facebook logo

საინფორმაციო ფურცელი

ქონების დაზღვევა PRO/003/18

საინფორმაციო ფურცელი

გამარჯობა

თქვენ ეცნობით ქონების დაზღვევის ძირითად პირობებს. აღნიშნული საინფორმაციო ფურცელი არ შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას და იგი არ არის დაზღვევის ხელშეკრულების ტოლფასი. შესაბამისად. მისი გაცნობა არ წარმოშობს ჩვენს შორის სამართლებრივ შედეგებს.

 

ვინ არის მზღვეველი?

მზღვეველი ორგანიზაციაა სს „თიბისი დაზღვევა“ (ს/კ 405042804).

მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ; ცხელი ხაზი/ტელეფონი: (+995 32) 242 22 22.

 

დაზღვევის ხელშეკრულების სახე

წინამდებარე საინფორმაციო ფურცელი შეიცავს ქონების დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ მოკლე ინფორმაციას. თქვენ მიერ შესაბამისი დაზღვევის შეძენის შემთხვევაში, გადმოგეცემათ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი „პოლისი“, რომელიც მასში მითითებულ დაზღვევის პირობებთან ერთად, წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას. პოლისში მითითებული დაზღვევის დეტალური პირობების ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე www.tbcinsurance.ge. თქვენს მიერ დაზღვევის შეძენა გულისხმობს, რომ დაეთახმეთ საიტზე განთავსებულ და პოლისში მითითებულ დაზღვევის პირობებს # PRO/003/18.

 

რა არის დაზღვეული?

შიდა მოპირკეთება (რემონტი) და შიგთავსი (ავეჯი და საყოფაცხოვრებო ტექნიკა).

დამატებითი დაფარვა მოიცავს მესამე პირის მიმართ პასუხისმგებლობს დაზღვევას.

 

რა ტერიტორიაზე ვრცელდება დაზღვევა?

სადაზღვევო პოლისში მითითებული მისამართი, სადაც განთავსებულია დაზღვეული ქონება და რომლის ფარგლებშიც მოქმედებს წინამდებარე ხელშეკრულებით განსაზღვრული დაფარვა.

სადაზღვევო დაფარვა მოქმედებს მხოლოდ იმ ტერიტორიულ ფარგლებში, რომელიც მითითებულია შესაბამის სადაზღვევო პოლისში (დაზღვევის ტერიტორია). დაზღვეული ქონების სხვა ტერიტორიაზე გადაადგილების დროს სადაზღვევო დაფარვა არ იმოქმედებს.

 

რისგან ხართ დაზღვეული?

ქონების დაზღვევის შეძენისას, ანაზღაურდება ქონებისათვის მიყენებული ზიანი, რომელიც გამოწვეულია ქვემოთ მითითებული სადაზღვევო რისკებით:

•          მეზობელი ფართიდან შემოსული წყლით დაზღვეული ქონების დაზიანება ან განადგურება;

•          კანალიზაციის ან წყალგაყვანილობის, ელ. გაყვანილობის და/ან გათბობის სისტემების მწყობრიდან უეცარი და მოულოდნელი გამოსვლა;

•          ხანძარი, აფეთქება, კვამლით დაზიანება;

•          სტიქიური მოვლენები კერძოდ: წვიმა (ნალექის მოცულობა აღემატება 10სმ/25სთ), სეტყვა, წყალდიდობა, მიწისძვრა, ძლიერი ქარი (ჰაერის მასების მოძრაობა 25მ/წმ ზე მეტი სიჩქარით);

•          ქურდობა შეღწევით, ძარცვა, ყაჩაღობა (დადასტურებული შსს-ს მიერ);

•          მესამე პირის მიერ ჩადენილი ვანდალიზმი.

სადაზღვევო შემთხვევებად ითვლება მხოლოდ ის მოვლენები, რომელიც დადგა პოლისში მითითებული სადაზღვევო პერიოდის დაწყებიდან 14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის გასვლის შემდეგ და არაუგვიანეს პოლისში მითითებული სადაზღვევო პერიოდის დასრულების თარიღისა.

 

თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის შესახებ:

დაზღვევის შესაძენად, უნდა გადაიხადოთ სადაზღვევო პრემია, თქვენს მიერ შერჩეული და მზღვეველთან შეთანხმებული გრაფიკის შესაბამისად, რასაც ასახული იქნება პოლისში. თქვენი ფინანსური თანამონაწილეობა, ასევე შესაძლოა განისაზღვროს ფრანშიზის ოდენობით, რომლის ოდენობა მითითებული იქნება პოლისში. ასეთ შემთხვევაში, თითოეულ სადაზღვევო შემთხვევაზე გასაცემ ანაზღაურებას დააკლდება სადაზღვევო პოლისში მითითებული ფრანშიზის ოდენობა.

