facebook logo

საინფორმაციო ფურცელი

უბედური შემთხვევის დაზღვევა TBCIPA-01/19

საინფორმაციო ფურცელი

ტერმინთა განმარტებები

მზღვეველი - სს „თიბისი დაზღვევა“;

დამზღვევი - იურიდიული ან ფიზიკური პირი, რომელთანაც ფორმდება დაზღვევის ხელშეკრულება და რომელიც პასუხისმგებელია შესაბამისი სადაზღვევო პრემიის გადახდაზე;

დაზღვეული – დანართი#1-ში მითითებული დამზღვევის დასაქმებული, რომლის სიცოცხლე და ჯანმრთელობა დაზღვეულია უბედური შემთხვევისგან, წინამდებარე პირობების თანახმად; 
დაზღვევას არ ექვემდებარებიან პირები, რომლებიც საჭიროებენ მუდმივ მოვლას ან რომლებიც ფსიქიურად არიან დაავადებულნი. ასეთი პირები არ ჩაითვლებიან დაზღვეულებად, მათ სასარგებლოდ პრემიის გადახდის პირობებშიც კი.

მოსარგებლე - პირი, რომელიც უფლებამოსილია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება. ამ დოკუმენტის მიზნებისათვის, მოსარგებლე არის დაზღვეული ან დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში დაზღვეულის კანონიერი მემკვიდრე;

სადაზღვევო ლიმიტი/თანხა დაზღვეულზე - ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი თითოეულ დაზღვეულზე;

მიმდინარე სადაზღვევო ლიმიტი/თანხა დაზღვეულზე - სადაზღვევო შემთხვევის მომენტისათვის პოლისში მითითებული სადაზღვევო ლიმიტის ნაწილი, რომელიც დარჩა წინა სადაზღვევო შემთხვევის ანაზღაურების შემდეგ;

ანაზღაურების მთლიანი თანხა/ლიმიტი - პოლისში მითითებული ლიმიტის ფარგლებში მზღვეველის ანაზღაურების მაქსიმალური ვალდებულება, სადაზღვევო შემთხვევათა რაოდენობისა და სიდიდის მიუხედავად. იმ შემთვევაში, როცა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიმდინარე სადაზღვევო თანხა დაშავებულთა რაოდენობის გათვალისწინებით პიროვნებაზე სადაზღვევო ლიმიტების ჯამზე ნაკლებია, ასანაზღაურებელი თანხა დაზღვეულზე/მოსარგებლეზე გაიცემა პროპორციულად თანაბრად.

სადაზღვევო ლიმიტი/თანხა ერთ შემთხვევაზე - ანაზღაურების მაქსიმალური ლიმიტი, რომლის გადახდის ვალდებულება წარმოიშობა ერთი მიზეზით გამოწვეული და დროის ერთ მონაკვეთში მომხდარი სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული უბედური შემთხვევისას. იგი დაანგარიშდება მიმდინარე სადაზღვევო თანხის ფარგლებში.

სადაზღვევო ანაზღაურება - წარმოადგენს თანხის ოდენობას, რომელსაც მზღვეველი უხდის მოსარგებლეს სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. სადაზღვევო ანაზღაურება მზღვეველის მიერ მოსარგებლეზე ყოველთვის გაიცემა სადაზღვევო თანხის ფარგლებში;

სადაზღვევო შემთხვევა - წინამდებარე სადაზღვევო ხელშეკრულებით განსაზღვრული, სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში დამდგარი შემთხვევა, რომლის შედეგადაც წარმოიშვება მზღვეველის ვალდებულება გადაუხადოს მოსარგებლეს სადაზღვევო ანაზღაურება;

სადაზღვევო რისკი - დამზღვევის მიერ არჩეული და სადაზღვევო პოლისში მითითებული შემთხვევათა ჩამონათვალი, რომელიც მიეკუთვნება სადაზღვევო შემთხვევას;

უბედური შემთხვევა - სამუშაო პროცესში ან სამუშაო პროცესთან დაკავშირებით გაუთვალისწინებელი და მოულოდნელი შემთხვევა, გამოწვეული თვალსაჩინო გარეგანი ძალების ზემოქმედებით, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაზღვეულის ჯანმრთელობის დაზიანება, შრომისუნარიანობის შეზღუდვა ან დაკარგვა, გარდაცვალება ან მისი უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება; 

დაზღვევის ტერიტორია - საქართველო 

სამუშაო სივრცე - ყველა სამუშაო ადგილისა და იმ ტერიტორიის ერთობლიობა, სადაც დასაქმებულები იმყოფებიან/გადაადგილდებიან სამსახურებრივი დანიშნულებით და რომლებსაც პირდაპირ ან არაპირდაპირ დამსაქმებელი აკონტროლებს;

პირი, რომელიც საჭიროებს მუდმივ მოვლას - პირი, რომელიც ყოველდღიური საქმიანობის შესრულებისთვის სხვების დახმარებას საჭიროებს. 

