facebook logo

ჯანმრთელობის დაზღვევა

ჯანმრთელობის დაზღვევა

გთავაზობთ თანამედროვე სტანდარტების სამედიცინო მომსახურებას და მკურნალობის ხარჯების სწრაფ ანაზღაურებას. მომსახურების ხარისხს  ციფრული მიდგომებით და მაღალკვალიფიციური სამედიცინო პარტნიორებით უზრუნველვყოფთ.

 

24/7

დაგვიკავშირდი ტელეფონის ნომერზე 2 42 11 11 ან ელექტრონულ ფოსტაზე infohealth@tbcinsurance.ge

 

პროდუქტის უპირატესობები

სამედიცინო ცენტრების თავისუფალი არჩევანი

შენ შეგიძლია, თავად აირჩიო რომელ კლინიკაში გსურს სამედიცინო მომსახურების მიღება.

საზღვარგარეთ მკურნალობის დაფინანსება

თუ საზღვარგარეთ დაგჭირდა მკურნალობის დაფინანსება, ჩვენ სამედიცინო ხარჯებს საუკეთესო ტარიფებით აგინაზღაურებთ.

ონლაინ ანაზღაურება ლიმიტის გარეშე

ნებისმიერი სამედიცინო ხარჯის ანაზღაურების მოთხოვნა მარტივად, ონლაინ შეგიძლია.

პარტნიორები

სამედიცინო მომსახურების მიღება შეგიძლია როგორც ჩვენს პარტნიორ კლინიკებში, ისე ნებისმიერ ლიცენზირებულ სამედიცინო ცენტრში.თიბისი დაზღვევის ძირითადი პარტნიორი კლინიკები:

  • მედიკორი
  • საოჯახო მედიცინის ქართულ-ამერიკული კლინიკა
  • მედალფა
  • რეგიონალური ჰოსპიტალი (ევექსი) 
  • მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი (ბათუმი)

ვისთვის არის დაზღვევა

დაზღვევის შეძენა შეუძლიათ კომპანიებს, თავიანთი თანამშრომლებისთვის. დაზღვევის შესაძენად დაგვიკავშირდი ტელეფონის ნომერზე 2 42 11 11 ან ელექტრონულ ფოსტაზე infohealth@tbcinsurance.ge

სამედიცინო მომსახურებები

  • სასწრაფოს გამოძახება
  • ოჯახის ექიმის/პედიატრის კონსულტაცია 
  • პროფილაქტიკური კვლევები
  • გადაუდებელი და გეგმიური ამბულატორია
  • გადაუდებელი და გეგმიური ჰოსპიტალური მომსახურება
  • საზღვარგარეთ მკურნალობა
  • მედიკამენტების ანაზღაურება
  • გადაუდებელი და გეგმიური სტომატოლოგია
  • ორსულობა/მშობიარობის ანაზღაურება

როგორ ხდება ანაზღაურება

სამედიცინო ხარჯების ანაზღაურების მიღება შეგიძლია თიბისი დაზღვევის სერვის-ცენტრებში და ონლაინ, ვებგვერდის საშუალებით.

 

სერვისცენტრებში ანაზღაურებისას:

  • 500 ლარამდე თანხა ანაზღაურდება მყისიერად, 500 ლარზე მეტი კი – მაქსიმუმ 3 სამუშაო დღეში.

ონლაინ ანაზღაურებისას:

  • 500 ლარამდე თანხა ანაზღაურდება 1 დღის განმავლობაში, 500 ლარზე მეტი კი – 3 სამუშაო დღეში.