როგორ მოვიქცე ავტომობილის დაზიანებისას?

თუ თქვენ სარგებლობთ ავტომობილის ან ავტოპასუხისმგებლობის დაზღვევით მნიშვნელოვანია, იცოდეთ, როგორ მოიქცეთ სადაზღვევო შემთხვევის დადგომისას. თუ შემთხვევით დააზიანეთ თქვენი ან სხვისი ავტომობილი, ავტომობილი დაგხვდათ დაზიანებული და სხვა ნებისმიერ შემთხვევაში, საჭიროა, გაითვალისწინოთ რამოდენიმე პირობა:

- არ გადააადგილოთ ავტომობილი;

-  შემთხვევის ადგილიდანვე დაგვიკავშირდით სატელეფონო ქოლცენტრში: 242 22 22

-  თქვენ გაგესაუბრებათ სადაზღვევო ზარალების რეგულირების ოფიცერი და გაგიწევთ კონსულტაციას, როგორ მოიქცეთ;

-  შემთხვევის შესახებ შეატყობინეთ საპატრულო პოლიციას ცხელ ხაზზე: 112

-  არ გასწიოთ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავაშირებული ხარჯები ზარალის რეგულირების ოფიცერთან შეუთანხმებლად.

ყველაზე ხშირად მომხმარებლებს ავიწყდებათ შემთხვევის ადგილიდან სადაზღვევო კომპანიის ცხელ ხაზზე დარეკვა და მხოლოდ გადაადგილების შემდეგ ან მომდევნო დღეებში უკავშირდებიან სადაზღვევო კომპანიას, რაც ხელს უშლის კომპანიის მხრიდან ზარალის ანაზღაურებას.

გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნებისმიერ დროს, ჩვენი ქოლ ცენტრი მუშაობს 24 საათის განმავლობაში.