სადაზღვევო პერიოდი - დროის შუალედი, რომლის განმავლობაშიც მოქმედებს სადაზღვევო დაფარვა. 

სადაზღვევო დაფარვის მოქმედება - დაზღვევა ძალაშია მხოლოდ სამუშაო საათებში, ოფიციალური შესვენების ჩათვლით, პირდაპირ, გზის გაუმრუდებლად საცხოვრებელი ადგილიდან სამსახურში და სამსახურიდან საცხოვრებელ ადგილამდე მგზავრობის ჩათვლით.

 

1. დაზღვევის საგანი
წინამდებარე დაზღვევა ითვალისწინებს სადაზღვევო ანაზღაურების გაცემას მოსარგებლეზე დაზღვეული პირის უბედური შემთხვევით გამოწვეული პოლისში მითითებული სადაზღვევო დაფარვებით გათვალისწინებული გარემოებების შემთხვევაში, თუ უბედური შემთხვევა დადგა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს, გარდა ამ დოკუმენტით გათვალისწინებული გამონაკლისებისა. წინამდებარე დაზღვევა გაცემულია „შრომის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონისა და საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის №01-11/ნ ბრძანებით მოთხოვნების შესაბამისადსადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკების განმარტებები

 

2.  სადაზღვევო ხელშეკრულებით გათვალისწინებული სადაზღვევო რისკების განმარტებები
2.1. დაზღვევის ხელშეკრულება შედგება განაცხადის, მის საფუძველზე გაცემული სადაზღვევო პოლისის, წინამდებარე პირობებისა და დანართი#1-ში მითითებული დაზღვეულთა სიისაგან.

2.2. წინამდებარე დაზღვევით დამზღვევი აზღვევს დაზღვეულებს შემდეგ რისკებზე:

2.2.1. დაზღვეულის გარდაცვალება - უბედური შემთხვევის დღიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში მომხდარი, უშუალოდ ამ უბედური შემთხვევით გამოწვეული დაზღვეულის გარდაცვალება.

2.2.2. დაზღვეულის უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება - უბედური შემთხვევის შედეგად საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება. 

2.2.3. დაზღვეულის სრული მუდმივი შრომისუუნარობა - მხოლოდ უბედური შემთხვევით და რაიმე სხვა მიზეზისგან დამოუკიდებლად გამოწვეული სხეულის დაზიანება, რომელიც უბედური შემთხვევის დადგომიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში გამოიწვევს დაზღვეულის შრომისუნარიანობის სრულ მუდმივ დაკარგვას და ამ პერიოდის დასრულების შემდგომაც მდგომარეობის შეცვლის პროგნოზი უიმედო იქნება, რაც დასტურდება შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნით (პარაგრაფი 5-ის შესაბამისად). 

2.2.4. დაზღვეულის ნაწილობრივი მუდმივი შრომისუუნარობა - მხოლოდ უბედური შემთხვევით და რაიმე სხვა მიზეზისგან დამოუკიდებლად გამოწვეული სხეულის დაზიანება, რომელიც უბედური შემთხვევის დადგომიდან 12 კალენდარული თვის განმავლობაში გამოიწვევს დაზღვეულის შრომისუნარიანობის ნაწილობრივ მუდმივ დაკარგვას (პარაგრაფი 5-ის შესაბამისად). 

2.2.5. დაზღვეულის დროებითი მძიმე შრომისუუნარობა - მხოლოდ უბედური შემთხვევით და რაიმე სხვა მიზეზისგან დამოუკიდებლად გამოწვეული სხეულის დაზიანება, რომელიც იწვევს შრომისუნარიანობის დაკარგვას 40 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით და დადასტურებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #281/ნ ბრძანების შესაბამისად გაცემული საავადმყოფო ფურცლით. 

2.2.6. დაზღვეულის დროებითი საშუალო სიმძიმის შრომისუუნარობა - მხოლოდ უბედური შემთხვევით და რაიმე სხვა მიზეზისგან დამოუკიდებლად გამოწვეული სხეულის დაზიანება, რომელიც იწვევს შრომისუნარიანობის დაკარგვას 3-დან 40 კალენდარულ დღემდე და დადასტურებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #281/ნ ბრძანების შესაბამისად გაცემული საავადმყოფო ფურცლით. 