 

როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი?

დაზღვევის ხელშეკრულება ძალაში შედის პოლისში მითითებული სადაზღვევო პრემიის პირველი შენატანის გადახდისას, მაგრამ არაუადრეს სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი თარიღის 24 საათისა და მოქმედებს პოლისში მითითებული ვადის ბოლო თარიღის 24 საათამდე.

 

როგორ მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას:

•          სადაზღვევო შემთხვევის დროს დამზღვევლი ვალდებულია დაუყოვნებლივ (გონივრული ვადების დაცვით) შეატყობინოს მზღვეველს სადაზღვევო შემთხვევის შესახებ ცხელ ხაზზე - 2 42 22 22. აღნიშნული შეტყობინება წერილობით უნდა იყოს დადასტურებული სადაზღვევო შემთხვევის ცხელ ხაზზე დაფიქსირებიდან 72 საათის განმავლობაში.

•          დამზღვევმა უნდა შეასრულოს მზღვეველის მითითებები;

•          გამოიძახოს საპატრულო პოლიცია, მესამე პირის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღდეგო ქმედებისას, ხოლო ხანძრისა და აფეთქებისას მიმართოს შესაბამის ორგანოებს (სახანძრო დეპარტამენტი, საავარიო სამსახური).

დამზღვევი ვალდებულია მიიღოს ყველა გონივრული ზომა სადაზღვევო შემთხვევის დროს ზარალის შეწყვეტის, შემცირების ან დაზღვეული ქონების გადარჩენის მიზნით და ეცადოს შეინარჩუნოს დაზიანებული ქონება მზღვეველის წარმომადგენლის მისვლამდე იმ სახით, რა მდგომარეობაში სადაზღვევო შემთხვევის შემდგომ აღმოჩნდა.

 

რა არ ანაზღაურდება?

დაზღვევა არ ვრცელდება შემდეგ ობიექტებზე:

•          ნაღდი ფული, აქციები, ობლიგაციები და სხვა ფასიანი ქაღალდები, ხელნაწერები, ფოტოსურათები, ნეგატივები, სქემები, ნახაზები და სხვა დოკუმენტები, ბუღალტრული, საქმიანი წიგნები და მასში არსებული ინფორმაცია;

•          მოდელები, მაკეტები, ნიმუშები, ფორმები და ა.შ;

•          ძვირფასილითონის ნაკეთობანი; ძვირფასი, ნახევრადძვირფასი და სანაკეთო ქვები; ძვირფასი და იშვიათი ლითონები მავთულის, ზოდის, ქვიშის, თვითნაბადი სახით და ძვირფასი ქვები დამუშავების და მოჭედვის გარეშე; ანტიკვარიატი, მათ შორის ავეჯი, რომლის ასაკი აღემატება 50 წელს, მარკების, მონეტების, ფულადი ნიშნების, და სხვა სახის კოლექცია, ასევე ნახატები, სურათები, სკულპტურები და სხვა ხელოვნების ნიმუშები;

•          კომპიუტერისა და სხვა სახის ანალოგიურ სისტემებში არსებული ტექნიკური საინფორმაციო საშუალებები (მაგნიტური ბლოკი, მაგნიტური ლენტა, საინფორმაციაო ბლოკი და სხვა) და ინფორმაციის სხვა მატარებლები; კომპიუტერული პროგრამები, ელექტროინფორმაციის დროებითი შენახვის და გადატანის საშუალებები (დისკები, კასეტები, მეხსიერების ბარათები და ა.შ);

•          საბრძოლო მასალა და სარეწი იარაღები, ფეთქებადი ნივთიერებები;

•          გადამცემი და გამანაწილებელი ხაზები;

•          ცხოველები; ფრინველები; ნარგავები, მარცვლოვანი კულტურები;

•          ავტო-სატრანსპორტო საშუალებები;

•          ანძები, ანტენები, ღია ელექტრომავთულები, ტენტები და სხვა შენობა/ ნაგებობის გარეთა მხარეს მდებარე ქონება (აღნიშნული გამონაკლისი არ ეხება შენობა ნაგებობის გარეთ დამონტაჟებულ გათბობა/გაგრილების სისტემებს);

