facebook logo

საინფორმაციო ფურცელი

კრიტიკული დაავადებებისგან დაზღვევა TBCCI/02/18-a

საინფორმაციო ფურცელი

გამარჯობა

თქვენ ეცნობით კრიტიკული დაავადებებისგან დაზღვევის ძირითად პირობებს. აღნიშნული საინფორმაციო ფურცელი არ შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას და იგი არ არის დაზღვევის ხელშეკრულების ტოლფასი. შესაბამისად, მისი გაცნობა არ წარმოშობს ჩვენს შორის სამართლებრივ შედეგებს.


 

ვინ არის მზღვეველი?

მზღვეველი ორგანიზაციაა სს „თიბისი დაზღვევა“ (ს/კ 405042804). 

მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ; ცხელი ხაზი/ტელეფონი: (+995 32) 242 22 22.


 

დაზღვევის ხელშეკრულების სახე

წინამდებარე საინფორმაციო ფურცელი შეიცავს კრიტიკული დაავადებებისაგან დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თქვენ მიერ შესაბამისი დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, გადმოგეცემათ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი „პოლისი“, რომელიც მასში მითითებულ დაზღვევის პირობებთან ერთად, წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას. პოლისში მითითებული დაზღვევის დეტალური პირობების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე www.tbcinsurance.ge. თქვენს მიერ დაზღვევის შეძენა გულისხმობს, რომ დაეთახმეთ საიტზე განთავსებულ და პოლისში მითითებულ დაზღვევის პირობებს #TBCCI-02-18a


 

რისგან ხართ დაზღვეული?

დაზღვეული რისკებია: სადაზღვევო პერიოდში, 3 თვიანი მოცდის პერიოდის ამოწურვის შემდგომ დიაგნოსტირებული ავთვისებიანი სიმსივნე, თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნე, მიოკარდიუმის ინფარქტი, აორტო-კორონარული შუნტირების საჭიროება, ინსულტი, დამბლა, სიბრმავე.


 

რა არის მოცდის პერიოდი?

მოცდის პერიოდი - პერიოდი, რომლის განმავლობაშიც სადაზღვევო ხელშეკრულებით დაფარული კრიტიკული დაავადების დიაგნოსტირების შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურება არ ექვემდებარება გაცემას.  წინამდებარე პირობებით, მოცდის პერიოდი შეადგენს პირველ 90 (ოთხმოცდაათი) დღეს სადაზღვევო ხელშეკრულების ძალაში შესვლიდან.


 

რომელ ქვეყნებში ვრცელდება დაზღვევა?

დაზღვევა ვრცელდება მთელსმსოფლიოში.


 

როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი?

სადაზღვევო პოლისი აქტიურდება პოლისში მითითებული პერიოდის დასაწყისი დღის 24 საათზე, თუ პოლისით განსაზღვრული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია გადახდილია სრულად.


 

როგორ უნდა მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას:


 

რა არ ანაზღაურდება?

ზოგადი გამონაკლისები

სადაზღვევო ანაზღაურება არ ექვემდებარება გაცემას, თუ კრიტიკული დაავადება, პირდაპირ ან არაპირდაპირ, გამოწვეულია/დაკავშირებულია  შემდეგ/ი მოვლენებით/მოვლენებთან:

ავთვისებიანი ინვაზიური სიმსივნის გამონაკლისებს წარმოადგენს:

ავთვისებიანი სიმსივნის პრე-ინვაზიურ სტადიაზე გამონაკლისებს წარმოადგენს:

თავის ტვინის კეთილთვისებიანი სიმსივნის გამონაკლისებს წარმოადგენს: ცისტა, გრანულომა, სისხლძარღვოვანი ანომალია, ჰემატომა, აბსცესი, ზურგის ტვინის სიმსივნე, 10 მმ-ზე ნაკლები ზომის პიტუიტარული ჯირკვლის სიმსივნე

მიოკარდიუმის ინფარქტის მიმართებაში გამონაკლისს წარმოადგენს არასტაბილური სტენოკარდია.

აორტო-კორონარული შუნტირების მიმართებაში გამონაკლისს წარმოადგენს კანის ზედაპირიდან შეჭრით კორონარული ჩარევები, როგორიცაა ანგიოპლასტიკა და ნებისმიერი სხვა კათეტერების ან ლაზერის გამოყენებით ინტრა-არტერიული ჩარევები.

ინსულტის გამონაკლისებს წარმოადგენს:

დაზღვევამდე არსებული დაავადებების/მდგომარეობების გამონაკლისები დაზღვეული შვილების შემთხვევაში:

მშობლის პოლისით დაზღვეუილი შვილის/ების შემთხვევაში, წინამდებარე პირობებით არ იფარება დაზღვევამდე არსებული დაავადებები:

ალტერნატიული სამედიცინო დასკვნა არ მზადდება, თუ:


 

რამდენ დღეში გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება?

სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღეში. 


 

რა შემთხვევაში და როგორ შეიძლება შეწყდეს დაზღვევა?

დაზღვევა ავტომატურად წყდება:

თუ ანაზღაურება სადაზღვევო თანხის 100%-ის ოდენობით გაიცა დაზღვეულის შვილზე/შვილებზე, სადაზღვევო პოლისი აგრძელებს მოქმედებას, მაგრამ სადაზღვევო დაფარვა ამ კონკრეტული შვილის/შვილების მიმართებაში წყდება და არ ექვემდებარება განახლებას.


 

მომხმარებელთა უფლებების დაცვა:

დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: 2 42 22 22 ან ელექტრონული ფორმით ჩვენი ვებ გვერდიდან: www.tbcinsurance.ge. ასევე, შეგიძლიათ თქვენი საკითხი დააფიქსიროთ ჩვენს წარმომადგენელთან, მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 24ბ. II სართული. თქვენს შეტყობინებას განიხილავს სატელეფონო ცენტრისა და ხარისხის მართვის განყოფილება, შეტყობინების დაფიქსირებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.


 

მონაცემთა დაცვა:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალი ყველა ზარი იწერება.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დაზღვევის პირობებში მითითებული მიზნებისთვის.


 

ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ:

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

მისამართი: ქ. თბილისი, აბულაძის ქ. #34


 

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!