2.2.7. დაზღვეულის დროებითი მსუბუქი შრომისუუნარობა - მხოლოდ უბედური შემთხვევით და რაიმე სხვა მიზეზისგან დამოუკიდებლად გამოწვეული სხეულის დაზიანება, რომელიც იწვევს შრომისუნარიანობის დაკარგვას არაუმეტეს 3 კალენდარულ დღით და დადასტურებულია საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის #281/ნ ბრძანების შესაბამისად გაცემული საავადმყოფო ფურცლით.
 

3. სადაზღვევო პრემია და მისი გადახდის წესი
3.1. სადაზღვევო პრემია გადაიხდება ლარში, ერთჯერადად ან მრავალჯერადად. სადაზღვევო პრემიის გადახდის პერიოდულობა, ვადები და სხვა არსებითი პირობები მიეთითება სადაზღვევო პოლისში; 

3.2. იმ შემთხვევაში, თუ სადაზღვევო თანხა არჩეულია აშშ დოლარში, სადაზღვევო პრემია ანგარიშდება დოლარში, მაგრამ გადაიხდება ლარში, პრემიის გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსით. 

3.3. სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემიის პირველი ან ერთჯერადი შენატანის დამზღვევის მიერ სრულად გადახდამდე, მზღვეველი თავისუფალია ნაკისრი ვალდებულების შესრულებისაგან; 

3.4. მრავალჯერადი გადახდების შემთხვევაში, პოლისში მითითებული სადაზღვევო პრემიის გადახდის გრაფიკის დარღვევის/ვადაგადაცილებისას (აქ იგულისხმება პოლისში მითითებული გრაფიკით გათვალისწინებული ნებისმიერი გადახდა, გარდა პირველი გადახდისა), დამზღვევს დამატებით აქვს ორკვირიანი ვადა გადახდის შესასრულებლად. ამასთან, თუ პრემია არ იქნება გადახდილი ამ თოთხმეტდღიან პერიოდში, თოთხმეტი დღის გასვლის შემდეგ დამდგარი ზარალები არ ანაზღაურდება, ხოლო პოლისში მითითებული გადახდის თარიღის გადაცილებიდან 30 (ოცდაათი) კალენდარული დღის გასვლისთანავე (ოცდამეათე კალენდარული დღის 24 საათზე), მზღვეველის მიერ ცალმხრივად შეწყდება სადაზღვევო ხელშეკრულება/პოლისი.

 

4. სადაზღვევო პერიოდი და ხელშკრულების მოქმედების ვადები

4.1. სადაზღვევო ხელშეკრულება ფორმდება 1 წლის ვადით, სადაზღვევო პერიოდი მითითებულია სადაზღვევო პოლისში. 

4.2. ხელშეკრულება ძალაში შედის პოლისში მითითებული სადაზღვევო პერიოდის საწყისი თარიღის 24:00 საათზე, იმ პირობით, თუ დამზღვევის მიერ გადახდილი იქნება პოლისში მითითებული სადაზღვევო პრემიის პირველი ან ერთჯერადი შენატანი სრულად. სადაზღვევო ხელშეკრულების მოქმედება წყდება პოლისში მითითებული სადაზღვევო პერიოდის ბოლო დღის 24:00 საათზე. 

4.3. ხელშეკრულების მოქმედება შესაძლოა შეწყდეს ამ მუხლით გათვალისწინებული წესით, დამზღვევის ან მზღვეველის ინიციატივით.

4.3.1. მზღვეველის მხრიდან გაფრთხილებისა და დამზღვევისათვის დამატებითი ვადის დაწესების გარეშე, დაზღვევის ვადაზე ადრე შეწყვეტა შესაძლებელია შემდეგ შემთხვევებში: 

4.3.1.1. თუ მზღვეველის მიერ შესაბამისი სადაზღვევო პოლისით ნაკისრი ვალდებულებები მთლიანად შესრულებულია 

4.3.1.2. შესაბამისი პოლისით გათვალისწინებული ვადის გასვლისას.

4.3.2. ხელშეკრულება ასევე შეწყდება:

4.3.2.1. მზღვეველის მხრიდან დამზღვევისათვის 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღით ადრე შეტყობინების გაგზავნის გზით, მზღვეველის ინიციატივით, ნებისმიერ დროს. 

4.3.2.2. თუ მზღვეველი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით წყვეტს საქმიანობას; 

4.3.2.3. მხარეთა წინასწარი წერილობითი შეთანხმებით; 

4.3.2.4. საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

4.3.3. თუ დამზღვევს სურს ხელშკრულების მოქმედების შეწყვეტა, მან ამის თაობაზე უნდა აცნობოს მზღვეველს. ხელშეკრულება შეწყდება, მზღვეველისათვის წერილობითი ფორმით მიმართვიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში, თუ შეწყვეტამდე ადგილი არ ჰქონია სადაზღვევო შემთხვევას:

4.3.3.1. უკან დასაბრუნებელი პრემიის არსებობის შემთხვევაში, დამზღვევს დაუბრუნდება გაუქმების თარიღისთვის ჯამური პრემიიდან გამოუმუშავებელი ნაწილი, 10%-ის გამოკლებით; 

4.3.3.2. დავალიანების არსებობის შემთხვევაში, მზღვეველი უფლებამოსილია დამზღვევს მოსთხოვოს, დავალიანების დაფარვასთან ერთად, გაუქმების თარიღისთვის გამოუმუშავებელი პრემიის 10%-ის გადახდა.
 

