facebook logo

ჩვენ შესახებ

 

 

ვინ ვართ

თიბისი დაზღვევა თანამედროვე სადაზღვევო კომპანიაა. ჩვენი მიზანია ციფრული და ტექნოლოგიური მიდგომებით, დაზღვევა მარტივი და ყველასთვის ხელმისაწვდომი გავხადოთ.

ისტორია

2016 წელს თიბისი ჯგუფმა სადაზღვევო კომპანია კოპენბური შეიძინა, რის შედეგადაც ახალი სადაზღვევო კომპანია, თიბისი დაზღვევა შეიქმნა. თავიდანვე ჩვენი მიზანი იყო, მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება, როგორც საცალო ასევე კორპორატიული სექტორისთვის. საწყისი ეტაპებიდან დაინერგა სხვადასხვა ტიპის ციფრული და თანამედროვე მიდგომები, რაც დაზღვევის პროცესის გამარტივებას უზრულვეყოფს. კომპანიის ზრდასთან ერთად თიბისი დაზღვევამ ახალი მიმართულებები და პროდუქტები დაამატა.

დღეს

თიბისი დაზღვევის თითქმის ყველა საცალო პროდუქტის შეძენა სახლიდან გაუსვლელად, online არის შესაძლებელი. ასევე პირველი ქართული დაზღვევის ბოტიც სწორედ თიბისი დაზღვევამ შექმნა, ბი ბოტი დაზღვევას პირდაპირ facebook messenger - ში, გიფორმებს. დაარსებიდან თიბისი დაზღვევამ თავის მომხარებლებს 20 მილიონი ლარის ზარალი აუნაზღაურა. თიბისი დაზღვევა არაჯანმრთელობის დაზღვევის ბაზრის 22,8% წილის მფლობელია.

სიახლეები

2019 წელს თიბისი დაზღვევამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და სტრატეგიული პროდუქტი, ჯანმრთელობის დაზღვევაც დაამატა. პროვაიდერების თავისუფალი არჩევანი, ულიმიტო ონლაინ ანაზღაურება და ციფრული პლატფორმა, ჩვენი დაზღვევის ხარისხის განმსაზღვრელი უმთავრესი ფაქტორებია.

გუნდი

თიბისი დაზღვევის გუნდში დღეს 300 ადამიანამდე მუშაობს. კომპანიის გენერალური დირექტორის პოზიციას პაატა ღაძაძე იკავებს, რომელიც თიბისი ჯგუფის დამფუძნებელი წევრია. მას მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება აქვს ფინანსურ სექტორში, როგორც საბანკო ასევე, სადაზღვევო მიმართულებით.