facebook logo

საინფორმაციო ფურცელი

სესხის დაზღვევა PPI/002/19

საინფორმაციო ფურცელი

გამარჯობა

 

თქვენ ეცნობით სესხის შენატანის დაზღვევის ძირითად პირობებს. აღნიშნული საინფორმაციო ფურცელი არ შეიცავს ამომწურავ ინფორმაციას და იგი არ არის დაზღვევის ხელშეკრულების ტოლფასი. შესაბამისად, მისი გაცნობა არ წარმოშობს ჩვენს შორის სამართლებრივ შედეგებს.

 

ვინ არის მზღვეველი?

 

მზღვეველი ორგანიზაციაა სს „თიბისი დაზღვევა“ (ს/კ 405042804). მისამართი: ქ. თბილისი, ალ. ყაზბეგის გამზ. #24ბ; ცხელი ხაზი/ტელეფონი: (+995 32) 242 22 22.

 

დაზღვევის ხელშეკრულების სახე

 

წინამდებარე საინფორმაციო ფურცელი შეიცავს სესხის შენატანის დაზღვევის ხელშეკრულების შესახებ მოკლე ინფორმაციას.

თქვენ მიერ შესაბამისი დაზღვევის გაფორმების შემთხვევაში, გადმოგეცემათ დაზღვევის დამადასტურებელი დოკუმენტი „პოლისი“, რომელიც მასში მითითებულ დაზღვევის პირობებთან ერთად, წარმოადგენს დაზღვევის ერთიან ხელშეკრულებას.

პოლისში მითითებული დაზღვევის პირობების - PPI/002/19 დეტალურად ნახვა შეგიძლიათ ჩვენს ვებ გვერდზე www.tbcinsurance.ge. თქვენს მიერ დაზღვევის შეძენა გულისხმობს, რომ დაეთახმეთ ვებ გვერდზე განთავსებულ და პოლისში მითითებულ დაზღვევის პირობებს. 

 

ვინ არის დამზღვევი/დაზღვეული?

 

დამზღვევი/დაზღვეული არის თიბისი ბანკის მსესხებელი ფიზიკური პირი, რომელიც უშუალოდ პასუხისმგებელია სესხის შენატანების განხორციელებაზე. სესხზე ერთზე მეტი მსესხებლის არსებობის შემთხვევაში, მისი დაზღვევა შეუძლია მხოლოდ ერთ მსესხებელს

 

რისგან ხართ დაზღვეული?

 

თქვენ დაზღვეული ხართ შემდეგი რისკებისგან:

A.    იძულებითი უმუშევრობა, გამოწვეული ერთ-ერთი შემდეგი მიზეზით: 
•    ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომელიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას;
•    დასაქმებულის კვალიფიკაციის ან პროფესიული უნარ-ჩვევების შეუსაბამობა მის მიერ დაკავებულ თანამდებობასთან/შესასრულებელ სამუშაოსთან;
•    სასამართლო განაჩენის ან გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლა, რომელიც გამორიცხავს სამუშაოს შესრულების შესაძლებლობას;
•    დამსაქმებელი ფიზიკური პირის გარდაცვალება;
•    დამსაქმებელი იურიდიული პირის გადახდისუუნარობის/ლიკვიდაციის წარმოების დაწყება;
•    დამსაქმებელი იურიდიული პირის რეორგანიზაცია (საშტატო ერთეულის გაუქმება, შემცირება);
•    სხვა ობიექტური გარემოება, რომელიც ამართლებს შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას. 

 

 

იმ შემთხვევაში თუ დამზღვევს გააჩნია ერთზე მეტი სამუშაო ადგილი, ან გააჩნია სხვა დასაბუთებული სტაბილური შემოსავლის წყარო, მაშინ მის მიერ მხოლოდ ერთი სამსახურის დაკარგვა არ ჩაითვლება სადაზღვევო შემთხვევად, თუ მისი ჯამური შემოსავალი არ შემცირდება 30% ან მეტი წილით.