5. სადაზღვევო ანაზღაურების განსაზღვრის წესი 

დაზღვეულის გარდაცვალების, მუდმივი სრული შრომისუუნარობის ან მუდმივი ნაწილობრივი შრომისუუნარობის შემთვევაში, სადაზღვევო ანაზღაურების ოდენობა გამოითვლება ქვემოთ მოყვანილი პროცენტული წილების მიხედვით, სადაც 100% ანაზღაურება უდრის მიმდინარე სადაზღვევო თანხას.

 

გარდაცვალება/უგზო-უკვლოდ დაკარგულად აღიარება  100%

 

მუდმივი სრული შრომისუუნარობა 100%
მხედველობის სრული დაკარგვა ორივე თვალში 100%
ორივე ყურში სმენის დაკარგვა 100%
ქვედა ყბის მოცილება 100%
მეტყველების უნარის დაკარგვა 100%
ორი კიდურის დაკარგვა 100%

ორგანიზმის ძირითადი ფუნქციების დარღვევა - მეოთხე ხარისხი 

– ფუნქციების მკვეთრად გამოხატული დარღვევა - საქართველოს 

შრომის, ჯანმრთელობის და სოცოალური დაცვის მინისტრის 2003 

წ 13 იანვრის ბრძანება 1/ნ შესაბამისად

100%

კიდურების ან ორგანოების დაკარგვა ნიშნავს კიდურის ან ორგანოს ფუნქციის სრულ მუდმივ მოშლას ან მათ ფიზიკურ დაკარგვას.

მუდმივი ნაწილობრივი შრომისუუნარობა

თავი  
თავის ქალას ძვლოვანი ქსოვილის დეფექტი  
6 სმ2 მეტი ზომით 40%
ზომით 3-6 სმ2 20%
3 სმ2 ნაკლები ზომით 10%
ნახევარი ყბის დაკარგვა 40%
მხედველობის დაკარგვა ერთ თვალში 50%
ერთ ყურში სმენის დაკარგვა 30%

 

ზედა კიდურები  
ერთი მკლავის/მტევნის დაკარგვა 70%
კანკუნთის ნერვის სრული დაზიანება 20%
მხრის სახსრის ანკილოზი 40%

იდაყვის სახსრის ანკილოზი 

- ხელსაყრელ პოზიციაში (150 ფარგლებში) 

- არახელსაყრელ პოზიციაში

25% 40%
შუამდებარე ნერვის სრული დაზიანება 45%
სხივის ნერვის სრული დაზიანება მხრის წნულში 40%
სხივის ნერვის წინამხრის ნაწილის სრული დაზიანება 30%
სხივის ნერვის მტევნის ნაწილის სრული დაზიანება 20%
იდაყვის ნერვის სრული დაზიანება 30%

მაჯის სახსრის ანკილოზი არახელსაყრელ პოზიციაში (მოხრილ ან სუპინაციოს პოზიციაში)

20%

მაჯის სახსრის ანკილოზი არახელსაყრელ პოზიციაში (მოხრილ ან სუპინაციოს პოზიციაში)

30%
ცერა თითის დაკარგვა 20%
ცერა თითის სრული ანკილოზი 15%
საჩვენებელი თითის დაკარგვა 15%
შუათითის დაკარგვა 10%
ნებისმიერი სხვა თითის დაკარგვა 7%

 

ქვედა კიდურები  
ერთი ფეხის დაკარგვა ბარძაყის ქვედა ორი მესამედის ზევით 70%
ერთი ფეხის დაკარგვა ბარძაყის ზედა მესამედის ქვემოთ 60%
ერთი ტერფის დაკარგვა 45%
ბარძაყის ნერვის სრული დაზიანება 60%
დიდი წვივის ნერვის ან მცირე წვივის ნერვის სრული დაზიანება 30%
დიდი წვივის ნერვის და მცირე წვივის ნერვის სრული დაზიანებ 50%
მენჯ-ბარძაყის სახსრის ანკილოზი 40%
მუხლის სახსრის ანკილოზი 20%

კვირისტავის ძვლოვანი ქსოვილის დაზიანება, შეზღუდული მოძრაობით მუხლის სახსარში

40%

კვირისტავის ძვლოვანი ქსოვილის დაზიანება, შენარჩუნებული მოძრაობით მუხლის სახსარში

20%
ქვედა კიდურის დამოკლება 5 სმ-ით და მეტი 30%
ქვედა კიდურის დამოკლება 3-5 სმ-ით 20%
ქვედა კიდურის დამოკლება 1-3 სმ-ით 10%

 

წყვილი ორგანოების/კიდურების დაკარგვის შემთვევაში, შესაბამისი პროცენტული წილები დაჯამდება, მაგრამ არ უნდა აღემატებოდეს 100%-ს.

