როგორ გამოვიყენო დაზღვევა მოგზაურობისას?

თქვენ დაზღვეული ხართ საზღვარგარეთ მოგზაურობისას გაუთვალისწინებელი, გადაუდებელი ავადმყოფობისგან ან სხვა უბედური შემთხვევისგან გამოწვეული სამედიცინო და რეპატრიაციის ხარჯებისაგან. თუ დადგა სადაზღვევო შემთხვევა, საჭიროა, გაითვალისწინოთ რამოდენიმე პირობა:

- დაუკავშირდით საერთაშორისო ასისტანსს სატელეფონო ქოლცენტრში: +7 (495) 787 21 78 ან სადაზღვევო კომპანიას ცხელ ხაზზე: +995 32 2 42 22 22;

-  არ გაწიოთ სადაზღვევო შემთხვევასთან დაკავშირებული ხარჯები სადაზღვევო კომპანიასთან შეუთანხმებლად;

-  იმ შემთხვევაში, თუ საპატიო მიზეზის გამო ვერ მოახერხეთ დადგენილ ვადებში საერთაშორისო ასისტანსისთვის შეტყობინების განხორციელება, ანაზღაურების მიღების მიზნით, საქართველოს საზღვრის გადმოკვეთიდან არაუგვიანეს 48 საათისა წარმოგვიდგინეთ დოკუმენტაციის ორიგინალები;

გაითვალისწინეთ, რომ სადაზღვევო შემთხვევა ანაზღაურდება მხოლოდ პოლისში მითითებულ ქვეყნებში მოგზაურობისას და პოლისში მითითებულ ვადებში სადაზღვევო ლიმიტის ფარგლებში.