•          კვების პროდუქტები;

•          ქონება, რომელიც მდებარეობს დაზღვეულ ტერიტორიაზე, მაგრამ არ ეკუთვნის დამზღვევს და არ არის მითითებული პოლისი - ხელშკრულების შესაბამის დანართში;

•          დაზღვეულად არ ჩაითვლება ის შენობები და ნაგებობები, ასევე იქ განთავსებული ქონება თუ კომპეტენტური სახელმწიფო ორგანოების მიერ აღიარებულია ავარიულად;

•          ქონება, რომელიც არ გამოიყენება საყოფახცოვრებო მიზნით; ავტო-ფარეხი, ფარდული, საცურაო აუზი, ბაღი, ღობეები, ჭიშკარი, საცხოვრებელ სახლში მეზობლების საერთო სარგებლობაში მყოფი ქონება, სამეურნეო ნაგებობი ან ნებისმიერი ნაგებობა, რომელიც არ არის განკუთვნილი საცხოვრებლად;

•          მხატვრულად დამუშავებული მინები;

•          საყოფაცხოვრებო მოხმარების ნივთები, რომელთა ასაკი აღემატება 8 წელს.

          დაზღვევისას, არ ანაზღაურდება შემთხვევები:

•          მზღვეველთან წერილობითი შეთანხმების გარეშე დამზღვევმა გაიღო ხარჯები;

•          დაზღვეული ქონების სხვა ტერიტორიაზე გადაადგილების დროს (დაფარვის ტერიტორიიდან) სადაზღვევო დაფარვა არ იმოქმედებს;

•          ომი, შემოჭრა, საომარი მოქმედება, სამოქალაქო ომი, რევოლუცია, აჯანყება, სამოქალაქო მღელვარება, გაფიცვა, ლოქაუტის, სამხედრო ან უზურპირებული ძალის, რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციის სახელით მოქმედი პირის მოქმედება; ნებისმიერი ტერორისტული აქტი;

•          კონფისკაცია, რეკვიზიცია, დაპატიმრება ან სახელმწიფო ორგანოების ბრძანებით დაზღვეული ქონების განადგურება.

•          დაზღვეული ქონების დაზიანება, რომელიც გამოწვეული იქნება ბუნებრივი პროცესების შედეგად, კერძოდ: საყოფაცხოვრებო ტექნიკის ამორტიზაცია, ცვეთა, მიმდინარე რემონტის ხარჯები, კოროზია, ეროზია, ჟანგვა, ნალექების დაგროვება, დანესტიანება;

•          მშენებლობების, ნაგებობების ან მათი ნაწილის, ასევე მათში არსებული ქონების ან მათი ნაწილის ნგრევა ან დაზიანება, თუ ეს არ იქნება გამოწვეული სადაზღვევო რისკით;

•          ზარალი, რომელიც გამოიწვია შინაურმა ცხოველებმა/ფრინველებმა, ქვეწარმავლებმა, მწერებმა, მღრღნელებმა ან სხვა მავნებლებმა ან დადგა შემდგომში, მათი ზემოქმედების შედეგად;

•          ზარალი გამოწვეული დამზღვევის, მისი წარმომადგენლის, ოჯახის წევრის ან მასთან ერთად მცხოვრები პირის პროფესიული საქმიანობით;

•          ზარალი ან დაზიანება გამოწვეულია დამზღვევის, მისი წარმომადგენლის, ოჯახის წევრის ან მასთან ერთად მცხოვრები პირის არაფხიზელ მდგომარეობაში ჩადენილი ქმედებით;

•          ზარალი ან დაზიანება, გამოწვეული დამზღვევის (მოსარგებლის), დამზღვევის ოჯახის წევრების, ასევე პირების, რომლებიც ცხოვრობენ დაზღვეულ ნაგებობაში განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით დაზღვეული ქონების მიმართ, რაც გამოიხატება შემდეგში: მათ მიერ დაზღვეული ქონების გამოყენება სხვა მიზნით (ვიდრე მითითებულია სადაზღვევო პოლისში) და/ან დადგენილი კანონის ან სხვა ნორმატიული აქტის და სახანძრო უსაფრთხოების, სამუშაოების უსაფრთხო ჩატარების, სამშენებლო ნორმების, წესების და ინსტრუქციების დარღვევა ექსპლუატაციის რეგლამენტირების, ელექტრო/გაზის ხელსაწყოების, გასათბობი მოწყობილობების შენახვის პირობების დარღვევა, ასევე დაზღვეული ქონების გამოყენება სხვა მიზნით და ა.შ;

