თიბისი დაზღვევამ დასეტყვილი ავტომობილის მფლობელებს 400 000-მდე ლარის ზარალი აუნაზღაურა.

თიბისი დაზღვევამ 10 ივნისს სეტყვისგან დაზიანებული ავტომანქანების ზარალი 392,158 ლარის ოდენობით აანაზღაურა.

სულ თიბისი დაზღვევაში სეტყვისგან დაზიანების 312 შემთხვევა დაფიქსირდა. აქედან 271 ავტომობილის შეკეთება დასრულდა, ხოლო 8 ავტომობილის ზარალის ანაზღაურება პროცესშია და სულ მალე დასრულდება.

ავტომობილების ნაწილი საავტომობილო სერვისცენტრებში შეკეთდა, ნაწილი კი მომხმარებლებმა თავად შეაკეთეს „თიბისი დაზღვევის“ მიერ ჩარიცხული თანხით. სულ სერვისცენტრებში 61 ავტომობილი შეკეთდა, ხოლო პირად ანგარიშზე თანხის ჩარიცხვა მოხდა 210 ავტომობილის მფლობელისთვის, ეს გადაწყვეტილებმა მომხმარებლებმა თავისი სურვილის მიხედვით მიიღეს.