facebook logo

ბრენდ მენეჯერი

ბრენდ მენეჯერი

 

 

მარკეტინგის გუნდში ვეძებთ ბრენდ მენეჯერს, რომელიც მონაწილეობას მიიღებს “თიბისი დაზღვევის” ბრენდის კომუნიკაციის შექმნასა და იმიჯის გაძლიერებაში. მისი ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია იქნება თიბისი დაზღვევის პროდუქტების შეფუთვა და მარკეტინგული კამპანიების დაგეგმვა.
 

საქმიანობა:

  • მარკეტინგული სტრატეგიის ფარგლებში “თიბისი დაზღვევის” პროდუქტების შეფუთვა, სარეკლამო კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება;
  • სადაზღვევო პროდუქტების კომუნიკაცია როგორც საცალო და კორპორატიული ბაზრისთვის, ასევე თიბისი ბანკის ქსელში;
  • გაყიდვების და პროდუქტების დეპარტამენტებთან ერთობლივი მუშაობა შეთავაზებების შექმნაზე;
  • თიბისი დაზღვევის პროდუქტებისთვის value added სერვისების და პარტნიორების დამატება;
  • სარეკლამო არხების განსაზღვრა და ათვისება;
  • მარკეტინგული კამპანიებისა და აქციების ბიუჯეტირება;
  • სარეკლამო სააგენტოებთან ურთიერთობა;
  • სარეკლამო კამპანიების ფარგლებში პიარ აქტივობების დაგეგმვა;
  • სხვადასხვა მარკეტინგული პროექტების განხორციელება;
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • ბაკალავრის ხარისხი მარკეტინგის ან ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინ. 2 წლიანი გამოცდილება;
  • სარეკლამო წერის უნარები ჩაითვლება უპირატესობად (copyrighting skills);
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
     

თვისებები:

  • გვინდა, რომ ჩვენს გუნდს შემოუერთდეს აქტიური, ლაღი და ინტერესიანი ადამიანი.
     

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით.
 

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ბრენდ მენეჯერი"