facebook logo

დაზღვევის პირობები

თიბისის და ვისოლის ერთობლივი აქცია

ავტოპასუხისმგებლობისა და მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისგან დაზღვევის პირობები # Wissol-001/19

 

ტერმინთა განმარტება

წინამდებარე დაზღვევის მიზნებისათვის, მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ ქვემოთ მოცემული მნიშვნელობები:

დამზღვევი - სს "ვისოლ პეტროლიუმ ჯორჯია";

მზღვეველი - სს „თიბისი დაზღვევა“;

ბანკი - სს ‘’თიბისი ბანკი’’

დაზღვეული - სს „თიბისი ბანკის“ ნებისმიერი პლასტიკური ბარათის მფლობელი ფიზიკური პირი, გარდა ევროკავშირის რეზიდენტი პირისა, რომელიც 1 (ერთი) კალენდარული თვის განმავლობაში აღნიშნული ბარათ(ებ)ით დამზღვევის ავტოგასამართი სადგურების ქსელში განახორციელებს 250 ( ორასორმოცდაათი) ლარის ან მეტის ოდენობის ტრანზაქციებს (შეიძენს საწვავს ან/და ბუნებრივ აირს);

მოსარგებლე - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც უფლებამოსილია მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება წინამდებარე დაზღვევის პირობების საფუძველზე; დაზღვევის ხელშეკრულება - ღია პოლისი წინამდებარე დაზღვევის პირობებთან ერთად წარმოადგენს ერთიან დაზღვევის ხელშეკრულებას

ელექტრონული სადაზღვევო პოლისი - მზღვეველის მიერ საკუთარ პროგრამაში დარეგისტრირებული დოკუმენტი, რომელიც შეიცავს ინფორმაციას სადაზღვევო დაფარვის დეტალების შესახებ და რომლის არსებობის შესახებაც დაზღვეულ პირს მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ბანკის მიერ ეგზავნება შეტყობინება.

სადაზღვევო პერიოდი - ერთ თვიანი პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ძალაშია სადაზღვევო დაფარვა.

სადაზღვევო თანხა/ანაზღაურების ლიმიტი - სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში ასანაზღაურებელი თანხის მაქსიმალური ჯამური ლიმიტი, რომელიც თითოეული სახეობისთვის განისაზღვრება ცალ-ცალკე; 

საბაზრო ღირებულება - მესამე პირის დაზიანებული ქონების /მისი ცალკეული ნაწილის იდენტური მახასიათებლების მქონე ნივთის ღირებულება საქართველოს ბაზარზე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის მომენტისთვის; 

აღდგენის ღირებულება - სადაზღვევო შემთხვევით დაზიანებული ქონების აღსადგენად საჭირო სამუშაოების, აუცილებელი მასალებისა და სათადარიგო ნაწილების საბაზრო ღირებულება; 

დაზღვევის ტერიტორია - საქართველოს მთელ ტერიტორია, გარდა ოკუპირებული ტერიტორიებისა; 

სადაზღვევო შემთხვევა - ავტოსაგზაო შემთხვევით გამოწვეული მოვლენა, რომლის შედეგადაც დამდგარი ზარალი, წინამდებარე პირობების გათვალისწინებით, ექვემდებარება ანაზღაურებას; 

სადაზღვევო ანაზღაურება - თანხა, რომელიც სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას უნაზღაურდება მოსარგებლეს, დაზარალებულს ან მის მემკვიდრეს; 

სადაზღვევო პრემია - დამზღვევის მიერ გადასახდელი სადაზღვევო შესატანი/დაზღვევის ღირებულება, რომლის ოდენობა და გადახდის წესი მითითებულია ღია პოლისში. 

მესამე პირი - ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომლის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან ქონებას მიადგა ზიანი დაზღვეულის მიერ ავტოტრანსპორტის ექსპლუატაციის შედეგად 

ავტოსაგზაო შემთხვევა - დაზღვეულის მიერ ავტოტრანსპორტის გზაზე, ეზოში, ავტოფარეხში ან ავტოსადგომზე მოძრაობისას, მისივე მონაწილეობით წარმოქმნილი შეჯახება, რომლის დროსაც დაშავდა ან დაიღუპა ადამიანი, დაზიანდა სატრანსპორტო საშუალება, ტვირთი, ნაგებობა ან სხვა ქონება

საერთო პირობები

წინამდებარე დაზღვევის პირობები (შემდგომში „დაზღვევის პირობები“) მოიცავს დაზღვევის 2 სექციას: 

       სექცია A: მესამე პირის წინაშე ავტომფლობელის პასუხისმგებლობის დაზღვევა (MTPL); 

       სექცია B: მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა (MPA); 

დაზღვევის პირობები წარმოადგენს დაზღვევის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და დამოუკიდებლად იურიდიული ძალა არ გააჩნია.

