facebook logo

სტაჟირება მარკეტინგის გუნდში

სტაჟირება მარკეტინგის გუნდში

 

ვეძებთ ენერგიულ და მონდომებულ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება მარკეტინგის დეპარტამენტის ყოველდღიურ საქმიანობაში და ჩვენთან ერთად შექმნის თიბისი დაზღვევის ბრენდს. 

სტაჟირების განმავლობაში შეძლებ მიიღო პრაქტიკული ცოდნა მარკეტინგში, მონაწილეობას მიიღებ და შეასრულებ დავალებებს შემდეგი მიმართულებებით:
 

  • სარეკლამო კომუნიკაციის, კამპანიების, აქციების, მარკეტინგული პროექტების შექმნა და აღსრულება
  • სოციალური მედიისთვის კონტენტის - ბლოგების, პოსტების მომზადება
  • სარეკლამო მასალების [ფოტო/ვიდეო] შექმნის დაგეგმვა და  გადაღება
  • კამპანიის/აქციის რეპორტინგის მომზადება
  • კონკურენტების კვლევა
  • დაგეგმილი კამპანიის/აქციის ფარგლებში სასაჩუქრე მასალის/სარეკლამო მასალის შესყიდვა
  • შესყიდვის დოკუმენტაციის მონიტორინგი/კონტროლი
  • საჭიროების შემთხვევაში პარტნიორების მოძიება და მოლაპარაკება
  • სხვადასხვა ადმინისტრაციული და საორგანიზაციო სამუშაოების შესრულება
     

გელოდებით, თუ ხარ:

  • მონდომებული
  • ენერგიული
  • შემოქმედებითი
  • ორგანიზებული 
     

იცი:

  • ინგლისური
  • გამოცდილება მარკეტინგში სავალდებულო არ არის, თუმცა სასურველია დიდი ინტერესი და მცირე თეორიული ცოდნა
     

სასურველია [მაგრამ არასავალდებულო] თუ:

  • გაქვს წერის კარგი უნარები [copywrighting]
  • დაინტერესებული ხარ და ერკვევი თანამედროვე ტრენდებსა და ტექნოლოგიებში

 

სტაჟირება სრულ განაკვეთზეა, არაანაზღაურებადი და გრძელდება 3-დან 6 თვემდე. 
 

ვაკანსიით დაინტერესებულ კანდიდატებს შეგიძლიათ გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: vacancy@tbcinsurance.ge 2019 წლის 31 მარტის ჩათვლით. 
 

გთხოვთ, თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: „სტაჟიორი მარკეტინგის გუნდში“