facebook logo

სოციალური მედიის და კონტენტის სპეციალისტი

სოციალური მედიის და კონტენტის სპეციალისტი


თუ გაინტერესებს ციფრული მარკეტინგი, გარკევული ხარ თანამედროვე ტრენდებში და გაქვს იდეები, როგორ შექმნა დასამახსოვრებელი კონტენტი სოციალური მედიისთვის, გელოდებით მარკეტინგის გუნდში!
 

ძირითადი მოვალეობები: 

  • თიბისი დაზღვევის სოციალური მედია არხებისთვის (Facebook, Instagram, Linkedin, B Bot FB) კონტენტის დაგეგმვა და შექმნა; 
  • თიბისი დაზღვევის სოციალური მედია არხების მართვა, მიმდევრების ზრდა, მონიტორინგი და ა.შ. 
  • თიბისი დაზღვევის ვებ-გვერდების მართვა, ინფორმაციის განახლება და მონიტორინგი; 
  • სარეკლამო ფოტო/ვიდეო გადაღებების დაგეგმვა და შესრულება; 
  • ქოფირაითინგი, ბლოგების შექმნა; 
  • დიზაინერებთან, სარეკლამო სააგენტოებთან და Freelancer-ებთან მუშაობა. 
     

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი განათლება ან სტუდენტი მე-3 კურსიდან მოქნილი გრაფიკით
  • სასურველია გამოცდილება სოციალური მედიის მენეჯმენტის ან კონტენტის შექმნის მიმართულებით;
  • საოფისე პროგრამების  მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური  ენის ცოდნა;
  • სასურველია  დიზაინერული პროგრამების საბაზისო ცოდნა: Photoshop, Illustrator;
  • სასურველია ფოტოგრაფიისადმი ინტერესი.
     

პიროვნული უნარ-ჩვევები: 

  • შემოქმედებითობა;
  • ენერგიულობა;
  • ორგანიზებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • წერის უნარები.

     

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით. 
 

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „სოციალური მედიისა და კონტენტის სპეციალისტი“