B.    უბედური შემთხვევით გამოწვეული დამზღვევის შრომისუუნარობა, თუ ეს გამოიწვევს დამზღვევის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტას.  
C.    უბედური შემთხვევით გამოწვეული დამზღვევი პირის გარდაცვალება, თუ გარდაცვალება გამოწვეულია სადაზღვევო პერიოდში დამდგარი უბედური შემთხვევით და დამზღვევი გარდაიცვალა უბედური შემთხვევის დადგომიდან 6 (ექვსი) თვის ვადაში; 


 

თქვენი ფინანსური თანამონაწილეობის შესახებ:

დაზღვევის შესაძენად, უნდა გადაიხადოთ სადაზღვევო პრემია პოლისში მითითებული გრაფიკის შესაბამისად.

ჩვენ ანაზღაურებას მოვახდენთ თქვენს მიერ წინასწარ შერჩეული ყოველთვიური ლიმიტის გათვალისწინებით, სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ 1 (ერთი) თვიანი მოცდის პერიოდის გასვლიდან მაქსიმუმ 6 (ექვსი) თვის განმავლობაში.

სადაზღვევო ანაზღაურება გაიცემა პოლისის გაფორმების შემდგომ სულ მცირე 3 (სამი) თვის და სადაზღვევო შემთხვევის დადგომიდან 1 (ერთი) თვის გასვლის შემდგომ, რაც გულისხმობს, რომ პოლისის გაფორმებიდან მინიმუმ 4 (ოთხი) თვის განმავლობაში თავად მოგიწევთ სესხის შენატანის ბანკისათვის გადახდა. 


 

როგორ აქტიურდება სადაზღვევო პოლისი?

 

 

 

დაზღვევის ხელშეკრულება ძალაში შედის პოლისში მითითებული სადაზღვევო პრემიის პირველი შენატანის გადახდისას, მაგრამ არაუადრეს სადაზღვევო პერიოდის დასაწყისი თარიღის 24 საათისა და მოქმედებს პოლისში მითითებული ვადის ბოლო თარიღის 24 საათამდე.

 

ავტომატური განახლება

 

წინამდებარე დაზღვევა ექვემდებარება ავტომატურ განახლებას ყოველწლიურად, პოლისში მითითებული სესხის/საკრედიტო ბარათის ვადის ბოლომდე, გარდა იმ შემთხვევისა თუ პოლისზე დაფიქსირდა მოთხოვნა ანაზღაურებაზე (მიუხედავად იმისა, მოხდა თუ არა მოთხოვნის სადაზღვევო შემთხვევად კვალიფიცირება) ან თუ პოლისი გაუქმდა მზღვეველის ან დამზღვევის ინიციატივით.

 

როგორ უნდა მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას თქვენ ან თქვენი წარმომადგენელი:

 

დაუყოვნებლივ, მაგრამ არაუგვიანეს 15 (თხუთმეტი) კალენდარული დღისა დაუკავშირდით თიბისი დაზღვევას ცხელ ხაზზე: 242 22 22 და აცნობეთ შემთხვევის შესახებ;

 

რა არ ანაზღაურდება?

წინამდებარე დაზღვევით არ იფარება იძულებით უმუშევრობის რისკის ხდომილების შედეგად დამდგარი სადაზღვევო შემთხვევები, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეულია, ან დაკავშირებულია შემდეგ შემთხვევებთან:

წინამდებარე დაზღვევით არ იფარება იძულებით უმუშევრობის რისკის ხდომილების შედეგად დამდგარი სადაზღვევო შემთხვევები, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეულია, ან დაკავშირებულია შემდეგ შემთხვევებთან:
•    უმუშევრობა დადგა მოცდის პერიოდის ამოწურვამდე; დაზღვეულებისათვის, რომელთა პოლისიც განახლდება უწყვეტად, ავტომატურ რეჟიმში, მოცდის პერიოდი განახლებული პოლისისთვის არ იმოქმედებს.
•    სამსახურიდან გათავისუფლების მომენტში დასაქმებული იყავით გამოსაცდელი ვადით. 
•    შრომითი ხელშეკრულების ვადის ამოწურა; 
•    შრომითი ხელშეკრულების დასრულება, შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოს შესრულება;
•    შრომითი ხელშეკრულების ნებისმიერი მიზეზით შეწყვეტა, მისი ვადის ამოწურვამდე არანაკლებ 30 კალენდარული დღით ადრე.
•    დასაქმებულმა დატოვა თანამდებობა/დაკავებული პოზიცია საკუთარი ნებით, წერილობითი განცხადების საფუძველზე;
•    შრომითი ხელშეკრულება მოიშალა მხარეთა წერილობითი შეთანხმების საფუძველზე;
•    შრომითი ხელშეკრულება შეწყდა ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულებ(ებ)ის დარღვევის გამო;
•    დამზღვევის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ დანაშაულებრივ ქმედებაში მონაწილეობა;
•    საბუთების გაყალბება დაინტერესებული პირის მიერ ან ასეთის მცდელობა;
•    დამზღვევი მუშაობას იწყებს საქართველოს ფარგლებს გარეთ;
•    დამზღვევისათვის ცნობილი იყო ინფორმაცია მისი სამსახურიდან შესაძლო გათავისუფლების შესახებ წინამდებარე დაზღვევის ძალაში შესვლამდე ან 3 თვიანი მოცდის პერიოდის გასვლამდე;
•    ნებისმიერი ავადმყოფობით განპირობებული უმუშევრობა (გარდა უბედური შემთხვევით გამოწვეულისა);
•    შრომითი ურთიერთობის შეჩერება (მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება: ლოკაუტი, გაფიცვა), როდესაც არ ხდება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტა;
•    დამზღვევი გათავისუფლდა საპენსიო ასაკის მიღწევის მიზეზით;
•    დამზღვევი დასაქმებულია ისეთი ორგანიზაციის ხელმძღვანელ პოზიციაზე, რომლის დამფუძნებელს, დირექტორს ან სხვა ხელმძღვანელობითი/წარმომადგენლობითი უფლებამოსილების მქონე პირს წარმოადგენს თავად ან მისი ოჯახის წევრი;
•    დამზღვევი დასაქმებულია სახელმწიფო სტრუქტურას/უწყებასა ან/და ორგანოში და შეუჩერდა კონკრეტულ პოზიციაზე მუშაობის უფლებამოსილება, მაგრამ მისი დასაქმების საკითხს ამუშავებს შესაბამისი უწყების /ორგანოს კადრების განყოფილება ან ირიცხება რეზერვში.
•    დამზღვევის დასაქმების უწყვეტი სტაჟი მოცდის პერიოდის გასვლისას შეადგენს 6 თვეზე ნაკლებს.


მზღვეველი თავისუფალია სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის ვალდებულებისგან შემდეგ შემთხვევებში:

•    დამზღვევის მიერ სრულად და დროულად არ არის გადახდილი პოლისით გათვალისწინებული სადაზღვევო პრემიის პირველი შენატანი;
•    დავალიანების არსებობისას, გასულია ამ პირობების 8.3 პუნქტით გათვალისწინებული დამატებითი 14 დღიანი ვადა;
•    მზღვეველის მიერ მოთხოვნილი, სადაზღვევო შემთხვევის შესაფასებლად აუცილებელი საბუთები არასრულყოფილად არის წარმოდგენილი   
•    დამზღვევის მიერ დარღვეულია წინამდებარე პირობებით გათვალისწინებული მასზე დაკისრებული რომელიმე ვალდებულება (მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება: სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებამდე მზღვეველისათვის ინფორმაციის სრულად მიწოდების ვალდებულება, სადაზღვევო შემთხვევის დასარეგულირებლად აუცილებელი საბუთებისა და ინფორმაციის სრულად მიწოდების ვალდებულება).
•    დამზღვევი ან ნებისმიერი სხვა დაინტერესებული პირი გააყალბებს ან ეცდება რომ დამალოს, ან გააყალბოს დამზღვევის ჯანმრთელობასთან, საქმიანობასთან ან სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია ან საბუთი როგორც სადაზღვევო ხელშეკრულების გაფორმებამდე ასევე სადაზღვევო შემთხვევის დადგომის შემდეგ.
წინამდებარე დაზღვევით არ იფარება შრომისუუნარობის ან გარდაცვალების რისკის ხდომილების შედეგად დამდგარი სადაზღვევო შემთხვევები, რომელიც პირდაპირ ან არაპირდაპირ გამოწვეულია, ან დაკავშირებულია შემდეგ შემთხვევებთან:
•    ჩატარებული ან მიმდინარე მკურნალობა ან ჩარევები, თუმცა სადაზღვევო დაფარვა ძალაში რჩება, თუ ამგვარი ჩარევა ან მკურნალობა (რადიოდიაგნოსტიკისა და რადიოთერაპიის ჩათვლით) აუცილებელი გახდა წინამდებარე პირობებით დაფარული უბედური შემთხვევის ხდომილების შედეგად.
•    ინფექციები, თუმცა სადაზღვევო დაფარვა ძალაში რჩება, თუ უბედური შემთხვევით განპირობებული დაზიანების შედეგად დამზღვევის ორგანიზმში ინფექცია შეიჭრა;
•    კანის ან ლორწოვანი გარსის უმნიშვნელო დაზიანებები (მცირე ტრავმები კანის საფარველის მთლიანობის დარღვევის გარეშე, რომელსაც თან არ ახლავს შინაგანი ორგანოებისა და ძვალ-სახსროვანი სისტემის დაზიანებები), რომელთა შედეგადაც დამზღვევის ორგანიზმში ინფექცია შეიჭრა, არ ჩაითვლება უბედური შემთხვევის შედეგად მიღებულ დაზიანებად, გარდა ცოფისა და ტეტანუსისა;
•    მოწამვლა, რომელიც მოყვა დამზღვევის მიერ თხევადი ან არათხევადი ნივთიერების მიღებას;
•    აბდომინალური ან საზარდულის თიაქარი, თუმცა სადაზღვევო დაფარვა ძალაში რჩება, თუ ამგვარი დაზიანება შედეგად მოყვა ძლიერ გარე ზეგავლენას, რომელიც ექცევა წინამდებარე პირობების დაფარვის ქვეშ.
•    მალთაშორისი დისკების დაზიანება, სისხლდენა შინაგანი ორგანოებიდან და თავის ტვინში სისხლჩაქცევა, თუმცა სადაზღვევო დაფარვა ძალაში რჩება თუ წინამდებარე პოლისით დაფარული უბედური შემთხვევა წარმოადგენს აღნიშნული დაავადებების პირველად მიზეზს;
•    ორსულობა ან მშობიარობა, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მშობიარობის დაჩქარება გამოწვეულია უბედური შემთხვევით;
•    გონებრივი, ფსიქიური ან ფსიქოსომატური დარღვევები (დროებითი ან სხვა);
•    დამზღვევი პირი იმყოფება ალკოჰოლური, ნარკოტიკული, ან ფსიქოტროპული ნივთირებების ზემომედების ქვეშ;
•    განსაკუთრებული საფრთხის მიმართ შეგნებული გაუფრთხილებლობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ეს უკანასკნებლი გამოწვეულია ადამიანის სიცოცხლის გადარჩენის მიზეზით); 
•    თვითმკვლელობა, ასეთის მცდელობა, შეგნებული თვითდაზინება;
•    დამზღვევის მიერ სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა ან ასეთის მცდელობა;
•    დამზღვევის საჰაერო მგზავრობისას დამდგარი შემთხვევები, როდესაც ის არ წარმოადგენს მგზავრს ან/და მგზავრობა არ ხორციელდება ავიახაზების რეგულარული / ჩარტერული რეისის თვითმფრინავებით;
•    ბირთვული ენერგია, რადიაცია, დაბინძურება, ნებისმიერი დაზიანება ან დაავადება, რომელიც პირდაპირ თუ არაპირდაპირ გამოწვეულია ან შედეგად მოყვა ბირთვული საწვავით ან ბირთვული საწვავის აფეთქებით გამოწვეულ იონიზირებულ დასხივებას ან რადიოაქტიულ დაბინძურებას;
•    ომი (გამოცხადებული ან გამოუცხადებელი), შემოჭრა, საომარი მოქმედებები, სამოქალაქო ომი, აჯანყება, რევოლუცია, ნაციონალიზაცია ან კონფისკაცია ნებისმიერი მთავრობის ან მისი დავალებით ან სახელმწიფო თუ ადგილობრივი ხელისუფლების ორგანოს მიერ; ნებისმიერი დამოუკიდებლად ან რაიმე ორგანიზაციასთან კავშირში მყოფი პირების ქმედებები, მიმართული დე-ფაქტო თუ დე-იურე მთავრობის გადადგომისკენ ან მასზე ზეგავლენის მოსახდენად; ტერორიზმი; 
•    სანაძლეოს შესრულება, აკრობატული ილეთები, ნებისმიერი სახის რეკორდის დამყარება ან ასეთის მცდელობა და ასეთისთვის მზადება; დამზღვევის მონაწილეობა პროფესიონალურ სპორტში, დოღებში ან რბოლებში; აკვალანგით ყვინთვა; კლდეზე ცოცვა; ალპინიზმი, სპელეოლოგია; დელტაპლანერიზმი, პარაშუტით ხტომა, ნადირობა.
•    დაინტერესებული მესამე პირის მიერ დამზღვევის განზრახ მკვლელობა ან ასეთის მცდელობა; 
•    დამზღვევის მონაწილეობა პოლიციის, სამხედრო ფლოტის, ჯარის ან სამხედრო საჰაერო ძალების სამხედრო ოპერაციებში;
•    უბედურ შემთხვევამდე არსებული ფიზიკური ნაკლი, ანომალიები ან დაავადებები;
•    სადაზღვევო პერიოდამდე მომხდარი უბედური შემთხვევისგან გამოწვეული დაზიანებები, რომლებიც ცნობილი და აშკარა გახდა სადაზღვევო პერიოდის განმავლობაში.