სექცია A. მესამე პირის წინაშე ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევა (MTPL)

A.1 დაზღვევა ითვალისწინებს დაზღვეულის მიერ, სადაზღვევო პერიოდში, მსუბუქი ავტოტრანსპორტის მართვის შედეგად, მესამე პირის სიცოცხლის, ჯანმრთელობის ან ქონებისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას. 

A.2 სადაზღვევო ანაზღაურება:

მზღვეველი, წინამდებარე სექციის A.3.1 ით განსაზღვრული სადაზღვევო თანხის ფარგლებში, დაზღვევის ხელშეკრულებისა და საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, აანაზღაურებს: 

        A.2.1 დაზარალებული პირისათვის გადასახდელ კომპენსაციას, რომელიც დაეკისრა დაზღვეულს კანონიერ   ძალაში შესული სასამართლოს გადაწყვეტილების ძალით (გარდა დაზღვეულის წინააღმდეგ სასამართლოს მიერ მიღებული დაუსწრებელი გადაწყვეტილების ან/და მის მიერ სარჩელის ცნობისა); 

       A.2.2 სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, მესამე პირისათვის მიყენებული ზიანის კომპენსაციას, თუ მისი ოდენობა და გარემოებები მზღვეველთან წერილობით იქნება შეთანხმებული და თუ დაზარალებული წერილობით დაადასტურებს, რომ მას არ გააჩნია არავითარი პრეტენზია სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით; 

       A.2.3 მზღვეველთან წერილობით შეთანხმებულ სასამართლო თუ სასამართლოს გარეშე ხარჯებს, ასევე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის გარემოებებისა და ზარალის ოდენობის დადგენის ხარჯებს სადაზღვევო თანხის 20%-ის ფარგლებში; 

       A.2.4 სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შედეგად დაზარალებული პირების სიცოცხლის ან/და ქონების გადასარჩენად, ან ზიანის შესამცირებლად გაწეულ მიზანშეწონილ ხარჯებს, ამასთან გაწეული ხარჯები არ უნდა აჭარბებდეს ზარალის სავარაუდო ოდენობას.

     A.2.5 მესამე პირის გარდაცვალების ან ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის შემთხვევაში:

        დადგენილი ლიმიტის ფარგლებში მზღვეველი აანაზღაურებს:          

      A.2.5.1 დაზარალებულისთვის გაწეული გადაუდებელი სამედიცინო დახმარების ხარჯებს, რომელიც      დასტურდება შესაბამისი ფინანსური და სამედიცინო დოკუმენტებით;
     A.2.5.2 დაზარალებულის შრომისუნარიანობის სრული ან ნაწილობრივი შეზღუდვის შემთხვევაში, დაზარალებულის მიერ დაკარგულ, დოკუმენტურად დადასტურებულ შემოსავალს, მაგრამ არაუმეტეს სადაზღვევო შემთხვევამდე 12 (თორმეტი) კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ასეთი სახის ჯამური შემოსავლისა; 
     A.2.5.3 დამატებით ხარჯებს, რომელიც გამოწვეულია ჯანმრთელობის დაზიანებით, მათ შორის მკურნალობის, დამატებითი კვების, მედიკამენტების, პროტეზირების, ზედამხედველობისა და მოვლის, სპეციალური სატრანსპორტო საშუალების შეძენის, პროფესიული გადამზადების ხარჯებს სადაზღვევო თანხის 20%-ის ფარგლებში. იმ შემთხვევაში თუ აღნიშნული დამატებითი ხარჯების დაფარვა არ ხდება სახელმწიფო, სამედიცინო თუ სხვა უფლებამოსილი ორგანოს მიერ. 
     A.2.5.4 დოკუმენტურად დადასტურებულ შემოსავლს, რომელსაც დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში დაკარგავენ მის კმაყოფაზე მყოფი შრომისუუნარო პირები ან პირები, რომლებსაც ჰქონდათ უფლება მიეღოთ მისგან სარჩო რეგულარული გადახდის სახით, მაგრამ არაუმეტეს სადაზღვევო შემთხვევამდე 12 (თორმეტი) კალენდარული თვის განმავლობაში მიღებული ასეთი სახის ჯამური შემოსავლისა.

