facebook logo

საინფორმაციო ფურცელი

სილქ ქონების დაზღვევა

საინფორმაციო ფურცელი

გამარჯობა 

თქვენ ეცნობით სილქ ქონების დაზღვევის ძირითად პირობებს. აღნიშნული საინფორმაციო ფურცელი არ შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას და იგი არ არის დაზღვევის ხელშეკრულების ტოლფასი. შესაბამისად, მისი გაცნობა არ წარმოშობს ჩვენს შორის სამართლებრივ შედეგებს.

 

ქონების დაზღვევის პირობები

ანაზღაურების ლიმიტი თვეში: 10 000 (ათი ათასი) ლარი
1 თვის პრემია: 5 (ხუთი) ლარი;
ანაზღაურების ლიმიტი 1 კვ.მ.-ზე: მაქსიმუმ 300 (სამასი) ლარი

ფრანშიზა (არ ანაზღაურებადი მინიმუმი):

ზარალის 5% მინიმუმ 140 (ას ორმოცი) ლარი

 

ვინ არის მზღვეველი? 

მზღვეველი ორგანიზაციაა სს „თიბისი დაზღვევა“ (ს/კ 405042804). 

მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ; ცხელი ხაზი/ტელეფონი: (+995 32) 242 22 22. 
 

დაზღვევის ხელშეკრულების სახე 

წინამდებარე საინფორმაციო ფურცელი შეიცავს სილქ ქონების დაზღვევის პირობების შესახებ მოკლე ინფორმაციას. 

თქვენ მიერ შესაბამისი დაზღვევის გაფორმების შემთხვევაში, სმს-ით გამოგეგზავნებათ/გადმოგეცემათ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი „პოლისი“, რომელიც მასში მითითებულ დაზღვევის პირობებთან ერთად, წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას. 

პოლისში მითითებული დაზღვევის პირობების - სილქ ქონების დაზღვევის პირობები დეტალურად ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე www.tbcinsurance.ge. თქვენს მიერ დაზღვევის შეძენა გულისხმობს, რომ დაეთახმეთ ვებ გვერდზე განთავსებულ და პოლისში მითითებულ დაზღვევის პირობებს. 

ვინ არის დამზღვევი/დაზღვევის ობიექტი/მოსარგებლე 

წინამდებარე პირობებით, დამზღვევი არის სს „სილქნეტის“ ფიქსირებული ქსელის ფიზიკური პირი აბონენტი, რომელიც სს „სიქლნეტისაგან“ იღებს ერთ-ერთ შემდეგ 

მომსახურებას: Silk TV, ოპტიკური ინტერნეტი, Voip, Dsl , Dls tv და რომელიც არის 18 წლის ასაკს მიღწეული საქართველოს მოქალაქე. 

დაზღვევის ობიექტია საცხოვრებელი სახლის ან ბინის შიდა მოპირკეთება, რომლის მიმართაც ხორციელდება დაზღვევა. 

მოსარგებლეა საცხოვრებელი სახლის ან ბინის კანონიერი მესაკუთრე, პირი რომელსაც გააჩნია სადაზღვევო ინტერესი დაზღვეული ქონების მიმართ და უფლებამოსილია სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას მიიღოს სადაზღვევო ანაზღაურება სადაზღვევო ხელშეკრულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 

 

რა არის დაზღვეული? 

შიდა მოპირკეთება, კერძოდ: სახლის/ბინის კედლების შპალერი და/ან სხვა ტიპის საფარი, დაკიდული ჭერი, იატაკი, ფანჯრები, კარები და/ან მათი საკეტები და მინები. 

რისგან ხართ დაზღვეული? 

თქვენ დაზღვეული ხართ შემდეგი რისკებისგან:

- მეზობელი ფართიდან შემოსული წყლით დაზღვეული ქონების დაზიანება ან განადგურება (წინამდებარე დაფარვიდან გამონაკლისია დაზღვევის ძალაში შესვლამდე მიყენებული ზიანი)

- კანალიზაციის, წყალგაყვანილობის, და/ან გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა (წინამდებარე დაფარვიდან გამონაკლისია გათბობის, კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის სისტემების მოხმარების ჩვეულებრივი ნორმების დაუცველობით მიყენებული ზიანი, ცვეთადი ნაწილების შეცვლის ხარჯები, ისეთი როგორიც არის: ფილტრები, საფენები, რეზინები, რეზინის მილები, ნათურები, დამცველები, კაბელები და ელ. სადენები, რომელიც არ წარმოადგენს შიდა მოპირკეთების ელემენტებს, თუ ამ ნაწილების დაზიანება არ არის გამოწვეული სადაზღვევო შემთხვევით) 

