალაგებაში. 

ასევე ჩვენ გაგვიჩნდა შესაძლებლობა უკეთ დავგეგმოთ ტრენინგების სტრუქტურა და სწორად შევარჩიოთ საჭირო თემები. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ამ სისტემის დახმარებით თანამშრომლებს მივეცით, საშუალება, საჭირო ინფორმაციის მოძიებით, იზურნონ თვითგანვითარებაზე.