facebook logo

საინფორმაციო ფურცელი

ავტოპასუხისმგებლობა TBCI/MTPL-DIGITAL-01/18

საინფორმაციო ფურცელი

გამარჯობა

თქვენ ეცნობით მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის (შემდგომში ტექსტში „ავტოპასუხისმგებლობის“) დაზღვევის ძირითად პირობებს. გაითვალისწინეთ, რომ აღნიშნული საინფორმაციო ფურცელი არ შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას და იგი არ არის დაზღვევის ხელშეკრულების ტოლფასი. შესაბამისად, მისი გაცნობა არ წარმოშობს ჩვენს შორის სამართლებრივ შედეგებს.

 

ვინ არის მზღვეველი?

მზღვეველი ორგანიზაციაა სს „თიბისი დაზღვევა“ (ს/კ 405042804).

მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ; ცხელი ხაზი/ტელეფონი: (+995 32) 242 22 22.

 

დაზღვევის ხელშეკრულების სახე

წინამდებარე საინფორმაციო ფურცელი შეიცავს ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თქვენს მიერ შესაბამისი დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი „პოლისი“ გამოგეგზავნებათ თქვენს მიერ მითითებულ ელ-ფოსტის მისამართზე, რომელიც მასში მითითებულ დაზღვევის პირობებთან ერთად, წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას. თუ პოლისს ვერ მიიღებთ, გთხოვთ დაგვიკავშირდეთ ზემოთ მითითებულ ტელეფონის ნომერზე. პოლისში მითითებული დაზღვევის დეტალური პირობების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ-გვერდზე www.tbcinsurance.ge. თქვენს მიერ დაზღვევის შეძენა გულისხმობს, რომ დაეთანხმეთ საიტზე განთავსებულ და პოლისში მითითებულ დაზღვევის პირობებს. გთხოვთ, დაზღვევის პირობები ასევე გააცნოთ უფლებამოსილ მძღოლებს.

 

რა არის დაზღვეული?

დაზღვეულია უფლებამოსილი მძღოლის მიერ, პოლისში მითითებული ავტომობილის მართვისას, მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებული ზიანი.

 

როგორ უნდა მოიქცეთ ავარიის დროს?

რა არ ანაზღაურდება?

პოლისში მითითებული ავტომობილის მართვისას, სხვისთვის მიყენებული ზიანი არ ანაზღაურდება შემდეგ შემთხვევებში:

 

როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი?

პოლისი აქტიურდება პოლისში მითითებული პერიოდის დასაწყისი დღის 24:00 საათზე, თუ პოლისით განსაზღვრული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია გადახდილია სრულად და ძალაშია 1 წლის განმავლობაში, პოლისში მითითებულ პერიოდში.

 

რომელ ქვეყნებში ვრცელდება დაზღვევა?

თქვენ დაზღვეული იქნებით საქართველოს ტერიტორიაზე (გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა).

 

თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის შესახებ:

დაზღვევის შესაძენად, უნდა გადაიხადოთ სადაზღვევო პრემია, რომლის ოდენობა ასახულია პოლისში. თქვენი ფინანსური თანამონაწილეობა, ასევე შესაძლოა განისაზღვროს ფრანშიზის ოდენობით, რომლის არსებობა და ოდენობა ფიქსირდება პოლისში.

 

რამდენ დღეში ანაზღაურდება ზარალი?

ზიანის ანაზღაურება მოხდება ჩვენს შორის ზიანის ოდენობაზე წერილობითი შეთანხმების გაფორმებიდან 5  (ხუთი) სამუშაო დღის განმავლობაში.

 

რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს დაზღვევა?

დაზღვევა შეიძლება შეწყდეს, როგორც თქვენი ასევე სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნით, ინიციატორი მხარის მიერ, მეორისთვის წერილობითი შეტყობინების გაგზავნის გზით ან დაზღვევის პირობებით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. თქვენ შეგიძლიათ მოითხოვოთ თქვენს მიერ გადახდილი პრემიის უკან დაბრუნება, სადაზღვევო ხელშეკრულებაში გაწერილი წესის შესაბამისად. დაზღვევა ასევე  შეწყდება, თუ თქვენ არ იხდით სადაზღვევო პრემიას  და პოლისში მითითებული გადახდის თარიღიდან გადაცილებულია 30 კალენდარული დღე.

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვა:

დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: 242 22 22. თქვენს შეტყობინებას განიხილავს ხარისხის მართვის განყოფილება, შეტყობინების დაფიქსირებიდან 10 (ათი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

მონაცემთა დაცვა:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალი ყველა ზარი იწერება.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დაზღვევის პირობებში მითითებული მიზნებისთვის.

 

ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ:

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

მისამართი: ქ. თბილისი, აბულაძის ქ. #34

 

 

                                                                                        გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!