•          საყოფაცხოვრებო ტექნიკის მწარმოებლის დეფექტები ან მომწოდებლის მიერ გაცემული გარანტიით დაფარული ხარჯები;

•          ინფორმაციის (მაგ: კომპიუტერის მყარ დისკზე არსებული ინფორმაცია და სხვ.) აღდგენის ხარჯები;

•          ზარალი ან ზიანი, რომელიც დადგა სადაზღვევო პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე; ან გამოწვეულია მოვლენით, რომელიც მოხდა სადაზღვევო პერიოდის დაწყებამდე;

•          ზარალი ან დაზიანება, რომელიც გამოწვეული იქნება დაზღვეულ ქონებაში სარემონტო სამუშაოების ან სხვა სახის შეკეთებითი სამუშაოების შედეგად;

•          მშენებლობის, ნაგებობის ან მათი ნაწილის, ასევე მათში არსებული ქონების ნგრევა ან დაზიანება, თუ ეს გამოწვეულია მშენებლობის საინჟინრო ან სხვაგვარი დეფექტით და გამოვლინდა სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას;

•          ფანჯრის მინების, სარკეების, ვიტრინების და სხვა შუშის ნაწილების მსხვრევა, გარდა იმ შემთხვევებისა თუ ასეთი დაზიანება/მსხვრევა არ არის გამოწვეული დაზღვეული რისკით;

•          ნებისმიერი სახის ზარალი ან დაზიანება გამოწვეული იმ რისკების შედეგად, რომელიც არ არის მითითითებული დაზღვეული რისკების ჩამონათვალში;

•          დაზღვეული ქონების ნებისმიერი სახის მექანიკური დაზიანება და მწყობრიდან გამოსვლა;

•          არაპირდაპირი ზიანი, გამოწვეული დაზღვეული რისკების შედეგად;

•          დამზღვევის მხრიდან წინამდებარე პირობებითა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობით;

•          სადაზღვევო შემთხვევის პროვოცირება, ინსცენირება ან გაყალბებული დოკუმენტების წარმოდგენა;

•          სადაზღვევო შემთხვევა, რომელიც დადგა დაზღვეული ქონების 30 კალენდარულ დღეზე მეტი ხნით მეთვალყურეობის გარეშე ყოფნის დროს;

•          იმ შემთხვევაში, თუ დაზღვეული ფართი მდებარეობს შენობის ბოლო სართულზე და მზღვეველმა აანაზღაურა ზარალი, რომელიც გამოწვეული იყო დაზღვეული რისკითა და შენობის სახურავის დაზიანებით, მზღვეველი არ აანაზღაურებს ნებისმიერ მომდევნო ზარალს ან ზიანს, თუ უკვე ანაზღაურებული ზარალის შემდეგ არ მოხდა დაზიანებული სახურავის შეკეთება. აღნიშნული პირობა ეხება მოსარგებლესა;

•          ისეთი ქონებისათვის, რომელიც განთავსებულია შენობაში, რომელიც აშენებულია 1955 წელს ან უფრო ადრე, არ ანაზღაურდება: - მეზობელი ფართიდან შემოსული წყლით დაზღვეული ქონების დაზიანება ან განადგურება; - კანალიზაციის და/ან წყალგაყვანილობის ელექტროგაყვანილობის და/ან გათბობის სისტემების მწყობრიდან გამოსვლით დაზღვეული ქონების დაზიანება ან განადგურება; - სტიქიური უბედურებით დაზღვეული ქონების დაზიანება ან განადგურება;

•          იმ შემთხვევაში თუ შიგთავსის რომელიმე ერთეული ობიექტის ღირებულება აღემატება ხელშეკრულების დანართში მითითებულ ოდენობებს, აღნიშნული ობიექტების ჩამონათვალი მითითებული უნდა იყოს სადაზღვევო პოლისში, ან მის დანართში და ხელმოწერილი იყოს სადაზღვევო კომპანიის უფლებამოსილი წარმომადგენლისა და დამზღვევის მიერ. აღნიშნული შიგთავსის ჩამონათვალი აუცილებლად უნდა შეიცავდეს ინფორმაციას თითოეული დასაზღვევი ერთეულის მოდელის/ მარკის, გამოშვების თარიღისა და ღირებულების შესახებ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სადაზღვევო კომპანია უფლებამოსილია უარი თქვას სადაზღვევო ანაზღაურების გაცემაზე.

