facebook logo

სიახლე

სამოგზაურო დაზღვევა საქართველოს ფოსტის ფილიალებში

თიბისი დაზღვევა და საქართველოს ფოსტა პარტნიორები გახდნენ. თიბისი დაზღვევის სამოგზაურო დაზღვევის შეძენა, მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს ფოსტის 25 სერვის ცენტრში, მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში იქნება შესაძლებელი.

სამოგზაურო დაზღვევა მოგზაურობისთვის ერთ-ერთი აუცილებელი დოკუმენტია, რომელიც ამ გაუთვალისწინებელი ხარჯებისგან გიცავს:

  • გადაუდებელი სამედიცინო დახმარება
  • გადაუდებელი სტაციონარული მომსახურება
  • გადაუდებელი ამბულატორიული მომსახურება
  • გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურება

დაზღვევის შესაძენად, საქართველოს ფოსტის სერვის ცენტრის ოპერატორს უნდა მიმართო.