 

A.2.6 მესამე პირის ქონებისთვის მიყენებული ზიანის შემთხვევაში:

დადგენილი ლიმიტის ფარგლებში მზღვეველი აანაზღაურებს: 
      
  A.2.6.1 ქონების სრული განადგურებისას - განადგურებული ქონების საბაზრო ან აღდგენის ღირებულებას  ქონების ნარჩენი ღირებულების გამოქვითვით; 

A.2.6.2 ქონების ნაწილობრივი დაზიანებისას – დაზიანებამდე არსებულ მდგომარეობამდე მისაყვანად საჭირო შეკეთების/აღდგენის ხარჯებს.

A.3 ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა

A.3.1 ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი/სადაზღვევო თანხა თითოეული პოლისისთვის განისაზღვრება 2, 500 ( ორი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით და მცირდება ყოველი ანაზღაურებული ზარალის ოდენობით

A.3.2 ერთი შემთხვევის შედეგად რამდენიმე პირის დაზიანების შემთხვევაში, შემთხვევა განიხილება როგორც ერთი სადაზღვევო შემთხვევა. თუ ესეთ შემთხვევაში დაზღვეულზე დაკისრებული ჯამური პასუხისმგებლობის ოდენობამ გადააჭარბა პოლისში ერთი ავტოტრანსპორტისთვის განსაზღვრულ პასუხისმგებლობის ლიმიტს, ანაზღაურება თითოეულ დაზარალებულ მხარეს შორის გადანაწილდება პროპორციულად, საერთო ზარალში მათი ზარალის წილის შესაბამისად, თუ მხარეები სხვაგვარად არ შეთანხმდებიან.

A.4 მესამე პირის წინაშე ავტომფლობელის სამოქალაქო პასუხისმგებლობის (MTPL) დაზღვევასთან დაკავშირებული გამონაკლისები: ანაზღაურებას არ ექვემდებარება:

A.4.1 შემთხვევა, როდესაც დაზარალებულ პირს წარმოადგენს დაზღვეული, დაზღვეულის ოჯახის წევრი ან იმ ავტოტრანსპორტში მყოფი მგზავრები, რომელსაც მართავდა დაზღვეული;

A.4.2 დაზღვეულის საკუთრებაში/მფლობელობაში არსებული ქონებისთვის მიყენებული ზიანი;

A.4.3 იმ ავტომობილისთვის მიყენებული ზიანი, რომელსაც მართავდა დაზღვეული;

A.4.4 მზღვეველთან წერილობითი თანხმობის გარეშე, მესამე პირის წინაშე აღიარებული პასუხისმგებლობა და გაწეული ხარჯები;

A.4.5 მესამე პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესება/გარდაცვალება სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 12 (თორმეტი) კალენდარული თვის გასვლის შემდეგ;

A.4.6 წმინდა ფინანსური ზარალი, როდესაც არ იკვეთება მესამე პირის ქონების და/ან ჯანმრთელობის დაზიანება /განადგურება;

A.4.7 საქართველოს ფარგლებს გარეთ მომხდარი შემთხვევები, მიუხედავად პოლისში მითითებული ტერიტორიული დაფარვისა (თუ პოლისით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული);

A.4.8 საერთო გამონაკლისებში ჩამოთვლილი შემთხვევებით გამოწვეული ზარალი.

სექცია B. მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევისაგან დაზღვევა (MPA)

B.1 დაზღვევა ითვალისწინებს, სადაზღვევო პერიოდში, დაზღვეულის მიერ ავტოტრანსპორტის მართვისას გამოწვეული ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, აღნიშნული ავტოტრანსპორტის მძღოლისა ან/და მგზავრების სიცოცხლის/ჯანმრთელობის მიყენებული ზარალის ანაზღაურებას. 

