როგორ მოვიქცე თუ ვეღარ ვახერხებ სესხის დაფარვას?
თუ თქვენ სარგებლობთ საკრედიტო შენატანის დაზღვევით და ჯანმრთელობის გაუარესების ან სამსახურის დაკარგვის გამო ვეღარ ახერხებთ საკრედიტო შენატანის დაფარვას, საჭიროა, მოგვაწოდოთ ინფორმაცია:
 
- 2 დღის განმავლობაში დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე 2 42 22 22;
 
- 15 კალენდარული დღის ვადაში წარმოადგინეთ საჭირო დოკუმენტაცია, რომელსაც სადაზღვევო კომპანია მოითხოვს, სადაზღვევო შემთხვევიდან გამომდინარე.
 
გაითვალისწინეთ, რომ სადაზღვევო შემთხვევა ანაზღაურდება თქვენს მიერ წინასწარ არჩეული ლიმიტის ფარგლებში და პოლისში მითითებული დაზღვეული რისკების დადგომის შედეგად. აქედან გამომდინარე, რეკომენდირებულია, კარგად გაეცნოთ პოლისის პირობებს.