facebook logo

საინფორმაციო ფურცელი

ავტომობილის დაზღვევა MO-002/17

საინფორმაციო ფურცელი

გამარჯობა

თქვენ ეცნობით ავტომობილის დაზღვევის ძირითად პირობებს. აღნიშნული საინფორმაციო ფურცელი არ შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას და იგი არ არის დაზღვევის ხელშეკრულების ტოლფასი. შესაბამისად. მისი გაცნობა არ წარმოშობს ჩვენს შორის სამართლებრივ შედეგებს.

ვინ არის მზღვეველი?

მზღვეველი ორგანიზაციაა სს „თიბისი დაზღვევა“ (ს/კ 405042804).

მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ; ცხელი ხაზი/ტელეფონი: (+995 32) 242 22 22.

 

დაზღვევის ხელშეკრულების სახე

წინამდებარე საინფორმაციო ფურცელი შეიცავს ავტომობილის დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თქვენს მიერ შესაბამისი დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, გადმოგეცემათ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი „პოლისი“, რომელიც მასში მითითებულ დაზღვევის პირობებთან ერთად, წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას. პოლისში მითითებული დაზღვევის დეტალური პირობების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე www.tbcinsurance.ge. თქვენს მიერ დაზღვევის შეძენა გულისხმობს, რომ დაეთახმეთ საიტზე განთავსებულ და პოლისში მითითებულ საზღვევის პირობებს #MO-002/17.
 

რა არის დაზღვეული?

ავტომობილის დაზღვევა შედგება სამი სექციისაგან:

  1. ავტომობილის ძარის დაზღვევისას - ანაზღაურდება ავტომობილის როგორც სრული, ისე ნაწილობრივი დაზიანება, თქვენ მიერ შერჩეული და პოლისში მითითებული ფრანშიზის ოდენობის გამოკლებით;
  2. მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისას - ანაზღაურდება დაზღვეული ავტომობილის მართვისას, მესამე პირისათვის ან მის ქონებისათვის მიყენებული ზიანი;
  3. მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევისას - ანაზღაურდება ავარიის შედეგად დაზღვეულ ავტომობილში მყოფი მძღოლისა და მგზავრების ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანი.

 

რომელ ქვეყნებში ვრცელდება დაზღვევა?

 

რისგან ხართ დაზღვეული?

ავტომობილის დაზღვევის პირობებით, ანაზღაურდება დაზღვეული ავტომობილისთვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია ქვემოთ მითითებული სადაზღვევო რისკებით:

 

თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის შესახებ:

დაზღვევის შესაძენად, უნდა გადაიხადოთ სადაზღვევო პრემია, თქვენს მიერ შერჩეული და მზღვეველთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, რასაც ასახული იქნება პოლისში. თქვენი ფინანსური თანამონაწილეობა, ასევე შესაძლოა განისაზღვროს ფრანშიზის ოდენობით, რომლის არსებობა და ოდენობა შერჩეული იქნება თქვენს მიერ და დაფიქსირდება პოლისში. ასეთ შემთხვევაში, თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე გასაცემ ანაზღაურებას დააკლდება სადაზღვევო პოლისში მითითებული ფრანშიზის ოდენობა.

 

როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი?

სადაზღვევო პოლისი აქტიურდება პოლისში მითითებული პერიოდის დასაწყისი დღის 24 საათზე, თუ პოლისით განსაზღვრული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია გადახდილია სრულად და ავტომობილი მზღვეველის მიერ არის დასურათებული (სურათების გადასაღებად პოლისის შეძენისთანავე უნდა მიმართოთ თიბისი ბანკის ნებისმიერ ფილიალს ან დაუკავშირდეთ მზღვეველს ცხელ ხაზზე).

 

რა არ ანაზღაურდება?

ავტომობილის ძარის დაზღვევისას არ ანაზღაურდება, თუ:

მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისას, ზემოთ ჩამოთვლილ გამონაკლისებთან ერთად, ასევე არ ანაზღაურდება, თუ:

მძღოლისა და მგზავრების დაზღვევა უბედური შემთხვევისაგან, ზემოთ ჩამოთვლილ გამონაკლისებთან ერთად, ასევე არ ანაზღაურდება, თუ:

 

ამომწურავი/დეტალური ჩამონათვალი იმ შემთხვევებისა, რომელიც არ ანაზღაურდება, იხილეთ  დაზღვევის პირობების I ნაწილის A7, B4, C3 პუქნტებში და II ნაწილის პირველ პუნქტში (საერთო გამონაკლისები).

 

როგორ უნდა მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას:

 

ანაზღაურების ძირითადი პირობები

დაზღვევის პერიოდში, ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება პოლისში მითითებული სადაზღვევო თანხის ლიმიტით. იმ შემთხვევაში, თუ ზიანის დადგომისას სადაზღვევო თანხა ნაკლებია ავტომობილის საბაზრო ღირებულებაზე, გამოიყენება ხელშეკრულებით განსაზღრული ანაზღაურების პროპორციული მეთოდი.

 

რამდენ დღეში ანაზღაურდება ზიანი?

ზიანის ანაზღაურება მოხდება ჩვენს შორის ზიანის ოდენობაზე წერილობითი შეთანხმების გაფორმებიდან 5  (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

 

რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს დაზღვევა?

დაზღვევა შეიძლება შეწყდეს, როგორც თქვენი, ისე სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნით, ნებისემიერ დროს, ინიციატორი მხარის მიერ, მეორისთვის დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ ვადაში წერილობითი შეტყობინების გზით ან დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში და წესით.

დაზღვევა ასევე  შეწყდება, თუ თქვენ არ იხდით სადაზღვევო პრემიას  და პოლისში მითითებული გადახდის თარითიდან გადაცილებულია 30 კალენდარული დღე.

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვა:

დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: 242 22 22.

თქვენს შეტყობინებას განიხილავს ხარისხის მართვის განყოფილება, შეტყობინების დაფიქსირებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

 

მონაცემთა დაცვა:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალი ყველა ზარი იწერება.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დაზღვევის პირობებში მითითებული მიზნებისთვის.

 

ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ:

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

მისამართი: ქ. თბილისი, აბულაძის ქ. #34

 

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!