B.2 სადაზღვევო ანაზღაურება 

მზღვეველი, წინამდებარე სექციის B.3.1 პუნქტით განსაზღვრული სადაზღვევო თანხისა და ერთ პირზე განსაზღვრული ქველიმიტის ფარგლებში, საქართველოს კანონმდებლობის გათვალისწინებით, აანაზღაურებს სადაზღვევო შემთხვევის შედეგად გამოწვეულ შემდეგ ხარჯებს:

B.2.1 გადაუდებელი ამბულატორიული მკურნალობის და საავადმყოფომდე მიყვანის ხარჯებს, რომელიც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტაციით. 

B.2.2 შესაბამისი დოკუმენტაციით დადასტურებულ საავადმყოფოში მკურნალობისა და ყოფნის ხარჯებს, მაგრამ არაუმეტეს ერთ პირზე განსაზღვრული ქველიმიტის 20%-ისა.

B.2.3 დაზარალებულის ქმედუნარიანობის შეზღუდვის შემთხვევაში:

კომპენსაციას ქვემოთ მოყვანილი საკომპენსაციო ცხრილის მიხედვით, სადაც 100%-ით ანაზღაურება შეესაბამება ერთ პირზე განსაზღვრულ ქველიმიტს (უკვე ანაზღაურებული და/ან მის მკურნალობაზე უკვე გაწეული ხარჯების გამოქვითვით);

ა) შეზღუდვის მკვეთრად გამოხატული ხარისხისას   100%; 

ბ) შეზღუდვის მნიშვნელოვნად გამოხატული ხარისხისას   60%; 

გ) შეზღუდვის ზომიერად გამოხატული ხარისხისას   30%;

B.2.4 დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში:
ანაზღაურდება ერთ პირზე განსაზღვრული ქველიმიტის 100%, უკვე ანაზღაურებული და/ან მის მკურნალობაზე უკვე გაწეული ხარჯების გამოკლებით; სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა გარდაცვლილის მემკვიდრეზე.

B.3 ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა

C.3.1 დაზღვევის ამ სექციისათვის/სახეობისათვის ასანაზღაურებელი თანხა, შემთხვევების რაოდენობისა და ზარალის მოცულობის მიუხედავად, არ უნდა აღემატებოდეს 2,500 ( ორი ატას ხუთას) ლარს და ქველიმიტს ერთ პირზე. ქველიმიტი ერთ პირზე განისაზღვრება დაზღვეულ ავტოტრანსპორტში ადგილების რაოდენობის მიხედვით, კერძოდ ჯამური ლიმიტი გაიყოფა ავტოსაგზაო შემთხვევის მონაწილე ავტოტრანსპორტის დასასხდომი ადგილების (მძღოლის ადგილის ჩათვლით) რაოდენობაზე, თუ პოლისით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.

B.4 მძღოლისა და მგზავრების უბედური შემთხვევის დაზღვევასთან (MPA) დაკავშირებული გამონაკლისები:

ანაზღაურებას არ ექვემდებარება:

C.4.1 თუ მძღოლი ან/და მგზავრები გარდაიცვალნენ ან მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 12 (თორმეტი) კალენდარული თვის შემდეგ;

C.4.2 დაზღვევის ტერიტორიის გარეთ მომხდარი შემთხვევები;

C.4.3 საერთო გამონაკლისებში ჩამოთვლილი შემთხვევებით გამოწვეული ზარალი.

ზოგადი პირობები

1. მხარეთა უფლებები და ვალდებულებები

1.1. დაზღვეული ვალდებულია:

1.1.1 მიიღოს ობიექტურად შესაძლო ყველა ზომა ზიანის მოცულობის მაქსიმალურად შესამცირებლად; 

1.1.2 დაუყოვნებლივ შეატყობინოს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი უწყების, შეტყობინების ან გზავნილის შესახებ; 

1.1.3 დაუყოვნებლივ აცნობოს მზღვეველს ავტოსატრანსპორტო შემთხვევასთან დაკავშირებით მის წინააღმდეგ აღძრული ნებისმიერი სარჩელის თაობაზე და სამართლებრივ პროცედურებზე, აგრეთვე, ნებისმიერ გაცხადებულ ან პოტენციურ/შესაძლო პრეტენზიაზე; 