•          იმ შემთხვევაში, თუ დამზღვევს სურს დანართში გათვალისწინებული ჩამონათვალისაგან განსხვავებული, დამატებითი ქონების დაზღვევა, რომლის რეალური ღირებულება აღემატება დანართში მითითებულ ლიმიტს, დამზღვევი ვალდებულია მზღვეველს წინასწარ მიაწოდოს ასეთი ნივთების ჩამონათვალი, შესაბამისი ღირებულებების მითითებით. წინააღმდეგ შემთხვევაში მზღვეველი იტოვებს უფლებას უარი თქვას ანაზღაურებაზე ან გასცეს ანაზღაურება დანართში მითითებული ლიმიტის ფარგლებში;

•          დამზღვევის მიერ დამალულია, ან არასწორადაა მოწოდებული, ან მოწოდებულია გაყალბებული ინფორმაცია – ასეთ შემთხვევაში მზღვეველი იტოვებს უფლებას უარი განაცხადოს სადაზღვევო ანაზღაურებაზე და შეაჩეროს დაზღვევა წინასწარ შეტყობინების საფუძველზე.

მესამე პირის მიმართ სამოქალაქო პასუხისმგებლობის დაზღვევისას, ზემოთ ჩამოთვლილ გამონაკლისებთან ერთად, არ ანაზღაურდება შემთხვევები:

•             ზიანი იჯარით, გირაოთი, ლიზინგით აღებული და/ან ნაქირავები ქონებისათვის;

•             ზიანი, გათვალისწინებული რაიმე სხვა ხელშეკრულებით, ნებისმიერი სახის     ჯარიმა;

•             ნებისმიერი სახის მორალური ზიანი;

•             ავეჯის/ქონებისათვის, რომლის წლოვანებაც აღემატება 50 წელს.

 

ანაზღაურების ძირითადი პირობები

დაზღვევის პერიოდში, ანაზღაურების მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრება სადაზღვევო თანხის ლიმიტით.

სრული ზარალის შემთხვევაში – გაიცემა ქონების აღდგენითი ან შენაცვლებითი ღირებულება, მაგრამ არაუმეტეს პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხისა (პოლისში მითითებული ფრანშიზის გამოკლებით); დაზღვეული ქონების ნაწილობრივი დაზიანების შემთხვევაში – გაიცემა მის დაზიანებამდე არსებული მდგომარეობის აღსადგენად საჭირო თანხა, მაგრამ არაუმეტეს პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო თანხისა (პოლისში მითითებული ფრანშიზის გამოკლებით).

 

 

რამდენ დღეში ანაზღაურდება ზარალი?

ზარალის ანაზღაურება მოხდება ჩვენს შორის ზარალის ოდენობაზე წერილობითი შეთანხმების გაფორმებიდან 14  (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში.

 

რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს დაზღვევა?

დაზღვევა შეიძლება შეწყდეს, როგორც თქვენი ასევე სადაზღვევო კომპანიის მოთხოვნით, ნებისემიერ დროს. პოლისის შეწყვეტა დამზღვევის მიერ წერილობითი შეტყობინებიდან 5 (ხუთი) კალენდარული დღის ვადაში ხორციელდება. პოლისის გაუქმების შემდგომ ანგარიშსწორება ხორციელდება ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით.

დაზღვევა ასევე  შეწყდება, თუ თქვენ არ იხდით სადაზღვევო პრემიას  და პოლისში მითითებული გადახდის თარიღიდან გადაცილებულია 30 კალენდარული დღე (აქ იგულისხმება პოლისში მითითებული გრაფიკით გათვალისწინებული ნებისმიერი გადახდა, გარდა პირველი გადახდისა).

 

მომხმარებელთა უფლებების დაცვა:

დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: 242 22 22 ან ელექტრონული ფორმით ჩვენი ვებ გვერდიდან: www.tbcinsurance.ge. ასევე, შეგიძლიათ თქვენი საკითხი დააფიქსიროთ ჩვენს წარმომადგენელთან, მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 24ბ. II სართული.

თქვენს შეტყობინებას განიხილავს სატელეფონო ცენტრისა და ხარისხის მართვის განყოფილება, შეტყობინების დაფიქსირებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

 

მონაცემთა დაცვა:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალი ყველა ზარი იწერება.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დაზღვევის პირობებში მითითებული მიზნებისთვის.

 

ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ:

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

მისამართი: ქ. თბილისი, აბულაძის ქ. #34

 

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!