facebook logo

ანონიმური მხილება

ანონიმური მხილება

 

 

თიბისი დაზღვევა მოწოდებულია რა წარმართოს ბიზნეს საქმიანობა პროფესიონალიზმის, პატიოსნების, ბიზნეს ეთიკის დაცვის კვალდაკვალ, გაძლევთ საშუალებას ანონიმური მხილების ვებ გვერდის მეშვეობით დააფიქსიროთ ინციდენტი/ დარღვევა ან გამოთქვათ საფუძვლიანი ეჭვი, რომელიც ეხება კომპანიის ნებისმიერი თანამშრომლის მხრიდან განხორციელებულ შემდეგ ქმედებას:
 

  • თაღლითობასთან, კორუფციასთან, ფულის გათეთრებასთან დაკავშირებულ სქემებში მონაწილეობას;  
  • კომპანიის შიდა პოლიტიკების/დებულებების/ინსტრუქციების დარღვევას;    
  • კომპანიის თანამშრომელზე მორალურ, ფსიქოლოგიურ და ფიზიკურ ზეწოლას (დევნას);    
  • ინტერესთა კონფლიქტის უგულებელყოფა;    
  • დანაშაულის ჩადენას (ქურდობა, საბუთების გაყალბება და სხვა);    
  • ნებისმიერი ხასიათის შეუსაბამო საქციელს, რომელმაც შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს კომპანიის ინტერესები და გამოიწვიოს ფინანსური ან რეპუტაციული ზიანი ან/და გაურთულოს კომპანიის ნებისმიერ თანამშრომელს მასზე დაკისრებული სამუშაოს სრულფასოვანი შესრულება;
     

ანონიმური მხილების დაცული ვებ გვერდი თქვენ გაძლევთ შესაძლებლობას ვინაობის გამხელის გარეშე დააფიქსიროთ ინფორმაცია.

აღნიშნული ვებ გვერდი არ არის განკუთვნილი მომსახურების ხარისხთან, სადაზღვევო პროდუქტების პირობებთან და ტექნიკურ ხარვეზებთან დაკავშირებული უკმაყოფილებების დასაფიქსირებლად.

გარდა ანონიმური მხილების ვებ გვერდისა, ინციდენტთან/დარღვევასთან დაკავშირებით ინფორმაცია თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ შემდეგი გზებით:
  
 

  • ანონიმური ცხელი ხაზი 032 2 27 27 27 *1998;   
  • ელ ფოსტა: incidentcompliance@tbcinsurance.ge;     
  • ანონიმური წერილი;
     

კომპანიის მხრიდან ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების წესის, ასევე მამხილებლის უფლება მოვალეობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ იხილოთ ხშირად დასმული შეკითხვები.
 

1. რისთვის არის შექმნილი ანონიმური მხილების ვებ გვერდი?

ანონიმური მხილების ვებ გვერდი შექმნილია ნებისმიერი პირისთვის, ვინც ფლობს ინფორმაციას ან აქვს საფუძვლიანი ეჭვი კომპანიაში არსებულ ინციდენტებზე/დარღვევებზე, მაგრამ თავს იკავებს აღნიშნული ინფორმაციის სხვა გზებით დაფიქსირებისგან.

2. როგორ უნდა დავაფიქსირო ინციდენტთან/დარღვევასთან დაკავშირებული ინფორმაცია?

ანონიმური მხილების ვებ გვერდზე „დაფიქსირება" ღილაკზე ხელის დაჭერით თქვენ გამოგიჩნდებათ დაცული ელექტრონულად შესავსები ფორმა. ფორმაში არსებული ველების მეშვეობით თქვენ უნდა მიუთითოთ ის ძირითადი ინფორმაცია, რაც საჭიროა თქვენს მიერ მოწოდებული შემთხვევის გასაანალიზებლად.

ელექტრონულ ფორმაში თქვენ გაქვთ შესაძლებლობა მიუთითოთ თქვენი სახელი და გვარი, ელ. ფოსტის მისამართი, თუმცა აღნიშნული ველები არის ნებაყოფლობითი და იმ შემთხვევაში თუ თქვენ გსურთ, რომ დარჩეთ ანონიმად, შეგიძლიათ ეს ველები დატოვოთ ცარიელი.

სასურველია მოგვაწოდოთ ელ.ფოსტის მისამართი იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ თქვენთან კომუნიკაცია დამატებითი ინფორმაციის მიღების ან დაფიქსირებული ინფორმაციის დაზუსტების მიზნით. აღნიშნულის გათვალისწინებით თქვენ შეგიძლიათ დააფიქსიროთ ისეთი ელ.ფოსტის მისამართი, რომელიც არ შეიცავს თქვენს მაიდენტიფიცირებელ ნიშნებს (მაგ სახელი, გვარი).

თქვენ ასევე გაქვთ შესაძლებლობა ინციდენტის აღწერას თან დაურთოთ დამადასტურებელი დოკუმენტი/ები, ასეთის არსებობის შემთხვევაში.


