მონაცემთა დაცვა

მონაცემთა დაცვის პრინციპები და ძირითადი ასპექტები
იმისათვის, რომ ინფორმირებული იყოთ, რა ტიპის პერსონალური მონაცემები მუშავდება ჩვენს კომპანიაში და როგორ ხდება მათი გამოყენება, გთხოვთ, გაეცნოთ წინამდებარე დოკუმენტს.
ჩვენთვის მნიშვნელოვანია პერსონალური მონაცემების უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ძირითადი პრინციპების შესაბამისად, კერძოდ:
მნიშვნელოვანია, რომ კანონმდებლობით დადგენილი პრინციპების გათვალისწინებით, ჩვენთან მონაცემთა დამუშავება ხორციელდება მხოლოდ იმ მიზნით, რისთვისაც მას გადმოგვცემთ. ამასთან, ჩვენი დასაქმებულები და კონტრაკტორები, რომელთაც თავიანთი კომპეტენციის ფარგლებში, წვდომა აქვთ გარკვეული კატეგორიის პერსონალურ მონაცემებთან, მათთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, შებოჭილნი არიან პერსონალურ მონაცემთა კონფიდენციალურად შენახვისა და არასანქცირებული გამჟღავნებისაგან თავის შეკავების ვალდებულებით. გარდა ამისა, ორგანიზაციაში სპეციალურ პროგრამაზე არსებული ლოგირების სისტემა, ყოველი თანამშრომლისთვის უზრუნველყოფს ინფორმაციაზე დაშვებას მისთვის დაკისრებული მოვალეობების ფარგლებში.
ასევე, მნიშვნელოვანია იცოდეთ, რომ ჩვენთან არსებულ პერსონალურ მონაცემებს არ ვყიდით და არ გადავცემთ სხვა კომპანიებსა თუ ორგანიზაციებს პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის.
რომელი პერსონალური მონაცემები გროვდება ჩვენთან
ჩვენთან ხდება რამდენიმე კატეგორიის პერსონალური მონაცემების შეგროვება და დამუშავება. კერძოდ:
ვის შეიძლება გადაეცეს პერსოანლური მონაცემები
პერსონალური მონაცემების გადაცემა მესამე პირებისთვის, შეიძლება მოხდეს მხოლოდ კანონმდებლობით პირდაპირ გათვალისწინებულ შეთხვევებში ან მომხმარებელთან გაფორმებული დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში. დაზღვევის ხელშეკრულების ფარგლებში, ზოგიერთი კატეგორიის პერსონალური მონაცემების მიმღები შესაძლოა იყოს:
როგორ ხდება მომხმარებლის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გამოყენება
მომხმარებლის შესახებ ჩვენთან არსებული ინფორმაცია, მისი სურვილის შემთხვევაში, შესაძლოა, გამოყენებულ იქნეს შესაბამისი დაზღვევის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ფარგლებში, დამატებითი კომფორტის შესაქმნელად. კერძოდ, ელ-ფოსტის ან სატელეფონო მოკლე ტექსტური შეტყობინების გზით, შესაძლოა გაიგზავნოს შემდეგი სახის ინფორმაცია: ვადამოსული პრემიის გადახდის შესახებ, სადაზღვევო პოლისის ვადის ამოწურვის შესახებ, პოლისის ვადის განახლების შესახებ, ახალი სადაზღვევო პროდუქტის შეთავაზების შესახებ, სერვისის გაუმჯობესების შესახებ.
მონაცემთა უსაფრთხოების შესახებ
ჩვენ ვიყენებთ უსაფრთხოების ტექნიკურ და ორგანიზაციულ ზომებს, რომელიც უზრუნველყოფს მონაცემთა დაცვას შემთხვევითი ან განზარახი უკანონო დამუშავების, დაკარგვის, განადგურების, შეცვლის, გამჟღავნების, მოპოვების ან გამოყენებისაგან. ვცდილობთ, ამ მიმართულებით, უსაფრთხოების ღონისძიებების მუდმივ დახვეწას და დამუშავებას.
თქვენი უფლებების შესახებ
„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენ უფლება გაქვთ:
თუ გსურთ კანონმდებლობით თქვენთვის მინიჭებული უფლების განხორციელება, ეს შესაძლებელია წერილობით, ზეპირად ან ელექტრონული ფოსტის მეშვეობით. გთხოვთ, თქვენი მოთხოვნის შესახებ, წერილობითი შეტყობინება (სახელის, გვარის და პოლისის ნომრის მითითებით) გამოგზავნოთ მისამართზე: ქ. თბილისი, ალ. ყაზმეგის გამზ. #24ბ, დაგვიკავშირდით ცხელ ხაზზე (+995 32 242 22 22) ან მოგვწეროთ ამის შესახებ შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე: info@tbcinsurance.ge
ცვლილებები მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში
ვიტოვებთ უფლებას, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ ფარგლებში, დროდადრო შევიტანოთ ცვლილებები წინამდებარე მონაცემთა დაცვის პოლიტიკის დოკუმენტში.
a