- ხანძარი, აფეთქება (წინამდებარე დაფარვიდან გამონაკლისია დაზღვეული ქონებისთვის ცეცხლით, სითბოთი ან სხვა თერმული დამუშავების შედეგად მიყენებული ზიანი) 

ფასადის შუშის დაზიანება რაც გამოწვეულია სტიქიური მოვლენებით, კერძოდ: სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, ძლიერი ქარი (ჰაერის მასების მოძრაობა 25 მ/წმ ზე მეტი სიჩქარით). წინამდებარე დაფარვიდან გამონაკლისია:

- ზარალი, გამოწვეული დაზღვეულ ნაგებობაში თოვლის ან სეტყვის შეღწევით ღია ფანჯრებიდან, კარებიდან, ხვრელიდან (რომლებიც გაკეთებულია წინასწარ განზრახულად ან წარმოქმნილია სიძველიდან გამომდინარე ან სამშენებლო დეფექტით). 

- წინამდებარე დაფარვიდან გამონაკლისია აივნის დაზიანება, გამოწვეული, სეტყვით, დიდთოვლობით ან წყალდიდობით.

ანაზღაურების ლიმიტი 

ანაზღაურების ლიმიტის ოდენობა პოლისის მოქმედების (ყოველი თვის) განმავლობაში შეადგენს 10,000 (ათი ათასი) ლარს. 

მზღვეველის მიერ სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის შემთხვევაში, ანაზღაურების ლიმიტი დარჩენილი კალენდარული თვის განმავლობაში შემცირდება გადახდილი ანაზღაურების ოდენობით. 

რა არის ფრანშიზა? 

ფრანშიზა არის თანხა, რომლის ფარგლებშიც მზღვეველი თავისუფალია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისგან და რომელიც აკლდება ასანაზღაურებელ თანხას თითოეულ და ყოველ შემთხვევაზე. 

ფრანშიზის ოდენობა შეადგენს ზარალის 5%-ს, მინიმუმ 140 (ას ორმოცი) ლარს. 

როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი? 

დაზღვევა ძალაში შედის თქვენს მიერ სილქნეტში დაზღვევის შეძენის შესახებ განაცხადის სილქნეტის ოპერატორთან დაფიქსირების თარიღის შემდგომი თვის 1 რიცხვიდან და მოქმედებს 1 (ერთი) კალენდარული თვის განმავლობაში და ექვემდებარება ავტომატურ გაგრძელებას, იმავე ვადითა და პირობებით, თუკი თქვენ არ გამოთქვამთ დაზღვევის შეწყვეტის სურვილს ან შეწყვეტთ სადაზღვევო პრემიის გადახდას. 

სადაზღვევო პრემიის ოდენობა და გადახდის წესი 

ერთი თვის სადაზღვევო პრემია შეადგენს 5 ლარს. 

სადაზღვევო პრემიის გადახდა ხდება თვეში ერთხელ, სილქნეტის ფიქსირებული მომსახურეობის გადასახადთან ერთად. თქვენს აბონენტის ანგარიშზე არსებული თანხიდან პირველ რიგში დაიფარება სადაზღვევო პრემია, ხოლო შემდგომ სილქნეტის მომსახურების გადასახადი. 

როგორ უნდა მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას თქვენ ან თქვენი წარმომადგენელი: 

დაუყოვნებლივ (გონივრული ვადების დაცვით) დაუკავშირდით თიბისი დაზღვევას ცხელ ხაზზე: 242 22 22 და აცნობეთ შემთხვევის შესახებ; აღნიშნული შეტყობინება წერილობით უნდა იყოს დადასტურებული სადაზღვევო შემთხვევის ცხელ ხაზზე დაფიქსირებიდან 72 საათის განმავლობაში

რა არ ანაზღაურდება? 