 

რა ვადაში ანაზღაურდება ზარალი?

სადაზღვევო ანაზღაურების გაცემისას ჩვენ უფლებამოსილი ვართ ანზღაურებიდან გამოქვითო სადაზღვევო პრემიის გადაუხდელი ნაწილი.

რა შემთხვევაში შეიძლება შეწყდეს დაზღვევა?

სადაზღვევო პოლისის მოქმედება  შესაძლებელია შეწყდეს ვადაზე ადრე:

  1. თქვენი ინიციატივით. ასეთ შემთხვევაში:
  1. ჩვენი ინიციატივით. ასეთ შემთხვევაში:
  1. სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას, მიუხედავად იმისა სრულად გაიხარჯა თუ არა ანაზღაურების ლიმიტი. ასეთ შემთხვევებში, მზღვეველი უფლებამოსილია გამოქვითოს დარჩენილი გადაუხდელი წლიური პრემია ასანაზღაურებელი თანხიდან.
  2. სადაზღვევო პოლისი ექვემდებარება ავტომატურ გაუქმებას, სადაზღვევო პოლისით დაზღვეული სესხის დაფარვის/საკრედიტო ბარათის გაუქმებისთანავე. გაუქმების საფუძველს წარმოადგენს თიბისი ბანკის მიერ მოწოდებული ინფორმაცია.
  3. პოლისი გაუქმდება ავტომატურად მისი გაცემის თარიღით, თუ პოლისით გათვალისწინებული პრემიის პირველი შენატანი არ არის გადხდილი სრულად სადაზღვევო პერიოდის დაწყების თვის შემდგომი კალენდარული თვის 1 რიცხვამდე,

მომხმარებელთა უფლებების დაცვა:

დაზღვევის პირობებით ან მომსახურების ხარისხით უკმაყოფილების შემთხვევაში, შეგიძლიათ, ნებისმიერ დროს, დაგვირეკოთ ცხელ ხაზზე: 2 42 22 22 ან მოგვმართოთ ელექტრონული ფორმით ჩვენი ვებ გვერდიდან: www.tbcinsurance.ge. ასევე, შეგიძლიათ თქვენი საკითხი დააფიქსიროთ ჩვენს წარმომადგენელთან, მისამართზე: თბილისი, ალ. ყაზბეგის 24. II სართული.

თქვენს შეტყობინებას განიხილავს სატელეფონო ცენტრისა და ხარისხის მართვის განყოფილება, შეტყობინების დაფიქსირებიდან 10 (ათი) სამუშაო დღის განმავლობაში.

 

მონაცემთა დაცვა:

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მომხმარებელთა უფლებების დაცვის და მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით, კომპანიის ცხელ ხაზზე შემომავალი ყველა ზარი იწერება.

თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება დაზღვევის პირობებში მითითებული მიზნებისთვის.

 

ინფორმაცია ჩვენი საზედამხედველო ორგანოს შესახებ:

სსიპ საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური

მისამართი: ქ. თბილისი, აბულაძის ქ. #34

 

გმადლობთ, რომ სარგებლობთ ჩვენი მომსახურებით!