გარდა ცხრილში მოყვანილი ნაწილობრივი მუდმივი შრომისუუნარობის შემთხვევებისა სხვა შემთხვევებში ანაზღაურება მოხდება შემდეგი წესით:

ორგანიზმის ძირითადი ფუნქციების დარღვევა - მეორე ხარისხი – ფუნქციების ზომიერად გამოხატული დარღვევა - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოცოალური დაცვის მინისტრის 2003 წ 13 იანვრის ბრძანება 1/ნ შესაბამისად - სადაზღვევო თანხის 30%

ორგანიზმის ძირითადი ფუნქციების დარღვევა - მესამე ხარისხი – ფუნქციების მნიშვნელოვნად გამოხატული დარღვევა - საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოცოალური დაცვის მინისტრის 2003 წ 13 იანვრის ბრძანება 1/ნ შესაბამისად - სადაზღვევო თანხის 70%

დროებითი სრული შრომისუუნარობის შემთხვევაში გაიცემა დღიური ანაზღაურება ტრავმის სიმძიმისა და შრომისუუნარობის ხანგრძლივობის მიხედვით, ჯამურად არაუმეტეს პოლისში მითითებული თანხის ოდენობისა. კერძოდ:

დროებითი სრული მსუბუქი სიმძიმის შრომისუუნარობის შემთხვევაში დღეში პოლისში მითითებული ფიქსირებული თანხა (მაგრამ არაუმეტეს მკურნალობის ხარჯებისა)

დროებითი სრული საშუალო სიმძიმის შრომისუუნარობის შემთხვევაში

დღეში პოლისში მითითებული ფიქსირებული თანხა (მაგრამ არაუმეტეს მკურნალობის ხარჯებისა)

დროებითი სრული მძიმე შრომისუუნარობის 

შემთხვევაში

შრომისუუნარობის ფურცლის 40-ზე მეტი დღით გაცემის შემთხვევაში, ანაზღაურდება გაცდენილ დღეებს გამოკლებული 40 დღე გამრავლებული დღეში ასაღები ხელფასის 70%.

დროებითი შრომისუუნარობით განპირობებული ანაზღაურების შემთხვევაში, შემდგომში იგივე უბედური შემთხვევით გამოწვეული მუდმვი ნაწილობრივი ან სრული შრომისუუნარობის ან გარდაცვალებისას ასანაზღაურებელი თანხის გამოთვლისას, 100%-ად ითვლება სადაზღვევო შემთხვევისათვის დაზღვეულზე არსებული მიმდინარე სადაზღვევო ლიმიტი. 

ამ პოლისით სრული ასანაზღაურებელი თანხა, შემთხვევების რაოდენობისა და სიდიდისა, არ აღემატება სადაზღვევო პოლისში მითითებული ანაზღაურების მთლიანი თანხის 100%-ს.

6. გამონაკლისები

6.1. ამ პირობების თანახმად სადაზღვევო ანაზღაურება არ გაიცემა:

6.1.1. თუ უბედური შემთხვევის დადგომის მომენტისათვის, დაზღვეული აღარ იქნება დასაქმებული დამზღვევის საწარმოში/ ორგანიზაციაში. 

6.1.2. თუ დაზღვეულმა შეიცვალა პროფესია ან საქმიანობა და მზღვეველს არ შეატყობინა ამ ცვლილებების შესახებ, ხოლო უკანასკნელს    გავლენა ჰქონდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომაზე; 

6.1.3. თუ არ იქნება შესრულებული ამ პირობების 7.1 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნა.

6.2. წინამდებარე პირობების თანახმად, დაზღვეულის გარდაცვალების ან შრომისუუნარობის რისკის დადგომის შემთხვევაში, ზარალი მზღვეველის მიერ არ ანაზღაურდება თუ ის პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეულია შემდეგი მოვლენებით ან შედეგად მოჰყვა:

6.2.1. შემთხვევები, რომლებიც არ არის განპირობებული საწარმოო მიზეზებითა და ტრავმებით, აგრეთვე დამსაქმებლის ნებართვის გარეშე პირადი მიზნებისათვის ჩადენილი ქმედებისას და არსებობს მათი დამადასტურებელი მტკიცებულება.