1.1.4 არ აიღოს საკუთარ თავზე სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობა მზღვეველთან წერილობითი შეთანხმების გარეშე; 

1.1.5 მიაწოდოს მზღვეველს ზარალის დარეგულირებისათვის საჭირო შესაბამისი ინფორმაცია და დოკუმენტაცია ოფიციალური ან სახელმწიფო ორგანოებიდან. ასევე მისცეს მზღვეველს უფლება, მისი სახელით წარმართოს და გააკონტროლოს ზარალის დარეგულირების პროცესი; 

1.1.6 არ დაიწყოს დაზიანებული ავტოტრანსპორტის შეკეთება მზღვეველთან შეუთანხმებლად; 

1.1.7 გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი გზა, რათა უზრუნველყოს სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტზე ხელმოწერა პოლისით გათვალისწინებული მოსარგებლის მიერ, მზღვეველის მხრიდან შეტყობინების მიღებიდან და ასანაზღაურებელ თანხაზე შეთანხმებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.

1.1.8 სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას: 

i) დაუყოვნებლივ დაუკავშირდეს მზღვეველს ცხელ ხაზზე (2 42 22 22) და მიაწოდოს სრული ინფორმაცია სადაზღვევო შემთხვევის შესახებ; 

ii) დაუყოვნებლივ გამოიძახოს საპატრულო პოლიცია (112); 

iii) არ გადააადგილოს ავტოტრანსპორტი და არ მიატოვოს შემთხვევის ადგილი საპატრულო პოლიციის და მზღვეველის წარმომადგენლის მისვლამდე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც აღნიშნული მოთხოვნილია საპატრულო პოლიციის მიერ; 

iv) სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა წარუდგინოს მზღვეველს შემდეგი დოკუმენტები:

> ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო მოწმობა; 

> საკუთარი მართვის და პირადობის მოწმობები, ასევე საკუთარი ალკოჰოლური თრობის ფაქტის დადგენის თაობაზე სამედიცინო შემოწმების ოქმი ან/და ალკოტესტით შემოწმების დამადასტურებელი დოკუმენტი; 

> შემთხვევის დადგომის დამადასტურებელი დოკუმენტები კომპეტენტური ორგანოებიდან (ავტოსაგზაო შემთხვევის დროს - შემთხვევის ადგილი და თარიღი, შემთხვევის ყველა მონაწილის ვინაობა, შემთხვევის მოხდენაზე პასუხისმგებელი პირ(ებ)ი, საგზაო შემთხვევის სქემა, აგრეთვე, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა გარემოებები; თუ სადაზღვევო შემთხვევის დადგომა გამოწვეულია მესამე პირის ქმედებით, მზღვეველს დამატებით წარუდგინოს ინფორმაცია ასეთი მესამე პირის შესახებ, კერძოდ: სახელი, გვარი, მისამართი, საკონტაქტო ტელეფონის ნომერი;

v) მესამე პირებისათვის ზიანის მიყენებისას წარმოადგინოს:

> შეტყობინება დაზარალებული მესამე პირ(ებ)ის მიერ პრეტენზიის წაყენების შესახებ;

> მესამე პირის ქონების და/ან სიცოცხლისათვის/ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია.

> მესამე პირის ქონების და/ან ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია (დოკუმენტები სამედიცინო დაწესებულებიდან - გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები, სამედიცინო ჩანაწერები (ფორმა N100) და გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები, სპეციალისტთა კონსულტაციების, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების პასუხები/დასკვნები და ა.შ.);

> მოსარგებლის პირადობის მოწმობის ასლი (ხოლო იურიდიული პირის შემთხვევაში დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი);

> ქონების დაზიანების შემთხვევაში, დოკუმენტი რომელიც ადასტურებს მესამე პირის საკუთრების უფლებას დაზიანებულ ქონებაზე.