3. გარდა ანონიმური მხილების ვებ გვერდისა, არსებობს სხვა საშუალება, რომლის მეშვეობითაც შევძლებდი ინციდენტის/დარღვევის შესახებ კომპანიაში ინფორმაციის გამოგზავნას?

კომპანიის მხრიდან ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების წესის, ასევე მამხილებლის უფლება მოვალეობების შესახებ დამატებითი ინფორმაციის სანახავად, გთხოვთ იხილოთ ხშირად დასმული შეკითხვები.
 

  • კომპანიის ანონიმური სატელეფონო ხაზი 032 2 27 27 27 *1998;
  • ელ ფოსტა: incidentcompliance@tbcinsurance.ge;
  • გააგზავნოთ ანონიმური წერილი
     

4. როგორ უზრუნველყოფს კომპანია ჩემს ანონიმურობას?

ანონიმურ სატელეფონო ხაზის გამოყენების შემთხვევაში არ ხდება შემომავალი ზარის იდენტიფიცირება; ანონიმური მხილების ვებ გვერდის მეშვეობით ინფორმაციის დაფიქსირებისას არ ხდება ინფორმაციის მომწოდებლის IP მისამართის ლოგირება.

5. იმ შემთხვევაში თუ ღიად დავაფიქსირებ ინციდენტთან/დარღვევასთან დაკავშრებით ინფორმაციას, დაიცავს თუ არა კომპანია ჩემს ვინაობას კონფიდენციალურად?

თქვენი ვინაობა, ისევე როგორც თქვენს მიერ მოწოდებული ინფორმაცია არის მკაცრად კონფიდენციალური, გარდა ისეთი შემთხვევებისა, როცა ინციდენტის/დარღვევის დამუშავება მოითხოვს სასამართლოსთან ან საგამოძიებო სამსახურებთან თანამშრომლობას.

6. რა ტიპის ინციდენტის/დარღვევის დაფიქსირება შემიძლია ანონიმური მხილების ვებ გვერდის მეშვეობით?

ანონიმური მხილების ვებ გვერდის მეშვეობით უნდა დააფიქსიროთ ისეთი ინციდენტი/დარღვევა, რომელიც თვლით რომ არაეთიკურია, არაკანონიერია, უფლებების შემლახველია და დაკავშირებულია თაღლითობასთან, გაყალბებასთან, კორუფციასთან, ძალადობასთან, ნებისმიერი ხასიათის შეუსაბამო საქციელთან,როგორიცაა:
 

  • თანამშრომლის არაკეთილსინდისიერი ქმედება, რამაც შეიძლება კომპანიას ფინანსური ზიანი მიაყენოს;
  • რეალური ფაქტების, მონაცემების განზრახ გაყალბება, დამალვა;
  • თანამშრომლის მიერ კომპანიაში დაკავებული პოზიციის და მასზე დაკისრებული უფლება-მოვალეობის ბოროტად გამოყენება, როგორც პირადი მიზნებისათვის, ასევე მესამე პირების სასარგებლოდ;
  • თანამშრომლის დევნა და/ან ზეწოლა;
  • ინტერესთა კონფლიქტის უგულებელყოფა;
  • შიდა რეგულაციებისა და საკანონმდებლო მოთხოვნების დარღვევით კონფიდენციალური ინფორმაციის მესამე პირებზე გადაცემა; სხვა ნებისმიერი ხასიათის შეუსაბამო საქციელი, რომელმაც შეიძლება საფრთხის წინაშე დააყენოს კომპანიის ინტერესები და გამოიწვიოს ფინანსური ან რეპუტაციული ზიანი ან/და გაურთულოს კომპანიის ნებისმიერ თანამშრომელს მასზე დაკისრებული სამუშაოს სრულფასოვანი შესრულება.
     

7. რატომ უნდა დავაფიქსირო ინფორმაცია ინციდენტთან/დარღვევასთან დაკავშირებით?
 

  • იმიტომ, რომ თქვენთვის მნიშვნელოვანია ისეთი ღირებულებები, როგორიცაა ღიაობა, პატიოსნება, ნდობა და პროფესიონალიზმი.
  • თუ თქვენ თვლით, რომ ინციდენტი/დარღვევა რომლის შესახებაც ფლობთ ინფორმაციას უშუალოდ თქვენ არ გეხებათ და ამის გამო ცდილობთ მიმართოთ „გაჩუმების პრინციპს", ამით თქვენ რისკის ქვეშ აყენებთ კომპანიის საქმიანობას.
  • ინციდენტის/დარღვევის შესახებ ინფორმაციის ადრეულ ეტაპზევე დაფიქსირება დაიცავს კომპანიას და მის თითოეულ თანამშრომელს შესაძლო ზიანისგან.
  • იმიტომ, რომ თქვენ არ გახდეთ კორუფციულ, თაღლითურ, დანაშაულებრივ სქემებში უნებლიე თანამონაწილე.