არ ანაზღაურდება დაზღვეული ქონებისათვის მიყენებული ზიანი, რომელიც წარმოქმნილია ან უკავშირდება შემდეგ მოვლენებს: 

1. ზარალი ან დაზიანება, რომელიც დადგა სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე; ან გამოწვეულია მოვლენით, რომელიც მოხდა სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე; 

2. ომი, შემოჭრა, საომარი მოქმედება, სამოქალაქო ომი, რევოლუცია, აჯანყება, სამოქალაქო მღელვარება, გაფიცვა, ლოქაუტის, სამხედრო ან უზურპირებული ძალის, რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით მოქმედი პირის მოქმედება; ნებისმიერი ტერორისტული აქტი; 

3. კონფისკაცია, რეკვიზიცია, დაპატიმრება ან სახელმწიფო ორგანოების ბრძანებით დაზღვეული ქონების განადგურება. 

4. დაზღვეული ქონების დაზიანება, რომელიც გამოწვეული იქნება ბუნებრივი პროცესების შედეგად, კერძოდ: ცვეთა, მიმდინარე რემონტის ხარჯები, კოროზია, ეროზია, ჟანგვა, ნალექების დაგროვება, დანესტიანება; 

5. მშენებლობების, ნაგებობების ან მათი ნაწილის, ასევე მათში არსებული ქონების ან მათი ნაწილის ნგრევა ან დაზიანება, თუ ეს არ იქნება გამოწვეული სადაზღვევო რისკით; 

6. ზარალი, რომელიც გამოიწვია შინაურმა ცხოველებმა/ფრინველებმა, ქვეწარმავლებმა, მწერებმა, მღრღნელებმა ან სხვა მავნებლებმა ან დადგა შემდგომში, მათი ზემოქმედების შედეგად; 

7. ზარალი გამოწვეული დამზღვევის, მოსარგებლის, მისი წარმომადგენლის, ოჯახის წევრის ან მასთან ერთად მცხოვრები პირის პროფესიული საქმიანობით; 

8. ზარალი ან დაზიანება გამოწვეული ნარკოტიკული/ფსიქოტროპული/ალკოჰოლური ნივთიერებათა ზემოქმედების ქვეშ მყოფი დამზღვევის, მოსარგებლის, მისი წარმომადგენლის, ოჯახის წევრის ან მასთან ერთად მცხოვრები პირის ქმედებით; 

9. ზარალი ან დაზიანება, გამოწვეული დამზღვევის, მოსარგებლის, ოჯახის წევრების, ასევე პირების, რომლებიც ცხოვრობენ დაზღვეულ ნაგებობაში განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დაზღვეული ქონების მიმართ, დაზღვეული ქონების გამოყენება სხვა მიზნით; 

10. ზარალი ან დაზიანება, რომელიც გამოწვეული იქნება დაზღვეულ ქონებაში სარემონტო სამუშაოების ან სხვა სახის შეკეთებითი სამუშაოების შედეგად; 

11. მშენებლობის, ნაგებობის ან მათი ნაწილის, ასევე მათში არსებული ქონების ნგრევა ან დაზიანება, თუ ეს გამოწვეულია მშენებლობის საინჟინრო ან სხვაგვარი დეფექტით და გამოვლინდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას; 

12. ფანჯრის მინების, სარკეების, ვიტრინების და სხვა შუშის ნაწილების მსხვრევა, გარდა იმ შემთხვევებისა თუ ასეთი დაზიანება/მსხვრევა არ არის გამოწვეული დაზღვეული რისკით; 

13. ნებისმიერი სახის ზარალი ან დაზიანება გამოწვეული იმ რისკების შედეგად, რომელიც არ არის მითითითებული დაზღვეული რისკების ჩამონათვალში; 

14. დაზღვეული ქონების ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანება და მწყობრიდან გამოსვლა; 

15. არაპირდაპირი ზიანი, გამოწვეული დაზღვეული რისკების შედეგად; 

16. დამზღვევის მხრიდან წინამდებარე პირობებითა ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით; 

17. სადაზღვევო შემთხვევის პროვოცირება, ინსცენირება ან გაყალბებული დოკუმენტების წარმოდგენა; 

18. სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც დადგა დაზღვეული ქონების 90 (ოთხმოცდაათი) კალენდარულ დღეზე მეტი ხნით მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის დროს. 