> გარდაცვალების შემთხვევაში - გარდაცვალების მოწმობა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გარდაცვალების შესახებ;

> თუ მესამე პირის გარდაცვალების გამო ან სხვა მიზეზთა გათვალისწინებით, სადაზღვევო ანაზღაურებას იღებს სხვა პირი, დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს მოსარგებლის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების მიღების უფლებამოსილებას (სამკვიდრო მოწმობა, რომელიც განსაზღვრავს მემკვიდრის წილს მამკვიდრებლის სამკვიდროში).

vi) მძღოლისა და მგზავრების დაზიანების შემთხვევაში წარმოადგინოს:

> მგზავრების (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები;

> ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებასთან და მკურნალობასთან დაკავშირებული ყველა სახის ინფორმაცია და დოკუმენტაცია (დოკუმენტები სამედიცინო დაწესებულებიდან - გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტები, სამედიცინო ჩანაწერები (ფორმა N100) და გაწეული მომსახურების დამადასტურებელი დოკუმენტების დედნები, სპეციალისტთა კონსულტაციების, ლაბორატორიულ-ინსტრუმენტული კვლევების პასუხები/დასკვნები და ა.შ.);

> ქმედუნარიანობის შეზღუდვის შემთხვევაში - „შესაბამისი კომპეტენტური ორგანოს მიერ გაცემული დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება ქმედუნარიანობის შეზღუდვის ფაქტი.“

> გარდაცვალების შემთხვევაში - გარდაცვალების მოწმობა, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა გარდაცვალების შესახებ, მემკვიდრეობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მემკვიდრის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;

vii) აუცილებლობის შემთხვევაში მზღვეველი უფლებამოსილია დაზღვეულისაგან/დაზარებულისაგან მოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია/დოკუმენტაცია.

1.2. მზღვეველი უფლებამოსილია:

1.3.1 მოითხოვოს დაზღვეულის მიერ წარმოდეგნილი დოკუმენტაციის ორიგინალები; 

1.3.2 მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის შემთხვევაში, ანაზღაურების გაცემისთვის მოითხოვოს დაზღვეულისგან მესამე პირისთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე კანონიერ ძალაში შესული სასამართლო გადაწყვეტილება. 

1.3.3 სრული კონტროლი გაუწიოს დაზღვეულის მიმართ მესამე პირთა პრეტენზიის მოგვარებისათვის საჭირო, კანონით გათვალისწინებულ ყველა სახის პროცედურას; 

1.3.4 მიიღოს გადაწყვეტილება სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების ფორმასთან დაკავშირებით: 

ა) გასცეს ანაზღაურება სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტზე მოსარგებლის მატერიალური სახით განხორციელებული პირადი ხელმოწერის საფუძველზე, ან 

ბ) გასცეს ანაზღაურება მოსარგებელის მიერ სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტის ელექტრონული ფორმით გაცემული დასტურის საფუძველზე; ან 

გ) გასცეს ანაზღაურება მოსარგებელის მიერ სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტის შინაარსის (მათ შორის ანაზღაურების ოდენობის) სატელეფონო საუბრის გზით გაცემული დასტურის საფუძველზე. 

1.3.5 დაზღვეულის მიერ მზღვეველისთვის მიწოდებულ პრიორიტეტულ ტელეფონის ნომერზე მოახდინოს დაზღვეულთან კომუნიკაცია და სხვადასხვა მომსახურებების დისტანციურად გაწევა (მათ შორის ზარალის დარეგულირება და პოლისის განახლება); 

1.3.6 უზრუნველყოს ზარალის დარეგულირების პროცესში უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ დაზღვეულთან/მოსარგებლესთან გახორციელებული სატელეფონო საუბრის აუდიო ჩანაწერისა ან/და მოკლე ტექსტური შეტყობინების შენახვა.

1.3.7 სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემთხვევაში:

> დაათვალიეროს და დაასურათოს დაზიანებული ავტოტრანსპორტი, რომელსაც მართავდა დაზღვეული ავტოსაგზაო შემთხვევისას, ასევე, მონაწილეობა მიიღოს მესამე პირის დაზიანებული ან განადგურებული ქონების დათვალიერებასა და ფოტოგადაღებებში; 

> დაზიანებული ავტოტრანსპორტის / ქონების შეკეთების და აღდგენითი ღირებულების განსაზღვრის მიზნით, მოიწვიოს დამოუკიდებელი ექსპერტი ან/და დანიშნოს ექსპერტიზა. 

