facebook logo

საინფორმაციო ფურცელი

კრიტიკული დაავადებებისგან დაზღვევა TBCCI-01-18

 

გამარჯობა

თქვენ ეცნობით ავთვისებიანი სიმსივნეებისაგან დაზღვევის ძირითად პირობებს. აღნიშნული საინფორმაციო ფურცელი არ შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას და იგი არ არის დაზღვევის ხელშეკრულების ტოლფასი. შესაბამისად, მისი გაცნობა არ წარმოშობს ჩვენს შორის სამართლებრივ შედეგებს.

 

ვინ არის მზღვეველი?

მზღვეველი ორგანიზაციაა სს „თიბისი დაზღვევა“ (ს/კ 405042804).

მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ; ცხელი ხაზი/ტელეფონი: (+995 32) 242 22 22.

 

დაზღვევის ხელშეკრულების სახე

წინამდებარე საინფორმაციო ფურცელი შეიცავს ავთვისებიანი სიმსივნეებისაგან დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თქვენ მიერ შესაბამისი დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, გადმოგეცემათ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი „პოლისი“, რომელიც მასში მითითებულ დაზღვევის პირობებთან ერთად, წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას. პოლისში მითითებული დაზღვევის დეტალური პირობების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე www.tbcinsurance.ge. თქვენს მიერ დაზღვევის შეძენა გულისხმობს, რომ დაეთახმეთ საიტზე განთავსებულ და პოლისში მითითებულ დაზღვევის პირობებს #TBCCI-01-18.

 

რისგან ხართ დაზღვეული?

დაზღვეული რისკია: სადაზღვევო პერიოდში, მოცდის პერიოდის ამოწურვის შემდგომ დიაგნოსტირებული ავთვისებიანი სიმსივნე.

 

რომელ ქვეყნებში ვრცელდება დაზღვევა?

დაზღვევა ვრცელდება მთელ მსოფლიოზე.

 

თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის შესახებ:

დაზღვევის შესაძენად, უნდა გადაიხადოთ სადაზღვევო პრემია, თქვენს მიერ შერჩეული და მზღვეველთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, რაც ასახული იქნება პოლისში.

 

როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი?

სადაზღვევო პოლისი აქტიურდება პოლისში მითითებული პერიოდის დასაწყისი დღის 24 საათზე, თუ პოლისით განსაზღვრული პირველი ან ერთჯერადი სადაზღვევო პრემია გადახდილია სრულად.

 

როგორ უნდა მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას:

 

რა არ ანაზღაურდება?

დაზღვევით არ იფარება და შესაბამისად, ანაზღაურებას არ ექვემდებარება, თუ

 

ავთვისებიანი ინვაზიური სიმსივნის გამონაკლისებს წარმოადგენს:

ავთვისებიანი სიმსივნის პრე-ინვაზიურ სტადიაზე გამონაკლისებს წარმოადგენს:

დაზღვევამდე არსებული დაავადებების/მდგომარეობების გამონაკლისები დაზღვეული შვილების შემთხვევაში:

წინამდებარე პირობებით არ იფარება დაზღვევამდე არსებული დაავადებები შემდეგი კრიტერიუმების შესაბამისად:

ალტერნატიული სამედიცინო დასკვნა არ მზადდება, თუ:

წინამდებარე დაზღვევით სამედიცინო მომსახურების (გამოკვლევებისა, კონსულტაციების და მკურნალობის), მგზავრობისა და სასტუმროს ხარჯები ანაზღაურებას არ ექვემდებარება.

 

რამდენ დღეში გაიცემა სადაზღვევო ანაზღაურება?

სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა 15 (თხუთმეტი) სამუშაო დღეში.

 

რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს დაზღვევა და როგორ?

 

დაზღვევა ავტომატურად წყდება:

თუ ანაზღაურება სადაზღვევო თანხის 100%-ის ოდენობით გაიცა დაზღვეულის შვილზე/შვილებზე, სადაზღვევო პოლისი აგრძელებს მოქმედებას, მაგრამ სადაზღვევო დაფარვა ამ კონკრეტული შვილის/შვილების მიმართებაში წყდება და არ ექვემდებარება განახლებას.

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვა:

დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: 2 42 22 22 ან ელექტრონული ფორმით ჩვენი ვებ გვერდიდან: www.tbcinsurance.ge. ასევე, შეგიძლიათ თქვენი საკითხი დააფიქსიროთ ჩვენს წარმომადგენელთან, მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 24. II სართული. თქვენს შეტყობინებას განიხილავს სატელეფონო ცენტრისა და ხარისხის მართვის განყოფილება, შეტყობინების დაფიქსირებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

მონაცემთა დაცვა:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალი ყველა ზარი იწერება.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დაზღვევის პირობებში მითითებული მიზნებისთვის.

 

ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ:

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

მისამართი: ქ. თბილისი, აბულაძის ქ. #34

 

მადლობა, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!