 

დაზღვევას არ ექვემდებარება: 

1. გადამცემი და გამანაწილებელი ხაზები; 

2. ანძები, ანტენები, ღია ელექტრომავთულები, ტენტები და სხვა შენობა/ ნაგებობის გარეთა მხარეს მდებარე ქონება (აღნიშნული გამონაკლისი არ ეხება შენობა ნაგებობის გარეთ დამონტაჟებულ გათბობა/გაგრილების სისტემებს); 

3. ქონება, რომელიც მდებარეობს დაზღვეულ ტერიტორიაზე, მაგრამ არ ეკუთვნის დამზღვევს და არ არის მითითებული პოლისში - ხელშკრულების შესაბამის დანართში; 

4. დაზღვეულად არ ჩაითვლება ის შენობები და ნაგებობები, ასევე იქ განთავსებული ქონება თუ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ აღიარებულია ავარიულად; 

5. ქონება, რომელიც არ გამოიყენება საყოფახცოვრებო მიზნით; ავტო-ფარეხი, ფარდული, საცურაო აუზი, ბაღი, ღობეები, ჭიშკარი, საცხოვრებელ სახლში მეზობლების საერთო სარგებლობაში მყოფი ქონება, სამეურნეო ნაგებობი ან ნებისმიერი ნაგებობა, რომელიც არ არის განკუთვნილი საცხოვრებლად; 

6. მხატვრულად დამუშავებული მინები;
 

რა ვადაში ანაზღაურდება ზარალი? 

ზარალის ანაზღაურება გაიცემა ორივე მხარის მიერ სადაზღვევო შემთხვევის დარეგულირების აქტზე ხელმოწერიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის განმავლობაში; 

რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს დაზღვევა და როგორ ხდება დაზღვევის გაუქმება? 

სადაზღვევო ხელშეკრულება წყდება შემდეგ შემთხვევებში: 

- დაზღვეული ქონება აღარ არსებობს სადაზღვევო შემთხვევისაგან დამოუკიდებელი მიზეზით; 

- დამზღვევმა/მოსარგებლემ განზრახ გამოიწვია საფრთხის ზრდა ან დროულად არ შეგვატყობინა საფრთხის ზრდის შესახებ; 

- დამზღვევის მიერ დამალულია, ან არასწორადაა მოწოდებული, ან მოწოდებულია გაყალბებული ინფორმაცია – ასეთ შემთხვევაში მზღვეველი იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურებაზე და შეწყვიტოს დაზღვევა წინასწარი შეტყობინების საფუძველზე; 

- მზღვეველის მიერ ვალდებულებების მთლიანად შესრულება (ვალდებულების შესრულების მომენტიდან); 

- დამზღვევის გარდაცვალებისას, გარდა იმ შემთხვევისა როდესაც დამზღვევი და მოსარგებლე ერთი და იგივე პირია და დაზღვეულ ქონებაზე საკუთრების უფლება გადადის სხვა პირზე; 

- სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე; 

- დამზღვევის მიერ 1 თვის პრემიის გადაუხდელობის შემთხვევაში; 

- დამზღვევის მიერ დაზღვევის შეწყვეტაზე განაცხადის დაფიქსირების შემთხვევაში; 

- საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შემთხვევებში. 

დამზღვევს აქვს უფლება ნებისმიერ დროს შეწყვიტოს სადაზღვეო პოლისი, რის შესახებაც უნდა აცნობოს სს სილქნეტს 3 (სამი) კალენდარული დღით ადრე. დაზღვევის შეწყვეტა ხდება მხოლოდ თვის 1 რიცხვიდან. დამზღვევმა სრულად უნდა გადაიხადოს პოლისის გაუქმების თარიღისათვის გამომუშავებული სადაზღვევო პრემია. 

მომხმარებელთა უფლებების დაცვა: 

დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: 2 42 22 22 ან მოგვმართოთ ელექტრონული ფორმით ჩვენი ვებ გვერდიდან: www.tbcinsurance.ge. ასევე, შეგიძლიათ თქვენი საკითხი დააფიქსიროთ ჩვენს წარმომადგენელთან, მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 24ბ. II სართული. 

თქვენს შეტყობინებას განიხილავს სატელეფონო ცენტრისა და ხარისხის მართვის განყოფილება, შეტყობინების დაფიქსირებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში. 

მონაცემთა დაცვა: 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალი ყველა ზარი იწერება. თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დაზღვევის პირობებში მითითებული მიზნებისთვის. 

ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ: 

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური 

მისამართი: ქ. თბილისი, აბულაძის ქ. #34 
 

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!