> გაგზავნოს შესაბამისი შეკითხვები კომპეტენტურ ორგანოებში დაზღვევისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებთან დაკავშირებით; 

> შეამციროს/გაზარდოს დაზღვეულის მიერ წარმოსადგენი დოკუმენტების ჩამონათვალი, კონკრეტული საქმიდან გამომდინარე; 

> მოითხოვოს დაზღვეულისგან ყველა იმ სახის ინფორმაცია, რომელსაც საჭიროდ მიიჩნევს ზიანის გამომწვევი მიზეზების და/ან ზარალის მოცულობის დადგენისთვის.

1.3.8 გადაავადოს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლამდე, თუ შემთხვევასთან დაკავშირებით აღძრულია სისხლის სამართლის საქმე. 

1.3.9 შეადგინოს მესამე პირის დაზიანებული ან განადგურებული ქონების შეკეთების/აღდგენითი ღირებულების კალკულაცია (ხარჯთაღრიცხვა).

1.3. მოსარგებლე უფლებამოსილია:

1.5.1 მოითხოვოს სადაზღვევო ანაზღაურების მიღება წინამდებარე პირობებითა დადგენილი წესითა და ოდენობით.

2. სადაზღვევო ანაზღაურება და ვადები

2.1 მზღვეველი გასცემს სადაზღვევო ანაზღაურებას ყველა საჭირო დოკუმენტაციის წარმოდგენიდან და სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტის დადასტურებიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში. 

2.2 იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეულსა და დაზარალებულს შორის მიმდინარეობს დავა მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით - ანაზღაურების გაცემის საფუძველია სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება, რომელიც ადასტურებს დაზღვეულის პასუხისმგებლობის დადგომას მესამე პირთათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე; ამასთან, ანაზღაურების გაცემის საფუძველი არ არის ისეთი შემთხვევები, როდესაც დაზღვეული საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე თავად ცნობს სარჩელს ან მის ნაწილს, მზღვეველთან წინასწარი წერილობითი შეთანხმების გარეშე.

3. საერთო გამონაკლისები

ამ მუხლით გათვალისიწინებული გამონაკლისები (გარემოებები, რომელთა არსებობის შემთხვევაში დამდგარი ზარალი არ ანაზღაურდება ან/და ანაზღაურების შემთხვევაში ექვემდებარება უკან დაბრუნებას), ეხება ყველა ზემოთ განსაზღვრულ დაზღვევის სექციას.

3.1 წინამდებარე პირობებით, დამდგარი ზარალი არ ექვემდებარება ანაზღაურებას შემდეგ შემთხვევებში:

3.1.1 დაზღვეულის მიერ მოწოდებული ინფორმაცია არასწორი/არაზუსტი აღმოჩნდება; 

3.1.2 ზარალი/ზიანი არსებობდა სადაზღვევო შემთხვევამდე; 

3.1.3 დაზღვეული, ავტოტრანსპორტის მართავისას, იმყოფებოდა ალკოჰოლური, ნარკოტიკული ან ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ან მან უარი განაცხადა მისი მდგომარეობის დასადგენად საჭირო სინჯების ჩაბარებაზე ან/და მზღვეველთან არ იქნა წარდგენილი შესაბამისი ფაქტის დადგენის დამადასტურებელი დოკუმენტი; 

3.1.4 დაზღვეული ავტოტრანსპორტს მართავდა მართვის უფლების დროებითი შეზღუდვის/ჩამორთმევის პერიოდში; ზარალი გამოწვეულია დაზღვეულის მიერ განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით, თვითმკვლელობით, თვითმკვლელობის მცდელობით და/ან საკუთარი ჯანმრთელობისათვის ზიანის მიყენებით; 

3.1.5 დაზღვეული განზრახ გამოიწვევს ან შეეცდება გამოიწვიოს სადაზღვევო შემთხვევა ან რაიმე ხერხით გააყალბებს ან შეეცდება გააყალბოს რაიმე დოკუმენტაცია; 

3.1.6 დაზღვეული გადაადგილდება საპირისპირო მიმართულების სამოძრაო ზოლში, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ეს გამოწვეულია მესამე პირის სიცოცხლის და/ან ქონების გადარჩენის აუცილებლობით; 

3.1.7 ზარალი გამოწვეულია ავტოტრანსპორტის როგორც ტვირთის ტრანსპორტირების, მათ შორის ლაფეტით გადაზიდვის ან ბუქსირით გადაადგილების ან მისი დატვირთვა / გადმოტვირთვის დროს; 

