facebook logo

საინფორმაციო ფურცელი

სესხის დაზღვევა PPI/001/19

საინფორმაციო ფურცელი

სესხის შენატანის დაზღვევა

გამარჯობა

თქვენ ეცნობით სესხის შენატანის დაზღვევის ძირითად პირობებს. აღნიშნული საინფორმაციო ფურცელი არ შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას და იგი არ არის დაზღვევის ხელშეკრულების ტოლფასი. შესაბამისად, მისი გაცნობა არ წარმოშობს ჩვენს შორის სამართლებრივ შედეგებს.

ვინ არის მზღვეველი? 
მზღვეველი ორგანიზაციაა სს „თიბისი დაზღვევა“ (ს/კ 405042804). 
მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ; ცხელი ხაზი/ტელეფონი: (+995 32) 242 22 22.

დაზღვევის ხელშეკრულების სახე 
წინამდებარე საინფორმაციო ფურცელი შეიცავს სესხის შენატანის დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ მოკლე ინფორმაციას.

თქვენ მიერ შესაბამისი დაზღვევის გაფორმების შემთხვევაში, გადმოგეცემათ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი „პოლისი“, რომელიც მასში მითითებულ დაზღვევის პირობებთან ერთად, წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას. 

პოლისში მითითებული დაზღვევის პირობების - PPI/001/19 დეტალურად ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე www.tbcinsurance.ge. თქვენს მიერ დაზღვევის შეძენა გულისხმობს, რომ დაეთახმეთ ვებ გვერდზე განთავსებულ და პოლისში მითითებულ დაზღვევის პირობებს.

ვინ არის დამზღვევი/დაზღვეული? 
წინამდებარე პირობებით, დამზღვევი/დაზღვეული არის ბანკის მსესხებელი ფიზიკური პირი, რომელიც პასუხისმგებელია სესხის შენატანების განხორციელებაზე პოლისში მითითებული კომერციული ბანკის წინაშე. დამზღვევი ვერ იქნება თანამსესხებელი, თავდები და ა.შ.

 

რისგან ხართ დაზღვეული? 
თქვენ დაზღვეული ხართ შემდეგი რისკებისგან:

A. იძულებითი უმუშევრობა, გამოწვეული ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით:

იმ შემთხვევაში თუ დამზღვევს გააჩნია ერთზე მეტი სამუშაო ადგილი, ან გააჩნია სხვა დასაბუთებული სტაბილური შემოსავლის წყარო, მაშინ მის მიერ მხოლოდ ერთი სამსახურის დაკარგვა არ ჩაითვლება სადაზღვევო შემთხვევად, თუ მისი ჯამური შემოსავალი არ შემცირდება 30% ან მეტი წილით.

B. უბედური შემთხვევით გამოწვეული დამზღვევის შრომისუუნარობა, მიუხედავად იმისა, აღნიშნული გამოიწვევს დამზღვევის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას თუ არა.

C. უბედური შემთხვევით გამოწვეული დამზღვევის გარდაცვალება; 
თუ გარდაცვალება გამოწვეულია სადაზღვევო პერიოდში დამდგარი უბედური შემთხვევით და დამზღვევი გარდაიცვალა უბედური შემთხვევის დადგომიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში;

იმ შემთხვევაში თუ დამზღვევს გააჩნია ერთზე მეტი სამუშაო ადგილი, ან გააჩნია სხვა დასაბუთებული სტაბილური შემოსავლის წყარო, მაშინ მის მიერ მხოლოდ ერთი სამსახურის დაკარგვა არ ჩაითვლება სადაზღვევო შემთხვევად, თუ მისი ჯამური შემოსავალი არ შემცირდება 30% ან მეტი წილით.

B. უბედური შემთხვევით გამოწვეული დამზღვევის შრომისუუნარობა, მიუხედავად იმისა, აღნიშნული გამოიწვევს დამზღვევის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას თუ არა. 

C. უბედური შემთხვევით გამოწვეული დამზღვევის გარდაცვალება; 
თუ გარდაცვალება გამოწვეულია სადაზღვევო პერიოდში დამდგარი უბედური შემთხვევით და დამზღვევი გარდაიცვალა უბედური შემთხვევის დადგომიდან 6 (ექვსი) თვის განმავლობაში;

თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის შესახებ:
დაზღვევის შესაძენად, უნდა გადაიხადოთ სადაზღვევო პრემია პოლისში მითითებული გრაფიკის შესაბამისად.
ჩვენ ანაზღაურებას მოვახდენთ თქვენს მიერ წინასწარ შერჩეული ყოველთვიური ლიმიტის გათვალისწინებით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ 1 (ერთი) თვიანი მოცდის პერიოდის გასვლიდან მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.
სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა პოლისის გაფორმების შემდგომ სულ მცირე 3 (სამი) თვის და სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 1 (ერთი) თვის გასვლის შემდგომ, რაც გულისხმობს, რომ პოლისის გაფორმებიდან მინიმუმ 4 (ოთხი) თვის განმავლობაში თავად მოგიწევთ სესხის შენატანის ბანკისათვის გადახდა.

როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი?
დაზღვევის ხელშეკრულება ძალაში შედის პოლისში მითითებული სადაზღვევო პრემიის პირველი შენატანის გადახდისას, მაგრამ არაუადრეს სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი თარიღის 24 საათისა და მოქმედებს პოლისში მითითებული ვადის ბოლო თარიღის 24 საათამდე.

როგორ უნდა მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას თქვენ ან თქვენი წარმომადგენელი:
დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა დაუკავშირდით თიბისი დაზღვევას ცხელ ხაზზე: 242 22 22 და აცნობეთ შემთხვევის შესახებ;

რა არ ანაზღაურდება? 
დაზღვევა არ ვრცელდება:

არ ანაზღაურდება იძულებითი უმუშევრობის რისკით გამოწვული ზარალი, შემდეგ შემთხვევებში:

რა ვადაში ანაზღაურდება ზარალი?

სადაზღვევო პოლისის მოქმედების განმავლობაში დამდგარი სადაზღვევო შემთხვევების გამო სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისას ჩვენ უფლებამოსილი ვართ ანაზღაურებიდან გამოვქვითოთ სადაზღვევო პრემიის გადაუხდელი ნაწილი.

რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს დაზღვევა?
a) თქვენი ინიციატივით, ასეთ შემთხვევაში თქვენ,

b) ჩვენი ინიციატივით, ასეთ შემთხვევაში,

c) ზარალის ანაზღაურების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა სრულად გაიხაჯა თუ არა ანაზღაურების ლიმიტი.

მომხმარებელთა უფლებების დაცვა: 
დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: 2 42 22 22 ან მოგვმართოთ ელექტრონული ფორმით ჩვენი ვებ გვერდიდან: www.tbcinsurance.ge ასევე, შეგიძლიათ თქვენი საკითხი დააფიქსიროთ ჩვენს წარმომადგენელთან, მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 24ბ. II სართული. 
თქვენს შეტყობინებას განიხილავს სატელეფონო ცენტრისა და ხარისხის მართვის განყოფილება, შეტყობინების დაფიქსირებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

მონაცემთა დაცვა: 
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალი ყველა ზარი იწერება. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დაზღვევის პირობებში მითითებული მიზნებისთვის.

ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ: 
სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 
მისამართი: ქ. თბილისი, აბულაძის ქ. #34

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!