6.2.2. ნარკოტიკული ნივთიერებების, ტოქსიკური, ფსიქოტროპული ან ალკოჰოლური ნივთიერებების ზემოქმედება;

6.2.3. თვითმკვლელობა, თვითმკვლელობის მცდელობა და თვითდაზიანება; 

6.2.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში დაზღვეულის მონაწილეობა; 

6.2.5. განსაკუთრებული საფრთხის მიმართ შეგნებულ გაუფრთხილებლობას (თუ ეს ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის მიზნით არ ხდება); დაზღვეულის სამუშაო სივრცეში დაწესებული უსაფრთხოების ნორმების/წესების დარღვევას; 

6.2.6. საომარ ზონებში მოგზაურობა, ომში (გამოცხადებული ან გამოუცხადებელი), სამოქალაქო ომში, აჯანყებაში, ტერორისტულ აქტში, რევოლუციაში, გაფიცვაში, ხელისუფლების სამხედრო გადატრიალებაში დაზღვეულის ნებაყოფლობითი მონაწილეობა, დაზღვეულის მონაწილეობა შეირაღებული ძალების ან პოლიციის სამსახურში ან ოპერაციებში; 

6.2.7. დაზღვეულის ფსიქიკური ავადმყოფობა, ფსიქოპათია და/ან მენტალური დაავადებები და დარღვევები; 

6.2.8. შემთხვევა, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეულია ადამიანის გატაცებით; 

6.2.9. მაიონიზირებელი გამოსხივება, გარემოს რადიაქტიული დაბინძურება, ბირთვული გამოსხივება, ბირთვული, ქიმიური და ბიოლოგიური იარაღით დაზიანება; 

6.2.10. საავიაციო რისკები, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაზღვეული წარმოადგენს რეგულარული ან ჩარტერული ავიარეისის მგზავრს; 

6.2.11. დაზღვეულის მკვლელობა ან მკვლელობის მცდელობა ან სხეულის დაზიანება, რომლის თანამონაწილედ გვევლინება მოსარგებლე; 

6.2.12. დაზღვევის მოქმედების დაწყებამდე მომხდარი შემთხვევით გამოწვეული ფიზიკური ნაკლი ან შრომისუუნარობა. 

6.2.13. დაზღვეულის ყოფნას ან მონაწილეობას: პროფესიულ სპორტში, ექსტრემალურ სპორტში (როგორიცაა აკვალანგით ყვინთვა, კლდეზე ცოცვა, ალპინიზმი, სპელეოლოგია, დელტაპლანერიზმი, პარაშუტით ხტომა), ნადირობაში, რაიმე სახის დოღებში ან რბოლებში. 

6.2.14. თუ დაზღვევის პროცესში დამზღვევის/დაზღვეულის მიერ არასწორად იქნა ინფორმაცია მოწოდებული დაზღვეულის შესახებ, რასაც შეიძლება არსებითი გავლენა ჰქონოდა რისკის შეფასებისას; 

6.2.15. ამ დოკუმენტით გათვალისწინებული მზღვეველის მიერ ზარალის ასანაზღაურებლად აუცილებელი საბუთების სრულყოფილად წარმოუდგენლობა;

7. სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის საფუძველი

7.1 დამზღვევი ვალდებულია უბედური შემთხვევის დადგომისთანავე დაუყოვნებლივ აცნობოს აღნიშნულის შესახებ შესაბამის სამართალდამცავ და კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ორგანოებს და შეასრულოს ყველა აუცილებელი მოქმედება, რაც გათვალისწინებულია საქართველოს კანონმდებლობით, 

7.2 დამზღვევი ვალდებულია სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან უმოკლეს ვადებში, მაგრამ არაუგვიანეს 48 საათისა, მიაწოდოს შესაბამისი ინფორმაცია მზღვეველს. 

7.3 დამზღვევი ან დაზღვეული ან დაზღვეულის წარმომადგენელი მზღვეველს წარუდგენს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ შემდეგ დოკუმენტებს: 

7.3.1 ნებისმიერი ტიპის უბედური შემთხვევის დადგომიდას:


7.3.2 დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში 7.3.1-ში ჩამოთვლილ საბუთებთან ერთად:


7.3.3 დაზღვეულის მუდმივი შრომისუუნარობის შემთხვევაში 7.3.1-ში ჩამოთვლილ საბუთებთან ერთად:


7.3.4 დაზღვეულის დროებითი შრომისუუნარობის შემთვევაში 7.3.1-ში ჩამოთვლილ საბუთებთან ერთად:

7.4 მზღვეველი იტოვებს უფლებას, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, მოითხოვოს წინამდებარე მუხლში ჩამოთვლილი საბუთებისგან განსხვავებული დამატებითი საბუთების წარმოდგენა კონკრეტული სადაზღვევო შემთხვევის გარემოებების ზუსტად დადგენის მიზნით. 