3.1.8 დაზღვეული ავტოტრანსპორტს გამოიყენებდა ავტოდრომზე ან მის გარეთ ნებისმიერი სახის რბოლაში/სისწრაფის გამოცდაში/შეჯიბრში (მათ შორის Off Road), ასევე ნებისმიერი სახის ტესტირებისთვის (მათ შორის Test Drive), სამაშველო სამსახურისთვის; 

3.1.9 ავტოტრანსპორტში მგზავრთა რაოდენობა აღემატებოდა დასაშვებს ან გადატვირთულია; 

3.1.10 სადაზღევო შემთხვევა დადგა დაზღვევის ტერიტორიის ფარგლებს გარეთ; 

3.1.11 ზიანი გამოწვეულია ავტოტრანსპორტის აეროდრომზე, აეროპორტში ან აეროდრომის იმ მონაკვეთზე ყოფნისას, რომელიც გამოიყენება თვითმფრინავების ასაფრენ-დასაფრენად, გადასაადგილებლად, სადგომად, აეროპორტის მომსახურეობისათვის განკუთვნილ გზად ან აეროპორტში საბაჟო შემოწმებისათვის; 

3.1.12 ზარალი გამოწვეულია ავტოტრანსპორტის სამშენებლო ან/და ისეთ ტერიტორიაზე ყოფნისას, სადაც შეზღუდულია ავტოტრანსპორტით გადაადგილება. 

3.1.13 ავტოტრანსპორტის შეკეთებით გამოწვეული გაუფასურებით დამდგარი ზარალი; 

3.1.14 ზარალი გამოწვეულია ავტოტრანსპორტის ტექნიკური გაუმართაობით ან არასაგზაო პირობებში ექსპლუატაციით. 

3.1.15 დაზიანებული ავტოტრანსპორტის მზღვეველთან შეუთანხმებლად გაწეული აღდგენითი/სარემონტო სამუშაოების ღირებულება; 

3.1.16 ზიანი, რომელიც მიადგა დაზღვეულის ქონებას ან ქონებას, რომელიც დაზღვეულს ქონდა მიბარებული შესანახად, სამეთვალყურეოდ ან სამართავად. 

3.1.17 ზიანი, მიადგა ქონებას, რომელიც გადაიზიდებოდა დაზღვეულის მიერ ავტოტრანსპორტით ან მიმაგრებული იყო მასთან ნებისმიერი სახის მისაბმელით; 

3.1.18 მზღვეველის წარმომადგენლის მისვლამდე ავტოტრანსპორტი გადაადგილებულია ან დაზღვეულს მიტოვებული აქვს შემთხვევის ადგილი (გარდა საპატრულო პოლიციის ან მზღვეველის წარმომადგენლის მიერ გაცემული მითითების არსებობის შემთხვევისა); 

3.1.19 თუ მზღვევლის მოთხოვნის შესაბამისად, არ იქნა წარმოდგენილი დოკუმენტაციის ორიგინალები; 

3.1.20 ავტოტრანსპორტის სადაზღვევო შემთხვევამდე არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ჩატარებული სამუშაოებით გამოწვეული ხარჯები; 

3.1.21 ავტოტრანსპორტის საქართველოს ტერიტორიის ფარგლებს გარეთ შეკეთების ხარჯები; 

3.1.22 ნებისმიერი ტიპის ადმინისტრაციული თუ სხვა სახის ჯარიმა, ასევე საჯარიმო სადგომზე დგომის ხარჯები, მიუღებელი შემოსავლები, მორალური ზიანი, სხვა ავტოსატრანსპორტო საშუალების დაქირავების ღირებულება და ა.შ.; 

3.1.23 დაზღვეულის მიერ დაზღვევის პირობებით განსაზღვრული ვადების არასაპატიო მიზეზით (როდესაც არ გააჩნია საბუთის წარმოუდგენლობის დასაბუთებული მიზეზი) დარღვევის შემთხვევაში. 

3.1.24 დაზღვეულის მიერ დაზღვევის პირობებით გათავლისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში; 

3.1.25 თუ ზარალი გამოწვეულია ისეთი ქმედებით, რომლის დროს მზღვეველს საქართველოს კანონმდებლობა აძლევს უფლებას უარი თქვას ზიანის ანაზღაურებაზე.