7.5 მზღვეველი იტოვებს უფლებას, კონკრეტული შემთხვევიდან გამომდინარე, გარემოებების დაზუსტების მიზნით ჩაატაროს/მოითხოვოს დამატებითი მოკვლევა/ექსპერტიზა. ასეთი გამოკვლევა/ექსპერტიზის ჩატარების თაობაზე გადაწყვეტილების მიღებას წინ უნდა უძღოდეს დამზღვევთან შეთანხმება. 

7.6 დამატებით მოკვლევა/ექსპერტიზასთან დაკავშირებული ხარჯები დამზღვევსა და მზღვეველს შორის ნაწილდება შემდეგი პრინციპის მიხედვით:

7.6.1 იმ შემთხვევაში, თუ ჩატარებული მოკვლევა/ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ სადაზღვევო შემთხვევა ექვემდებარება ანაზღაურებას, ექსპერტიზის ხარჯები ანაზღაურდება მზღვეველის მიერ. 

7.6.2 იმ შემთხვევაში, თუ ჩატარებული მოკვლევა/ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე დადგინდა, რომ სადაზღვევო შემთხვევა არ ექვემდებარება ანაზღაურებას, ექსპერტიზის ხარჯები ანაზღაურდება დაზღვეულის მიერ.

7.7 სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისა და მიმდინარე სადაზღვევო ლიმიტის ამოწურვისას კონკრეტული დაზღვეულის დაზღვევის მოქმედება წყდება. 

7.8 უბედური შემთხვევით გამოწვეული დაზღვეულის გარდაცვალების შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა მოსარგებლეზე მოხდება 8.2 მუხლში განსაზღვრული ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის მზღვეველის მიერ მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. 

7.9 უბედური შემთხვევით გამოწვეული დაზღვეულის მუდმივი შრომისუუნარობის დადგომის შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა მოსარგებლეზე მოხდება 8.2 მუხლში განსაზღვრული ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის მზღვეველის მიერ მიღებიდან 10 (ათი) სამუშაოდღის ვადაში 

7.10 უბედური შემთხვევით გამოწვეული დაზღვეულის დროებითი შრომისუუნარობის დადგომის შემთხვევაში, სადაზღვევო ანაზღაურების გაცემა მოსარგებლეზე მოხდება 8.2 მუხლში განსაზღვრული ყველა აუცილებელი დოკუმენტაციის მზღვეველის მიერ მიღებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის ვადაში. 

7.11 პოლისში მითითებული სადაზღვევო თანხის ვალუტის მიუხედავად, მზღვეველი სადაზღვევო ანაზღაურებას გასცემს ლარში, ანაზღაურების გადახდის დღეს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად.

8. მხარეთა ვალდებულებები

8.1 დამზღვევი/დაზღვეული ვალდებულია

8.1.1. პოლისის გაფორმებისას აცნობოს მზღვეველს ყველა ის ინფორმაცია/გარემოება, რომელიც მან იცის ან უნდა იცოდეს და რომელსაც შეუძლია მოახდინოს გავლენა მზღვეველის მიერ რისკის შეფასებაზე ან/და მზღვეველის გადაწყვეტილებაზე უარი თქვას დაზღვევაზე ან შეცვალოს დაზღვევის პირობები; ამგვარ ინფორმაციად/გარემოებად ითვლება დაზღვეულის სამუშაო სპეციფიკის გათვალისწინებით ის საფრთხეები რაც მის სამუშაო სივრცეში/ადგილას შეიძლება არსებობდეს, მათ შორის რაიმე მოწყობილობების, სისტემების, ლიფტების და სხვა ტექნიკის გაუმართაობა, რისი გამოყენებაც უწევს დაზღვეულს და ქმნის მომეტებულ რისკს/საშიშროებას უბედური შემთხვევის ხდომილებისათვის;

8.1.2. სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს 30 (ოცდაათი) კალენდარული დღისა წარუდგინოს მზღვეველს ყველა ის დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის დასარეგულირებლად 

8.1.3. გადაიხადოს სადაზღვევო პრემია პოლისით გათვალისწინებული გრაფიკით და ოდენობით. 

8.1.4. ფაქტობრივი მისამართის ან დაზღვევის ხელშკერულებით გათვალიწინებული სხვა საკონტაქტო მონაცემის შეცვლის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ, მაგრამ შეცვლიდან არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა აცნობოს მზღვეველს ამის თაობაზე.

8.2 დამზღვევი/დაზღვეული უფლებამოსილია

მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება წინამდებარე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად.

8.3 მზღვეველი ვალდებულია

8.3.1. შეასრულოს დაზღვევის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. 

8.3.2. დაიცვას და არ გაახმაუროს დამზღვევთან/დაზღვეულთან დაკავშრებით, სადაზღვევო ხელშეკრულების ფარგლებში მოპოვებული ინფორმაცია, გარდა საქართველოს კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

8.4 მზღვეველი უფლებამოსილია

8.4.1. სადაზღვევო შემთხვევის შესწავლისას, მოსთხოვოს დაზღვეულს/მოსარგებლეს ნებისმიერი დოკუმენტი, რომელიც აუცილებელია სადაზღვევო შემთხვევის დასადგენად და ანაზღაურებაზე გადაწყვეტილების მისაღებად; 

8.4.2. მოითხოვოს მოსარგებლისგან ანაზღაურებული თანხის დაბრუნება, თუ დადგინდა, რომ სადაზღვევო შემთხვევა არ დამდგარა. 

8.4.3. სადაზღვევო ანაზღაურებიდან გამოქვითოს მიმდინარე წლის გამოუმუშავებელი პრემია და სადაზღვევო ანაზღაურების მომენტისათვის დამზღვევის დავალიანების თანხა (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 

8.4.4. არ გასცეს სადაზღვევო ანაზღაურება და გააუქმოს სადაზღვევო პოლისი/ხელშეკრულება სადაზღვევო შემთხვევასთან და/ან ანაზღაურებასთან დაკავშირებული გაყალბებული დოკუმენტების/ყალბი ინფორმაციის წარმოდგენის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში. ხოლო თუ სადაზღვევო ანაზღაურება უკვე გაცემულია, დაზღვეული/მოსარგებლე ვალდებულია უპირობოდ დაუბრუნოს ის მზღვეველს.

9. შეტყობინებები და კომუნიკაცია

9.1 10.1 მხარეები ადასტურებენ, რომ წინამდებარე ხელშეკრულების მიზნებისთვის, მასში მითითებული საკონტაქტო ელ–ფოსტიდან ერთმანეთისათვის გაგზავნილ წერილობით შეტყობინებას ექნება ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც მატერიალური ფორმით გაგზავნილ დოკუმენტს. 

9.2 10.2 მხარეები იღებენ ვალდებულებას, ამ ხელშეკრულებაში მითითებული ფაქტობრივი მისამართის ან საკონტაქტო ელ-ფოსტის ან ტელეფონის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ შეატყობინონ ერთმანეთს.

10. დავათა გადაწყვეტა 

10.1 წინამდებარე დაზღვევის პირობებთან დაკავშირებით მხარეთა შორის წამოჭრილი ნებისმიერი დავა და უთანხმოება გადაწყდება მოლაპარაკების გზით. საკითხის მოლაპარაკების საფუძველზე გადაწყვეტის შეუძლებლობის შემთხვევაში, დავა განიხილება და გადაწყდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს საერთო სასამართლოსათვის მიმართვის გზით.

 

11. კონფიდენციალობა 

11.1 მხარეთა მიერ ერთმანეთისათვის ნებისმიერი ფორმით (ზეპირი ან წერილობითი) მიწოდებული ყველა ინფორმაცია ითვლება კონფიდენციალურად და არ შეიძლება მისი მესამე პირისათვის გადაცემა მეორე მხარის წინასწარი თანხმობის გარეშე, გარდა საქართველოს მოქმედი კანონმდებლობითა და წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 

11.2 მზღვეველი უფლებამოსილია, განხორციელებული დაზღვევის ფარგლებში მიღებული პერსონალური მონაცემები დაამუშაოს: ა) სადაზღვევო მომსახურების გაწევის მიზნით, ბ) დამზღვევის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, მზღვეველის ინტერესების დაცვის მიზნით და გ) ზარალის დარეგულირების მიზნებისათვის, მათ შორის ნებისმიერი კერძო თუ საჯარო 

დაწესებულებიდან, გამოითხოვოს სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია; 

11.3 მზღვეველი ასევე უფლებამოსილია, მისთვის მიწოდებული პერსონალური ინფორმაცია დაამუშაოს, ასევე, პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის - ახალი სადაზღვევო პროდუქტებისა და მომსახურების შესათავაზებლად. მონაცემთა სუბიექტს, უფლება აქვს ნებისმიერ დროს მოსთხოვოს მზღვეველს მის შესახებ მონაცემთა პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის გამოყენების შეწყვეტა იმავე ფორმით, რა ფორმითაც ხორციელდება პირდაპირი მარკეტინგი - მზღვეველისათვის წერილობითი ან სატელეკომუნიკაციო საშუალებებით მიმართვის გზით.